პროექტის დასახელება: |
მხატვრული ტექსტის ანალიზი - ჯეიმს ჯოისის შემოქმედება |
მოკლე აღწერა: |
ინტერტექსტუალიზმის ცნება თანამედროვე კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცნებაა და ნიშნავს, მხატვრული, ან არამხატვრული, ან თუნდაც სოციალური ტექსტის გამოყენებას სხვა ტექსტში. ტერმინი ,,ინტერტექსტუალობა’’ - მე-20 საუკუნის 60-იანი წლების ლიტერატურის თეორიაში დაამკვიდრა ფრანგმა მკვლევარმა იულია კრისტევამ.
ამ თეორიაზე მუშაობისას იგი ეყრდნობოდა ცნობილი რუსი მეცნიერის, ფილოსოფოსისა და კულტუროლგის, მიხაილ ბახტინის (1895-1975) მიერ შემუშავებულ თეორიას - ,,დიალოგურობის’’ შესახებ, რომლის ძირითადი არსი მდგომარეობს შემდეგში: ტექსტი, როგორც დასრულებული ერთეული არ არსებობს; თითოეული ტექსტი სხვა ტექსტებს უკავშირდება და წარმოადგენს მის ნაწილს. ნებისმიერი ტექსტი სხვა ტექსტების ტრანსფორმაციის საფუძველზე იქმნება. ინტერტექსტუალობა გვევლინება ყველა ტექსტისთვის დამახასიათებელ თავისებურებად.
მხატვრულ ლიტერატურაში ინტერტექსტუალობა გულისხმობს ისეთ კავშირს ნაწარმოებებს შორის, როცა ერთი მათგანი სხვა ნაწარმოებს სათაურით, პერსონაჟებით, მოქმედების დროითა და ადგილით ან სიუჟეტით ეხმიანება. ინტერტექსტუალიზმის ფორმებია: ციტირება, პაროდია, ალუზია და ა. შ. მწერალმა შესაძლოა, გამოიყენოს რომელიმე ჟანრის ან ლიტერატურული მიმდინარეობისთვის დამახასიათებელი ენობრივი ფორმულები, სახე-სიმბოლოები. |
ხელმძღვანელი: |
ასათიანი ნათია |
მონაწილეები: |
ვერბი ლელა,კარანაძე დომნა,წიკლაური ხათუნა |
საკითხის აქტუალობა: |
პროექტის კვლევის აქტუალობას განსაზღვრავს შემდეგი ფაქტორები: ჯეიმს ჯოისი აღიარებულია, როგორც მეოცე საუკუნის უდიდესი პროზაიკოსი და ასევე, სავარაუდოდ, გასული საუკუნის ყველაზე ცნობილი ავტორია. მცირე წარმატებისა და ნამუშევრების მზარდი სირთულის მიუხედავად, ჯოისის სახელი ერთგულების და მხატვრული მთლიანობის ძეგლია. მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ დასავლეთში თითქმის არ ყოფილა რომანისტი, რომელსაც არ ეგრძნო ჯოისის გავლენა. მუდმივი ინტერესი მისი რთული გონებრივი მანიფესტაციისა და ნაშრომების მიმართ შენარჩუნებულია აკადემიური საზოგადოების უზარმაზარი ჯგუფის მიერ. |
მოსალოდნელი სიახლე: |
კვლევის მეცნიერული სიახლე მდგომარეობს იმაში, რომ ლიტერატურულ კრიტიკაში ჯოისის ადრეული ნაშრომი „დუბლინელები“ სპეციალური მონოგრაფიული კვლევის საგანს წარმოადგენდა. ჩვენი პროექტის ფარგლებში ვეცდებით გავაანალიზოთ კრებული „დუბლინელები“ მოთხრობების და „ულისეს“შინაარსი, განვიხილოთ მხატვრული თავისებურებები საუკუნის დასასრულის ზოგადი ლიტერატურული ურთიერთობის და ზოგად ევროპულ ლიტერატურულ კონტექსტში. ვგულისხმობთ რომ ჯოისის მოთხრობების ანალიზი , რომელიც კვლევის პროექტის ფარგლებში იქნება განხორციელებული უზრუნველჰყოფს შესაძლებლობას მივიდეთ საინტერესო, ახალ დასკვნამდე. |
სავარაუდო გეგმა: |
ლექცია-სემინარების ფარგლებში ჩატარდება საკვლევი მასალის გაცნობა და ინტერპრეტაცია; 12 კვირა
გაანალიზებულ და შედრებულ იქნეს „ოდისეა“ და ჯოისის ნოველისტიკა , სახელდბორ „ულისე“, დადგენილ იქნეს მაკავშირებელი კონსტრუქტები აბსტრაქტულ-სტრუქტურულ დონეზე, პერსონაჟთა ურთიერთდამოკიდებულებაში არსებული ჰომეროსული მოდელის შედარებით, რადგანაც ეპიზოდების ჰომეროსული სათაურების კავშირი რომანის შინაარსთან (დუბლინის ერთი დღის აღწერასთან) არ არის თვალსაჩინო. 12 კვირა
განხორციელდება შუალედური კვლევითი შედეგების გაზიარება და ანალიზი; 12 კვირა
ჩატარდება ნაწარმოების ანალიზი ტექსტოლოგიურ, შედარებით-ისტორიულ და ტიპოლოგიურ ასპექტში. 12 კვირა
აღწერილობითი, ანალიზურ-სინთეზური, შედარებით-შეპირისპირებითი, კონტექსტუალურ-ინტერტექსტუალური და ამ ეტაპზე ვთვლით რომ შესაძლოა დაგვჭირდეს ამ მეთოდის გამოყენება. კვლევის მეთოდთა მრავალფეროვნება, ბუნებრივია, განაპირობა საკვლევი მასალის დიაქრონიულმა განსხვავებულობამ და მასშტაბურობამ. 12 კვირა
საკითხთა თანმიმდევრულად, ნათლად ფორმულირება და პრეზენტაციის მომზადება თანამედროვე საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მიზნობრივი გამოყენებით. 3 კვირა
დასკვნითი ეტაპი : საბოლოო პრეზენტაციის წარდგენა |
დონორი: |
|
გრანტი: |
|
სკოლა/დეპარტამენტი: |
|
დაწყება: |
2023-02-03 |
დასრულება: |
2024-12-02 |
მიზნობრიობა: |
სამეცნიერო |
სტატუსი: |
მიმდინარე |
შედეგი: |
|
პროექტის ღირებულება: |
|
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა: |
|
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა: |
|
დონორისგან მიღებული თანხა: |
|
თანადამფინანსებელი: |
|
თანამშრომლობა/პარტნიორობა: |
|
პუბლიკაცია: |
|