UNIVERSITY
OF GEORGIA

Scientific Research Institute


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: კოვიდ 19-ის გავლენა ბიზნეს და ფინანსურ რისკებზე მცირე და მსხვილ კორპორაციებში
მოკლე აღწერა: კოვიდ 19-ის მიერ გამოწვეულმა პანდემიამ რადიკალურად შეცვალა ბიზნეს გარემო და საზოგადოების ცხოვრების რითმი, რაც ნეგატიურად აისახა ბიზნეს კლიმატზე და საზოგადოების კეთილდღეობაზე. გამოკვლეული იყო გლობალური ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენდნენ გარე რისკებზე და კომპანიის მიერ დასახულ მიზნებსა და ამოცანებზე: (ა) ინფლაცია - მისი მაღალი მაჩვენებელი ,,ჭამს“ მოსახლეობის ფულს; (ბ )ეროვნული ვალუტის დევალვაცია - სავალუტო რისკი მნიშვნელოვან გავლენას ახდენს იმპორტიორ კომპანიებზე; (გ) ფინანსური ფაქტორები - ლიკვიდურობის შემცირება, ვალდებულებების მაღალი მაჩვენებელი და დაფინანსებასთან დაკავშირებული პრობლემები; (დ) ეროვნული ბანკის ქმედებები - მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება იწვევს კრედიტების გაძვირებას; (ე) სებ მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ეროვნული ვალუტის დევალვაციის პროცესზე სავალუტო ინტერვენციის მეშვეობით და ეროვნული ვალუტის ხელოვნური გამყარებით, რაც პოზიტიურად აისახება კომპანიების საქმიანობაზე და საზოგადოების ცხოვრების დონის გაუმჯობესებაზე; (ვ) მაკროეკონომიკური ფაქტორები - გაუარესება იწვევს საზოგადოების კეთილდღეობის და ცხოვრების დონის გაუარესებას; (ზ) პოლიტიკური და საკა ნონმდებლო ფაქტორები, რომელიც უკავშირდება ხელისუფლების შეცვლას, ქვეყანაში საომარი მდგომარეობის შემოღებას და სამოქალაქო არეულობას და (თ) კლიმატური ფაქტორები, რომლებიც ზეგავლენას ახდენენ სოფლის მეურნეობის პროდუქციაზე. მომზადდა სტატია, გაკეთდა მოხსენება აბრეშუმის გზის მე-17 საერთაშორისო კონფერენციაზე, თბილისში, 2022 წლის 21 ოქტომბერს და სტატია გამოქვეყნდა მოხსენებათა კრებულში: (https://silkroad.ibsu.edu.ge/wp-content/uploads/2022/10/SR2022_PROGRAM_BOOK-Last-Version.pdf)
ხელმძღვანელი: ჯღამაძე ნინო
მონაწილეები:
საკითხის აქტუალობა: კოვიდ 19-ის მიერ გამოწვეულმა პანდემიამ რადიკალურად შეცვალა ბიზნეს გარემო და საზოგადოების ცხოვრების რითმი, რაც ნეგატიურად აისახა ბიზნეს კლიმატზე და საზოგადოების კეთილდღეობაზე.
მოსალოდნელი სიახლე: გამოკვლეული იყო გლობალური ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენდნენ გარე რისკებზე და კომპანიის მიერ დასახულ მიზნებსა და ამოცანებზე.
სავარაუდო გეგმა:
დონორი:
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი: ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა
დაწყება: 2022-01-01
დასრულება: 2024-12-31
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: მიმდინარე
შედეგი:
პროექტის ღირებულება:
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია: https://silkroad.ibsu.edu.ge/wp-content/uploads/2022/10/SR2022_PROGRAM_BOOK-Last-Version.pdf

Contact

2 55 22 22
77a, M. Kostava str.