UNIVERSITY
OF GEORGIA

Scientific Research Institute


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: აკუსტიკური ტალგის გავრცელების პროცესის შესწავლა არაერთგვაროვან გარემოში.
მოკლე აღწერა: ხმის სიჩქარე არის ერთ-ერთი გარემოს პარამეტრი და მნიშვნელოვან როლს ასრულებს მასში ტალღური პროცესების შესწავლაში. ატმოსფეროში ბგერის სიჩქარის განსაზღვრის პირველი ექსპერიმენტული შედეგები ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში მიიღო ი.ნიუტონმა ეს საკითხი მან თეორიულად განიხილა და ჩათვალა, რომ ბგერის გავრცელება იზოთერმულია, ამიტომ მნიშვნელობა ექსპერიმენტულად მიღებულზე ნაკლები აღმოჩნდა. ლაპლასის მიერ მიღებული ხმის სიჩქარის თეორიული მნიშვნელობა ექსპერიმენტის შესაბამისი აღმოჩნდა. ხმის სიჩქარე ამჟამად განიხილება, როგორც სიმკვრივის ადიაბატური შეშფოთების გავრცელების სიჩქარე გარემოში, წნევის შეშფოთების დროს, და განისაზღვრება გამოსახულებით Vs=√(dp/dρ), სადაც ინდექსი s ნიშნავს, რომ წარმოებული აღებულია მუდმივ ენტროპიის პირობებში, ანუ ბგერა ითვლება ადიაბატურად. ასევე ითვლება, რომ სიმკვრივისა და წნევის გავლენა ხმის სიჩქარეზე უმნიშვნელოა და ძირითადად დამოკიდებულია ტემპერატურაზე. ამ ექსპერიმენტულ კვლევაში შეისწავლება გარემოს სიმკვრივისა და წნევის გავლენა ატმოსფეროში ხმის სიჩქარეზე და ამ გავლენის შედარებას ტემპერატურასთან მიმართებაში.
ხელმძღვანელი: ადამია ზურაბ
მონაწილეები:
საკითხის აქტუალობა: ამჟამად ინტენსიურად მიმდინარეობს ატმოსფეროს მრავალფეროვანი შემადგენლობის მქონე კოსმოსური ობიექტების (პლანეტების) კვლევები სხვადასხვა პარამეტრით. ამიტომ, ატმოსფეროში აკუსტიკური ტალღების გავრცელების შესწავლის შედეგებს, მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოყენება ექნება კოსმოსის კვლევაში.
მოსალოდნელი სიახლე: ცნობილია რომ, აკუსტიკური ტალღის სიჩქარე მიწის ათმოსფეროში რთულად დამოკიდებულია სიმაღლეზე და ძირითადად დამოკიდებულია ტემპერატურაზე. ატმოსფეროში აკუსტიკური ტალღების გავრცელების ექსპერიმენტული კვლევები შესაძლებელს გახდის იმის დადგენას, თუ რამდენად მოქმედებს სიმკვრივე და წნევა ტალღის გავრცელების სიჩქარეზე. მიღებული შედეგები შესაძლებელს გახდის შესაბამისი კორექტივების შეტანას არსებულ თეორიაში, რომელიც აღწერს აკუსტიკური ტალღების ქცევას კონკრეტულ გარემოში.
სავარაუდო გეგმა: არაერთგვაროვან გარემოში აკუსტიკური ტალღების გავრცელების პროცესის შესასწავლად შეიქმნება დანადგარი (წნევის კამერა), რომელშიც შესაძლებელი იქნება შესაბამისი პირობების შექმნა (წნევა, ტემპერატურა, გარემოს მოლეკულური შემადგენლობა). ტალღის სიჩქარის დასადგენად უნდა გამოვიყენოთ რეზონანსული მეთოდი, ფაზის მეთოდი და ა.შ. სენსორები, რომლებიც ჩაწერენ ექსპერიმენტულ მონაცემებს, ინტერფეისის საშუალებით დაუკავშირდებიან კომპიუტერს, რაც ავტომატიზირებს გაზომვის პროცესს. სამუშაოზე გამოყენებული იქნება National Instruments ტექნოლოგია. ვირტუალური ინსტრუმენტები და პროგრამები დაიწერება LabView გარემოში.
დონორი:
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი: ინჟინერიის დეპარტამენტი
დაწყება: 2023-01-01
დასრულება: 2026-01-01
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: მიმდინარე
შედეგი:
პროექტის ღირებულება:
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია:

Contact

2 55 22 22
77a, M. Kostava str.