UNIVERSITY
OF GEORGIA

Scientific Research Institute


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით
მოკლე აღწერა: სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი, როგორც ჩანს, აღმოჩნდა ცარიელი გარსი, რომელიც ჩაირთავს თითოეულის თვითნებურ შთაბეჭდილებას. პროფესორი პატრიკ მორვანი საუბრობს იმ უნდობლობაზე, რომელიც დაბადა სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპმა მისი აღიარების მომენტიდან. მისადმი მიძღვნილ შრომებზე თვალის გადავლება აჩვენებს, რომ დოქტრინა ერთსულოვანია მის კონცეფტუალურ და ფუნქციონალურ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით. ამიტომ, ბევრი ავტორი მას აღწერს როგორც „განუსაზღვრელ“, „უნივერსალურ“, „საშიშ“, „ცარიელ“ და „ბუნდოვან“ პრინციპს. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სამართლებრივი განსაზღვრულობის პრინციპი სრულიადაც არ წარმოადგენს „იდილიურს“, რაც ზოგიერთს უბიძგებს უარყოს მისი არსებობა პოზიტიურ სამართალში. მისი ცუდი რეპუტაციის მიზეზები არის როგორც ენდოგენური, ისე ეგზოგენური. პირველ რიგში, მას აკრიტიკებენ დისკრეციული პრეტორიანული ინტერპრეტაციისთვის, რომ არის არაზუსტი და არათანმიმდევრული, რომელიც თანდათანობით მიდის იქამდე, რომ ის კარგავს თავის ნორმატიულ ღირებულებას. უპირველეს ყოვლისა, მას აკრიტიკებენ იმისათვის, რომ ის ემსახურება კაზუისტიკის ინტერესებს, სასამართლო პრაქტიკის ერთობის დაკარგვის გარისკვით პოზიტიური სამართლის „დაქსაქსვის“ ხარჯზე. როგორც თვითნებობისა და სამართლებრივი დაუცველობისაგან დაცვის პრინციპი, დღეს ის გახდა ყველაზე იმპერატიული სიმბოლო. მიუხედავად იმისა, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, რომელიც დაფუძნდა 1959 წლის 21 იანვარს, თავიდანვე განამტკიცა ეს პრინციპი თავის პრეცედენტულ სამართალში, მისმა შემოტანამ არ გამოიწვია დავა. კრიტიკა უფრო კონცენტრირებულია სამართლებრივ განუსაზღვრელობაზე, რომელიც წარმოიშვა პრეცედენტული სამართლის შედეგად, ვიდრე ამ პრინციპის გამოყენებაზე. ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოები ზოგჯერ მას ადანაშაულებენ იმაში, რომ ის არ იძლევა საკმარისად მკაფიო სახელმძღვანელო პრინციპებს სახელმწიფოს ვალდებულებების განსაზღვრისთვის. ეს ვალდებულებები ხდება არა წინასწარგანჭვრეტადი როგორც თავისი შინაარსის, ისე შესრულების მიხედვით. სახელმწიფოთა პრეტენზიების მიღმა, დოქტრინა რეგულარულად მიუთითებს ევროპული სასამართლოს მეთოდოლოგიური სიმკაცრის არარსებობაზე მის გადაწყვეტილებებში. მაგალითად, თუმცა სასამართლო ჩვეულებრივ აცხადებს, რომ „სამართლებრივი განსაზღვრულობის ინტერესებიდან გამომდინარე არ გადაუხვევს თავისი პრეცედენტებიდან“, უნდა აღინიშნოს, რომ ის ძალიან ხშირად უპირატესობას აძლევს ევოლუციურ განმარტებას სამართლებრივი განსაზღვრულობის საზიანოდ. სწორედ ამიტომ, მოცემული პრინციპი და მასში განსახიერებული კონცეფცია უნდა „გადაისინჯოს“ სასამართლო პრაქტიკაში. სწორედ ამ თვალსაზრისით, მოცემული კვლევა მიმართული იქნება არა მხოლოდ პრინციპის განმარტებასა და კონცეფტუალიზაციაზე, არამედ ასევე მისი თავისებურებების, ცვლილებების, უპირატესობების, ნაკლოვანებების და პრობლემების შესწავლაზე ძირითადი უფლებების დაცვის თვალსაზრისით.
ხელმძღვანელი: ბეგიაშვილი მალხაზ
მონაწილეები:
საკითხის აქტუალობა: სასამართლო პროცესის მონაწილისთვის, რეტროაქტიულობა ხშირად შეიგრძნობა როგორც ტრაგედია სამართლებრივი პროგნოზების სტაბილურობისთვის. თუმცა კანონი არაა მუდმივი, და ასეთი სამართლებრივი წყვეტები შეიძლება გამართლდეს მისი მოძველებით. უზრუნველყოფს რა ობიექტურ შინაგან სამართლებრივ განსაზღვრულობას, რეტროაქტიულობა ხდება უფრო როგორც ღირებულება, სინონიმური სამართლებრივი ნორმის საშუალო სიმტკიცის. ამიტომ, სწორედ ამ სამართლებრივ არასტაბილურობასთან ბრძოლისთვის იქმნება სამართლებრივი განსაზღვრულობა, როგორც რეგულაციური პრინციპი, რომელიც საშუალებას გვაძლევს გადავწყვიტოთ კოლიზია კანონიერების მატერიალურ და დროით ასპექტებს შორის.
მოსალოდნელი სიახლე: მოცემული კვლევა მიმართული იქნება არა მხოლოდ პრინციპის განმარტებასა და კონცეფტუალიზაციაზე, არამედ ასევე მისი ფუნქციონალური შესაძლებლობების, მისი ცვლილებების, მისი სარგებლის, მისი ზიანის და მისი მნიშვნელობის შესწავლაზე ძირითადი უფლებების დაცვის თვალსაზრისით.
სავარაუდო გეგმა:
დონორი:
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი: სამართლის დეპარტამენტი,სამართლის სკოლა
დაწყება: 2023-01-01
დასრულება: 2026-01-01
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: მიმდინარე
შედეგი:
პროექტის ღირებულება:
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია: კვლევის შედეგები გამოქვეყნდება სტატიის სახით.

Contact

2 55 22 22
77a, M. Kostava str.