UNIVERSITY
OF GEORGIA

Scientific Research Institute


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: გიორგი (გოგი) ჩახავას არქიტექტურული მემკვიდრეობა
მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია, გამორჩეული ქართველი არქიტექტორის პირადი არქივის კლასიფიკაცია, დიგიტალიზაცია, დამუშავება, დამატებითი საარქივო მასალების მოძიება, თავმოყრა-კვლევა, მის არქიტექტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული ქართული და უცხოური ლიტერატურის მოძიება-დამუშავება, ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით მისი ქართველი და უცხოელი კოლეგების, მეგობრებისა და ოჯახის წევრების ჩაწერა, ტექსტური მასალისა და სამეცნიერო აპარატის პუბლიკაციისათვის მომზადება, ტექსტური მასალისა და სამეცნიერო აპარატის ინგლისურ ენაზე თარგმნა, ალბომის დრამატურგიული კონცეფციის მომზადება, ვიზუალური მასალების პუბლიკაციისთავის მომზადება, ალბომის დაკაბადონება-დიზაინი და გამოცემა. მისი ნამუშევრების საშუალებით კონცეპტუალური გამოფენის მომზადება და გამოფენის ფარგლებში ალბომის პრეზენტირება. გიორგი ჩახავას არქიტექტურული მემკვიდრეობის სასწავლო საქართველოს უნივერსიტეტის არქიტექტურისა და დიზაინის დეპარტამენტის სასწავლო პროცესში ინტეგრირება; პროექტის მარკეტინგული მენეჯმენტი კომერციალიზაცია
ხელმძღვანელი: კაჭარავა ეკა
მონაწილეები: კაჭარავა ეკა,ლაღიძე ნინო
საკითხის აქტუალობა: საკითხის აქტუალობას განაპირობებს გიორგი ჩახავას არქიტექტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობა როგორც საკუთრივ არქიტექტურის დარგისთვის, ეროვნული არქიტეტურული მეხსიერების შენარჩუნებისათვის, ასევე ზოგადად ქვეყნის არქიტექტურული მემკვიდრეობისა და კულტურისათვის; ასევე, წარმოდგენილი პროექტის მოსამზადებლად მის აქტუალობას განაპირობებს მისი არქივის პროექტის ავტორებისათვის ნდობა-გადმოცემა, რაც დიგიტალიზებული სახით საქართველოს უნივესიტეტის არქივში შეინახება და ამ არქივის მეშვეობით, მომავალ თაობებს მიეცემა შესაძლებლობა მისი პროექტების, როგორც განხორციელებული, ისე განუხორციელებელის საფუძველზე მნიშვნელოვნად გაიღრმავონ ცოდნა-გამოცდილება
მოსალოდნელი სიახლე: მოსალოდნელი სიახლეა გიორგი (გოგი) ჩახავას არქიტეტურული მემკვიდრეობის ტექსტური, ორენოვანი (ქართულ-ინლისური) ალბომის სამეცნიერო აპარატის დართვით გამოცემა. ამ სახის პუბლიკაცია არ არსებობს და მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც უშუალოდ მისი შემოქმედებითი, არქიტეტურული მემკვიდრეობის, ისე ქვეყნის პოპულარიზაციის თვალსაზრისით. აღნიშნული კი ერთიანობაში ასახვას პოვებს საქართველოს უნივერსიტეტის ცნობადობასა და პრესტიჟზე
სავარაუდო გეგმა: - გიორგი (გოგი) ჩახავას საარქივო მასალების თავმოყრა-კვლევა; - არქივის დიგიტალიზაცია; - პერიოდიკისა და სხვა სახის ლიტერატურის მოძიება-კვლევა-დამუშავება; - ინტერვიუს მეთოდის გამოყენება; - ინტერვიუერების ფოტოფიქსაცია; (აუდიო-ვიდეოც შესაძლებელია). - სამეცნიერო აპარატის (ბიბლიოგრაფია, ანოტაცია, საძიებელი და სხვ.) მომზადება; - ალბომის საბოლოო დრამატურგიული კონცეფციის შემუშავება-მომზადება - ტექსტური ნაწილის მომზადება - ტექსტური ნაწილისა და სამეცნიერო აპარატის ინგლისურად თარგმნა - ალბომის დაკაბადონება-დიზაინი გიორგი ჩახავას არქიტექტურული მემკვიდრეობის სასწავლო პროცესში ინტეგრირება; პროექტის მარკეტინგული მენეჯმენტი კომერციალიზაცია გიორგი ჩახავას ნამუშევრების გამოფენა - გამოფენის ფარგლებში ალბომის პრეზენტაცია
დონორი:
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი: არქიტექტურისა და დიზაინის დეპარტამენტი,თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ქართული კულტურის კვლევის დეპარტამენტი
დაწყება: 1900-01-01
დასრულება: 1900-01-01
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: წარდგენილი
შედეგი:
პროექტის ღირებულება:
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია:

Contact

2 55 22 22
77a, M. Kostava str.