UNIVERSITY
OF GEORGIA

Scientific Research Institute


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: ქიმიოთერაპიის თანმხლები პირის ღრუსმხრივი გართულებების რისკ-ფაქტორების შეფასება მწვავე ლეიკემიით დაავადებულ 7 წლამდე ასაკის ბავშვებში
მოკლე აღწერა: პროსპექტულ-კოჰორტული, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმება 3 საკვლევი კოჰორტული ჯგუფის პაციენტების შერჩევა. შერჩევის კრიტერიუმად განისაზღვრება დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ვადა. საკონტროლო ჯგუფის პაციენტთა შერჩევა (საკონტროლო ჯგუფი A - კონტიგენტი დიაგნოზით ანემია, საკონტროლო ჯგუფი B - პრაქტიკულად ჯანმრთელი კონტიგენტი). პირის ღრუსმხრივი გართულებების სიხშირე და გამომწვევი რისკ-ფაქტორები შესწავლილი უნდა იქნას ასაკთან, სქესსთან, ეთნიკურ კუთვნილებასთან (საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის) მიმართებით. ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს ძირითადი (ლეიკემია) ან საკონტროლო დიაგნოზი (ანემია) ანდა დიაგნოზის არ არსებობა - პრაქტიკულად ჯანმრთელი ბავშვები.
ხელმძღვანელი: ნანობაშვილი ქეთევან
მონაწილეები: გიგინეიშვილი ელენე
საკითხის აქტუალობა: პირის ღრუსმხრივი პრობლემები პირდაპირ კავშირშია კვების პროცესის დარღვევასთან, რომელიც განიხილება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტთა მკურნალობის შემდგომი გართულებების და რეაბილიტაციის პერიოდის გახანგრძლივების ერთ-ერთ ფაქტორად. საერთაშორისო მონაცემებით ასეთი პაციენტების რაოდენობა მერყეობს 44-68% ფარგლებში.
მოსალოდნელი სიახლე: შესწავლილი იქნება ისეთი ცვლადების ასოციაცია, როგორიცაა ლეიკემიის დიაგნოზით დაავადებულ სარძევე თანკბილვის მქონე ჩატარებული ქიმიოთერაპული მედიკამენტების ზემოქმედები გავლენა ყბა-კბილთა სისტემის განვითარებაზე.
სავარაუდო გეგმა: I. კონტრაქტის გაფორმება მ.იაშვილის სახ. ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს, საქართველოს უნივერისტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლასა და შპს სტომატოლოგიური კლინიკა UG Reavita dent-ს შორის, რათა შესაძლებელი გახდეს კვლევის სამიზნე კონტიგენტისა და საკონტროლო ჯგუფის პაციენტების შერჩევა. II. საკვლევი და საკონტროლო ჯგუფის პაციენტების შერჩევა; III. კვლევის ჩატარება. IV. კვლევის შედეგების დამუშავება. V. მიღებული შედეგების გაანალიზება, სამომავლო მოქმედების გეგმის და რეკომენდაციების შემუშავება. VI. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტების დამატებით მიღება სტომატოლოგიურ კლინიკაში, სადაც მოხდება მათთვის სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონიძიებების ჩატარება. VII. კვლევის შედეგებისა და პაციენტების მკურნალობის შემდეგ მიღებული შედეგების საფუძველზე პუბლიკაციის საერთაშორისო აღიარების ჟურნალის გამოსაქვეყნებლად მომზადება და გამოქვეყნება.
დონორი: საქართველოს უნივერსიტეტი
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი: სტომატოლოგიის დეპარტამენტი,ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლა
დაწყება: 2023-01-02
დასრულება: 2026-01-01
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: მიმდინარე
შედეგი:
პროექტის ღირებულება:
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა: მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური განყოფილება
პუბლიკაცია: იგეგმება პუბლიკაცია

Contact

2 55 22 22
77a, M. Kostava str.