პროექტის დასახელება: |
რეაგირების პროგრამიდან (DR) მიღებული სარგებლის შეფასება საქართველოს სხვადასხვა კლიმატურ ზონებში საცხოვრებელი PV ინსტალაციების მაგალითზე |
მოკლე აღწერა: |
პროექტი წარმოადგენს გამოკვლევების სერიას განახლებადი ენერგიის სისტემების ბაზრის ათვისების ღონისძიებების შესახებ, საქართველოს ელექტროენერგიის ადგილობრივ ბაზარზე ელექტროენერგიის მიწოდებასა და მოთხოვნას შორის ბალანსის მისაღწევად. კვლევის მიზანი იყო შეფასება საქართველოს სხვადასხვა კლიმატურ ზონაში მცხოვრები იმ მომხმარებლების სარგებლისა, რომლებიც ცხოვრობენ მზის სხვადასხვა საშუალო წლიური გამოსხივების პირობებში და სურთ მონაწილეობა მიიღონ მოთხოვნაზე რეაგირების (DR) პროგრამაში ე.წ. net-metering (NEM). აგრეთვე იმის გარკვევა, თუ საქართველოს რომელ კლიმატურ ზონებშია უფრო გონივრული ინვესტიციების განხორციელება მცირე ზომის მზის PV ელექტროსადგურებში. კვლევის მიზნის მისაღწევად შეფასებულია საქართველოს ოთხ განსხვავებულ კლიმატურ ზონაში (თბილისი, ბათუმი, თელავი და მესტია) მცხოვრები და ინვესტიციების განხორციელების მსურველი აბონენტების ჯამური სარგებელი/დანახარჯები მცირე ზომის მზის PV დანადგარების შემთხვევაში, ჭარბი ელექტროენერგიას (სიმძლავრის) ქსელში გაყიდვისას. გარდა ამისა, თბილისის, ბათუმის, თელავისა და მესტიის სიმძლავრის ფაქტორები განისაზღვრა იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ მოქმედებს მდებარეობა მცირე ზომის PV ელექტროსადგურების რეალურ გამომუშავებაზე. კვლევის დროს შემოწმდა შემდეგი კვლევითი ჰიპოთეზა: „ინდივიდუალურ მომხმარებლებს შეუძლიათ სარგებელი მიიღონ საცალო განაკვეთით წმინდა ენერგიის გაზომვით, თუ ისინი აირჩევენ მონაწილეობას ამ პროგრამაში, მაგრამ მათი სარგებელი დიდად არის დამოკიდებული იმ ადგილზე, სადაც PV ინსტალაციები გამოიყენება“. ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზმა აჩვენა, რომ მზის ენერგიის გამოყენება მიზანშეწონილია მზის რადიაციის მაღალი პოტენციალის მქონე გეოგრაფიულად მოშორებულ ადგილებში.
კვლევის შედეგები წარდგენილი იყო IISES ეკონომიკისა და ფინანსების XVII კონფერენციაზე, სტამბულში, 2022 წლის 4 სექტემბერს და გამოქვეყნდა მოხსენებათა კრებულში. |
ხელმძღვანელი: |
მაღლაკელიძე ეკატერინე |
მონაწილეები: |
გეგეშიძე ეკა,ჯღამაძე ნინო |
საკითხის აქტუალობა: |
შეფასება საქართველოს სხვადასხვა კლიმატურ ზონაში მცხოვრები იმ მომხმარებლების სარგებლისა, რომლებიც ცხოვრობენ მზის სხვადასხვა საშუალო წლიური გამოსხივების პირობებში და სურთ მონაწილეობა მიიღონ მოთხოვნაზე რეაგირების (DR) პროგრამაში ე.წ. net-metering (NEM). აგრეთვე იმის გარკვევა, თუ საქართველოს რომელ კლიმატურ ზონებშია უფრო გონივრული ინვესტიციების განხორციელება მცირე ზომის მზის PV ელექტროსადგურებში. |
მოსალოდნელი სიახლე: |
შეფასდება საქართველოს ოთხ განსხვავებულ კლიმატურ ზონაში (თბილისი, ბათუმი, თელავი და მესტია) მცხოვრები და ინვესტიციების განხორციელების მსურველი აბონენტების ჯამური სარგებელი/დანახარჯები მცირე ზომის მზის PV დანადგარების შემთხვევაში, ჭარბი ელექტროენერგიას (სიმძლავრის) ქსელში გაყიდვისას. გარდა ამისა, თბილისის, ბათუმის, თელავისა და მესტიის სიმძლავრის ფაქტორები განისაზღვრება იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორ მოქმედებს მდებარეობა მცირე ზომის PV ელექტროსადგურების რეალურ გამომუშავებაზე. |
სავარაუდო გეგმა: |
|
დონორი: |
|
გრანტი: |
|
სკოლა/დეპარტამენტი: |
ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა |
დაწყება: |
1900-01-01 |
დასრულება: |
1900-01-01 |
მიზნობრიობა: |
სამეცნიერო |
სტატუსი: |
დასრულებული |
შედეგი: |
|
პროექტის ღირებულება: |
|
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა: |
|
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა: |
|
დონორისგან მიღებული თანხა: |
|
თანადამფინანსებელი: |
|
თანამშრომლობა/პარტნიორობა: |
|
პუბლიკაცია: |
https://www.iises.net/past-conferences/economic/17th-economics-finance-conference-istanbul/page-abstract-17th-economics-finance-conference-istanbul?article=assessing-benefits-from-demand-response-dr-program-in-the-different-climatic-zones-of-georgia-on-the-example-of-residential-pv-installations |