UNIVERSITY
OF GEORGIA

Scientific Research Institute


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: ევროპის და ამერიკის ქვეყნების ახალი ისტორია (სახელმძღვანელო)
მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია შეიქმნას ევროპის და ამერიკის ქვეყნების ახალი ისტორიის სახელმძღვანელო, რომელშიც განხილური იქნება ევროპისა და ამერიკის ქვეყნების ისტორია XVI საუკუნიდან 1914 წლამდე პროექტის ამოცანებია: • უახლოეს სამეცნიერო გამოკვლევებზე (ქართულ და უცხოურ ენაზე) დაყრდნობით, შესწავლილ და სახელმძღვანელოში წარმოდგენილ იქნეს ევროპის და ამერიკის ქვეყნების ახალი ისტორიის ძირითადი მახასიათებლები; ამ პერიოდში მიმდინარე ინტეგრაცია-დეზინტეგრაციის პროცესები; პერიოდებისა და იდეოლოგიათა მონაცვლეობა და მათი ზემოქმედება საზოგადოების სამართლებრივ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ ინსტიტუტებზე. • გაანალიზდეს: ევროპისა და ამერიკის ქვეყნების ახალი დროის პოლიტიკურ-ეკონომიკური, სოციალურ-კულტურული ისტორია, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის ძირითადი და გარდამტეხი მომენტები; საერთაშორისო, რეგიონული და ადგილობრივი კონფლიქტების (ინგლისის, საფრანგეთის, ევროპის 1848-49 წლების, ამერიკის რევოლუციები, სამოქალაქო ომი აშშ-ში და ა.შ.) მიზეზები და შედეგები; პოლიტიკური რეჟიმები, ინსტიტუციები, საზოგადოების მსოფლმხედველობა, პოლიტიკური მოწყობა, მისი საერთო მახასიათებლები; ევროპისა და ამერიკის ქვეყნების გეოპოლიტიკური რუკის ცვლილებები ახალ დროში, XVI საუკუნიდან 1914 წლამდე; • შეიქმნას ევროპის და ამერიკის ქვეყნების ახალი ისტორიის ქრესტომათია, რაც გულისხმობს ქართულ ენაზე აქამდე არარსებული პირველადი წყაროების თარგმნას და მათ კომენტირებას. პროექტში აქცენტები დაესმება ევროპის და ამერიკის ქვეყნების და საქართელოს ისტორიის ურთიერთმიმართებას ზემოაღნიშნულ პერიოდში; განხილული იქნება ევროპის და ამერიკის ქვეყნების არა მარტო პოლიტიკური ისტორია, არამედ კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტები (ქალი, განათლება, ყოფითი ისტორია და ა.შ.); სისტემაში იქნება მოყვანილი ქართულ ენაზე არსებული, მოცემული პერიოდის ისტორიული წყაროები; სამეცნიერო ბრუნვაში შემოვა ქართულ ენაზე აქამდე არარსებული სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროები.
ხელმძღვანელი: ფირცხალავა ლალი
მონაწილეები: ჩიკვაიძე ცირა
საკითხის აქტუალობა: საქართველოს უნივერსიტეტისა და სხვადასხვა უნივერიტეტების ისტორიის საბაკალავრო პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი კურსია - ევროპის და ამერიკის ქვეყნების ახალი ისტორია. ზემოაღნიშნულ კურსში არ არსებობს ერთიანი საუნივერისტეტო სახელმძღვანელო, სადაც ერთიან სისტემაში იქნება მოყვანილი და ჩამოყალიბებული იქნება ყველა ის საკითხი, რომლის ცოდნაც მოეთხოვება ბაკალავრიატის სტუდენტს ზემოაღნიშნულ საგანში. არ არსებობს, ასევე, მოცემულ პერიოდში ქართულ ემნაზე ქრესტომათია, რაც უმნიშვნელოვანესია საკითხების ძირეული შესწავლისათვის.
მოსალოდნელი სიახლე: • სახელმძღვანელოში გათვალისწინებული იქნება საკითხებისადმი ახლებური ხედვა, სადაც ასეთი არსებობს, ქართულ და უცხოურ ენებზე არსებული უახლესი სამეცნიერო გამოკვლევბის საფუძველზე. • ევროპის და ამერიკის ქვეყნების და საქართველოს ისტორიის ურთიერთმიმართება ზემოაღნიშნულ პერიოდში; • განხილული იქნება ევროპის და ამერიკის ქვეყნების არა მარტო პოლიტიკური ისტორია, არამედ კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტები (ქალი, განათლება და ა.შ.) • სისტემაში იქნება მოყვანილი ქართულ ენაზე არსებული, შესაბამის პერიოდთან დაკავშირებული ისტორიული წყაროები; • სამეცნიერო ბრუნვაში შემოვა ქართულ ენაზე აქამდე არარსებული, შესაბამისი პერიოდის სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროები.
სავარაუდო გეგმა: 1-ლი წელი - ახალი სამეცნიერო გამოკვლევების გაცნობა, მასალის თარგმნა ქართულ ენაზე და სისტამაში მოყვანა ევროპის და ამერიკის ქვეყნების ახალი ისტორიის პირველ პერიოდზე: XVI საუკუნის დასაწყისიდან - საფრანგეთის რევოლუციამდე; მე- 2 წელი - ახალი სამეცნიერო გამოკვლევების გაცნობა, მასალის თარგმნა ქართულ ენაზე და სისტემაში მოყვანა ევროპის და ამერიკის ქვეყნების უახლესი ისტორიის მეორე პერიოდზე: საფრანგეთის რევოლუციიდან 1870 წლამდე; მე- 3 წელი - ახალი სამეცნიერო გამოკვლევების გაცნობა, მასალის თარგმნა ქართულ ენაზე და სისტემაში მოყვანა ევროპის და ამერიკის ქვეყნების უახლესი ისტორიის მეასამე პერიოდზე: 1870 წლიდან 1914 წლამდე; ყოველწლიურად მოძიებული ახალი სამეცნიერო მასალის წარდგენა ფართო აუდიტორიისათვის (კონფერენციები, სემინარები).
დონორი:
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი: ისტორიის დეპარტამენტი,ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა
დაწყება: 2023-01-01
დასრულება: 2026-09-15
მიზნობრიობა: საგანმანთლებლო
სტატუსი: მიმდინარე
შედეგი: არ წარდგენილა
პროექტის ღირებულება:
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია: პროექტის ბოლოს უნივერსიტეტს მიეწოდება სახელმძღვანელოს სახით დასაბეჭდად.

Contact

2 55 22 22
77a, M. Kostava str.