UNIVERSITY
OF GEORGIA

Scientific Research Institute


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: ქართული ეკლესიის ისტორია (სახელმძღვანელო)
მოკლე აღწერა: აღწერა: პროექტის მიზანია შეიქმნას ქართული მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ისტორიის სახელმძღვანელო, რომელშიც განხილული იქნება ქართული ეკლესიის ისტორია მოციქულთა მოღვაწეობის დროიდან ავტოკეფალიის გაუქმებამდე (1811; 1814). პროექტის ამოცანებია: ქართულ და უცხოენოვან საისტორიო წყაროებსა და სამეცნიერო , მათ შორის უახლეს, ლიტერატურაზე დაყრდნობით შესწავლილ და სახელმძღვანელოში წარმოდგენილ იქნეს - ქრისტიანობის წარმოშობა, მოციქულთა მიმოსლვა საქართველოში და პირველი ქრისტიანული თემები, ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადება საქართველოში, ქართული ეკლესიის ფორმირება, ორგანიზაცია, სტრუქტურა და უფლებრივი მდგომარეობა სხვადასხვა ისტორიულ ეპოქაში;სამონასტრო ცხოვრება და საეკლესიო-სამონასტრო მშენებლობა საქართველოში, საზღვარგარეთ არსებული ქართული ეკლესია-მონასტრები, მსოფლიო და ადგილობრივი საეკლესიო კრებები, ქართული ეკლესიის განსაკუთრებულად ღვაწლმოსილი წმინდანები, კათოლიკოს-პატრიარქები და ისტორიული პირები, ურთიერთობა სხვადასხვა კონფესიებთან და გარე სამყაროსთან, მისი ურთიერთობა სახელმწიფოს, გარე სამყაროსა და სხვადასხვა კონფესიებთან. ქართული ეკლესიის როლი ქვეყნის პოლიტიკურ და კულტურულ განვითარებაში. გაანალიზდეს: ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა სხვადასხვა ეპოქაში; ეკლესიის, როგორც იდეოლოგიური ინსტიტუტის გავლენა, საზოგადოებაზე; შუა საუკუნეებში ეკლესიის გაერთიანებისა და დაშლის მიზეზები და შედეგები, მისი როლი ქვეყნის პოლიტიკურ, ეკონომიკურ და კულტურულ განვითარებაში, ქრისტიანული ცივილიზაციის ისტორიაში.
ხელმძღვანელი: ქორიძე თამარ
მონაწილეები:
საკითხის აქტუალობა: აღნიშნულ საუნივერსიტეტო კურსში არ არსებობს სახელმძღვანელო, სადაც თავმოყრილი და გაანალიზებული იქნება ის საკითხები, რომლის ცოდნაც სტუდენტს მოეთხოვება ამ კონკრეტულ საგანში.
მოსალოდნელი სიახლე: სახელმძღვანელოში გამოყენებული იქნება ქართული ეკლესიის ისტორიის შესახებ გამოცემული უახლესილი სამეცნიერო ლიტერატურა და ახლადგამოვლენილი საისტორიო წყაროები. • სახელმძღვანელოში გათვალისწინებული იქნება საკითხებისადმი ახლებური ხედვა.
სავარაუდო გეგმა: პირველი წელი - საისტორიო წყაროებისა და სამეცნიერო ლიტერატურის გაცნობა I-X სს-ის ქართული ეკლესიის ისტორიის შესახებ. ქართული ეკლესიის ისტორია I-X სს-ში; მეორე წელი -საისტორიო წყაროებისა და სამეცნიერო ლიტერატურის გაცნობა XI-XV სს-ის ქართული ეკლესიის ისტორიის შესახებ. ქართული ეკლესიის ისტორია XI-XV სს-ში; მესამე წელი - - XVI საუკუნიდან ავტოკეფალიის გაუქმებამდე პერიოდის საისტორიო წყაროებისა და სამეცნიერო ლიტერატურის გაცნობა ქართული ეკლესიის ისტორიის შესახებ. ქართული ეკლესიის ისტორია XVI საუკუნიდან 1811/1814 წლამდე.
დონორი:
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი: ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა
დაწყება: 2023-01-01
დასრულება: 2026-01-01
მიზნობრიობა: საგანმანთლებლო
სტატუსი: მიმდინარე
შედეგი:
პროექტის ღირებულება:
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია: სახელმძღვანელო

Contact

2 55 22 22
77a, M. Kostava str.