პროექტის დასახელება: |
პროპაგანდისტული საკომუნიკაციო აქტივობები და მათი გავლენა (ნეგატიური/პოზიტიური) აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებს შორის ურთიერთობების ჩამოყალიბების პროცესზე, საზოგადოებრივი აზრის - საზოგადოების განწყობის ფორმირების კუთხით |
მოკლე აღწერა: |
კვლევის მიზანია დავადგინოთ საზოგადოების ფართო მასების განწყობები ამა თუ იმ ქვეყნის/ქვეყნების მიმართ. რამდენად ახდენს გავლენას პროპაგანდისტული საკომუნიკაციო აქტივობები და რა კონკრეტულ გამოვლინებებში ჰპოვებს ასახვას აღნიშნული გავლენა/გავლენები;
კვლევის ამოცანები:
• შერჩეული ქვეყნის/ქვეყნების მიმართ საზოგადოების განწყობების იდენტიფიცირება;
• ამ განწყობების კონკრეტული მიზეზების იდენტიფიცირება;
• შერჩეული ქვეყნის/ქვეყნების მიმართ საკომუნიკაციო საშუალებებში გაჟღერებული ინფორმაციების ცნობადობა;
• საკომუნიკაციო საშუალებებში გაჟღერებული ინფრმაციებისადმი საზოგადოების ნდობის განსაზღვრა და მისი მიზეზები;
• შერჩეული ქვეყნის/ქვეყნების მიმართ გაჟღერებული ინფორმაციების ყველაზე აქტიური კომუნიკატორი არხების იდენრიფიცირება;
• საინფორმაციო გავლენების კონკრეტული შედეგები იდენტიფიცირება შერჩეულ ქვეყანასთან/ქვეყნებთან მიმართებით; |
ხელმძღვანელი: |
ბიბილაშვილი ლელი |
მონაწილეები: |
ბანძელაძე მარი,დგვეფაძე ნინო,ვაშაკიძე რუსუდან,თარგამაძე გიორგი,კალაძე ნათია,პირმისაშვილი ელდარ |
საკითხის აქტუალობა: |
კვლევის აქტუალურობა უკავშირდება ქვეყანათა შორის ურთიერთობებს, საზოგადოების განწყობების ფორმირების პროცესში; პროპაგანდისტული საშუალებების პირდაპირი თუ ირიბი ზემოქმედების ფაქტორების სწორ იდენტიფიცირებას; პროპაგანდისტული საშუალებების გავლენების ხარისხის გაზომვის აუცილებლობას საზოგადოების სხვადასხვა ფენას შორის; პროპანგანდისტული მექანიზმებისადმი მეტად მოწყვლადი სეგმენტების იდენტიფიცირების აუცილებლობას და საჭიროების შემთხვევაში, პროპაგანდისტული საშუალებებისაგან თავდაცვითი, პრევენციული ზომების მიღების აუცილებლობას. |
მოსალოდნელი სიახლე: |
კვლევა თეორიული ხასიათისაა. კვლევის მოსალოდნელი შედეგები უკავშირდება ინდიკატორების გაზომვის სიზუსტეს.
კვლევის ამოცანებში გაწერილ საკვლევ შეკითხვებზე პასუხების მიღებით და შესაბამისად, კვლევის დიზაინის შემუშვებისას, ფორმულირებული ჰიპოთეზის შემოწმებით. კვლევის შედეგი იქნება კვლვის მიზნის მიღწევა და იმის დადგენა, თუ რა გავლენას ახდენს საზოგადოების ფართო მასების განწყობებზე ამა თუ იმ ქვეყნის/ქვეყნების მიმართ, პროპაგანდისტული საკომუნიკაციო აქტივობები. როგორია ამ გავლენის ხარისხი და რა კონკრეტულ გამოვლინებებში ჰპოვებს ასახვას აღნიშნული გავლენა/გავლენები;
მოცემული მიზნის მიღწევა საშუალებს მოგვცემს, კვლევის შედეგებდან გამომდინარე, შევიმუშაოთ საჭირო რეკომენდაციები სესაბამის სტრუქტურებთან თუ საზოგადოების სხვადასხვა სეგმენტთან მიმართებით. |
სავარაუდო გეგმა: |
კვლევის დიზაინის შემუშვება:
კვლევის ინსტრუმენტების შემუშავება:
კონტენტ-ანალიზი:
ინტერვიუერების შერჩევა/ტრენინგი:
პილოტური კვლევა:
შერჩევის მოდელის აგება:
თვისებრივი კვლევის საველე სამუშაოები:
რაოდენობრივი კვლევის საველე სამუშაოები:
თვისებრივი კვლევის მონაცემთა დამუშავება:
რაოდენობრივი კვლევის მონაცემთა დამუშვება:
კონტენტ-ანალიზის ანგარიში:
თვისებრივი კვლევის ანგარიში:
რაოდენობრივი კვლევის ანგარიში:
საბოლოო ანგარიში და კვლევის პრეზენტაცია;
სამეცნიერო სტატიის მომზადება. |
დონორი: |
საქართველოს უნივერსიტეტი |
გრანტი: |
|
სკოლა/დეპარტამენტი: |
ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციების დეპარტამენტი,სოციალურ მეცნიერებათა სკოლა |
დაწყება: |
2023-01-01 |
დასრულება: |
2025-01-01 |
მიზნობრიობა: |
სამეცნიერო |
სტატუსი: |
მიმდინარე |
შედეგი: |
|
პროექტის ღირებულება: |
30000 |
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა: |
|
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა: |
|
დონორისგან მიღებული თანხა: |
|
თანადამფინანსებელი: |
|
თანამშრომლობა/პარტნიორობა: |
|
პუბლიკაცია: |
|