პროექტის დასახელება: |
კონსტიტუციური შეთანხმება |
მოკლე აღწერა: |
კვლევის მიზანია სრულყოფილად იქნას შესწავლილი კონსტიტუცური შეთანხმება საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის. ამ სამართლებრივი აქტის ირგვლივ დღემდე რჩება მნიშვნელოვანი კითხვები, მათ შორის, მისი იერარქიული ადგილი საქართველოს ნორმატიული აქტების სისტემაში. კერძოდ, საკმარისად ცხადი არ არის თუ რატომ უნდა შეესაბამებოდეს ზოგადი ეროვნული კანონმდებლობა ერთ რელიგიურ გაერთიანებასთან გაფორმებულ ორმხრივ ხელშეკრულებას. გარდა ამისა, კონსტიტუციური შეთანხმების ინიციატივისა და პროექტების განხილვის მომენტიდან დღემდე კამათის საგანს წარმოადგენს შეთანხმების „კონსტიტუციური“ სტატუსი, რაც მრავალ საკითხთან ერთად, საკუთრივ ეკლესიის სტატუსის „კონსტიტუციურობის“ დაუშვებელ გაგებასაც ამკვიდრებს. ასევე, პრობლემურად შეიძლება იქნას მიჩნეული კონსტიტუციური შეთანხმების „ექსკლუზიურობა“, რაც გულისხმობს, რომ ამ ტიპის სამართლებრივი აქტი შეიძლება გაფორმდეს, მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან. ეს პოზიცია, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებებით ჩამოყალიბდა, საეჭვოს ხდის კონსტიტუციური შეთანხმების წმინდად სამართლებრივ ხასიათს და მისი გაფორმების პოლიტიკურ საფუძვლებს არაბუნებრივ და ჭარბ მნიშვნელობას ანიჭებს. |
ხელმძღვანელი: |
მეტრეველი არჩილ |
მონაწილეები: |
|
საკითხის აქტუალობა: |
ცალკეული კვლევების მიუხედავად, კონსტიტუციური შეთანხმება დღემდე რჩება არასაკმარისად შესწავლილ სამართლებრივ ინსტიტუტად. შესაბამისად, არასაკმარისად არის შესწავლილი სახელმწიფო-ეკლესიის ურთიერთობის უმნიშვნელოვანესი სოციალური, სამართლებრივი და პოლიტიკური ასპექტები. ამასთან, კონსტიტუციური შეთანხმების დადებიდან გასული ორი ათწლეულის განმავლობაში საგულისხმო ფაქტორები გამოიქვეთა / შეიცვალა სახელმწიფოს და ეკლესიის ურთიერთობაში, შეიცვალა რელიგიის თავისუფლების სფეროში მოქმედი კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ნორმები, განვითარდა საკონსტიტუციო და საერთო სასამართლოების პრაქტიკა. შესაბამისად, აუცილებელია ვრცელი კვლევის ფარგლებში შესწავლილი იქნას კონსტიტუციური შეთანხმების იდეის წარმოშობის, მისი ტექსტის შემუშავების, დადების და მოქმედების მთელი პროცესი, ყოველივე ზემოთ აღნიშნულის ფონზე. |
მოსალოდნელი სიახლე: |
სრულფასოვანი კვლევის შედეგად მომზადდება ვრცელი მონოგრაფია და მასალების კრებული რომელიც გამოქვეყნდება ქართულ ენაზე და ინტეგრირდება სამართლის სასწავლო პროგრამაში. |
სავარაუდო გეგმა: |
კვლევა დასრულდება 2024 წლის 31 დეკემბრამდე. მონოგრაფია გამოქვეყნდება 2025 წლის მეორე კვარტალში. მასალების კრებული გამოქვეყნდება 2026 წლის 1 იანვრამდე. |
დონორი: |
|
გრანტი: |
|
სკოლა/დეპარტამენტი: |
რელიგიის თავისუფლების ინსტიტუტი |
დაწყება: |
2023-01-01 |
დასრულება: |
2026-01-01 |
მიზნობრიობა: |
სამეცნიერო |
სტატუსი: |
მიმდინარე |
შედეგი: |
|
პროექტის ღირებულება: |
|
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა: |
|
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა: |
|
დონორისგან მიღებული თანხა: |
|
თანადამფინანსებელი: |
|
თანამშრომლობა/პარტნიორობა: |
|
პუბლიკაცია: |
1. მონოგრაფია; 2. მასალების კრებული. |