UNIVERSITY
OF GEORGIA

Scientific Research Institute


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: თანამედროვე მაკროეკონომიკა
მოკლე აღწერა: თანამედროვე მაკროეკონომიკის სახელმძღვანელო განკუთვნილია სოციალური მეცნიერებების სტუდენტებისათვის როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო სწავლების დონეზე, რომელთაც შესწავლილი აქვთ როგორც მაკროეკონომიკის, ისე მიკროეკონომიკის ძირითადი პრინციპები და სურთ ცოდნის გაღრმავება ეკონომიკის მიმართულებით. სახელმძღვანელო მოიცავს ეკონომიკურ თეორიებს, მოდელებს, საქართველოს ეკონომიკასა და განვითარებად ქვეყნებზე მორგებულ ქეისებს, მონაცემებსა და სტატისტიკურ ანალიზს. იგი გაჯერებულია პრაქტიკული სავარჯიშოებით, პრობლემებითა და ამოცანებით, რომელიც თან სდევს ყოველ თემას და ეხმარება მკითხველს თემის გააზრებაში. თემის გაანალიზება ხდება სამი მეთოდით: ლოგიკური მსჯელობა, ალგებრა და გეომეტრია. ეკონომიკურ ცვლადებს შორის კავშირის წარმოსაჩენად გამოყენებულია ზოგადი და ნაწილობრივი წონასწორობის როგორც სტატიკური და დეტერმინისტული, ისე დინამიკური და სტოქასტიკური მოდელები. მაკრო-მოდელების უმეტესობა ეყრდნობა მიკროეკონომის ფუნდამენტურ პრინციპებს.
ხელმძღვანელი: ცომაია აკაკი
მონაწილეები: ანდღულაძე ჯულიეტა
საკითხის აქტუალობა: ეკონომიკის სწავლების მრავალწლიანი დაკვირვებების შედეგად ნათელია რომ სტუდენტების დიდი უმრავლესობა ვერ ახერხებს სწორი შინაარსის გამოტანას უცხოენოვანი სახელმძღვანეოებიდან ეკონომიკის მიმართულებით. გარდა ამისა, ეკონომიკური თეორია, რომელიც მოერგება საქართველოს ეკონომიკის თავისებურებებს, სტატისტიკურ მონაცემებსა და ეკონომიკის დინამიკას, პრაქტიკულად არ გვხვდება უცხოენოვან სახელმძღვანელოებში. ცნობილია რამოდენიმე სახელმძღვანელოს თარგმანი ქართულ ენაზე მაკროეკონომიკაში, რომელთა შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს 2 სახემძღვანელო. ესენია: გ. მენკიუ „ეკონომიკის პრინციპები“ და ო. ბლანშარი, „მაკროეკონომიკა“. პირველი სახელმძღვანელო შესავალი კურსია ეკონომიკაში, რომელიც ქმნის ნიადაგს იმისთვის, რომ სტუდენტებმა და სხვა დაინტერესებულმა პირებმა შეძლონ იმის გაზრება, თუ როგორ ფუნქციონირებს ეკონომიკა მთლიანობაში. მეორე სახელმძღვანელო წარმოადგენს იმის ალტერნატივას, რის შემუშავებასაც ვაპირებთ. დღევანდელ დღეს, ბლანშარის სახელლმძღვანელოს ქართულენოვანი ვერსია ნაკლებპროდუქტიულია და ვეღარ უზრუნველყოფს დაინტერესებული პირებისთვის სრულფასოვანი ცოდნის მიწოდებას შემდეგი მიზეზების გამო: • თარგმანი 2010 წელსაა შესრულებული და მოძველებულია. მასში არაა ასახული ახალი ტენდენციები და მიგნებები (მაგალითად, ფინანსური ციკლები და კრიზისები, მაკროპუდენტული რეგულირების მექანიზმი, სპროცენტო განაკვეთის თარგეთირება და მონეტარული პოლიტიკის წესი, ასიმეტრიული ინფორმაციის როლი საფინანსო სისტემაში, ჩრდილოვანი ბანკები, ფინანსური შუამავლების ინტეგრირება მაკრო-მოდელებში და სხვ.). • სტატისტიკური მონაცემები ძირითადად აშშ-ს ეკონომიკაზეა და ვერ ხერხდება ეკონომიკური თეორიის მისადაგება საქართველოს ეკონომიკის დინამიკასთან • მაკრო მოდელებში არაა ინტეგრირებული მიკროეკონომიკის ძირითადი პრინციპები, რის გარეშეც თანამედროვე მაკროეკონომიკა მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტები აღარ ისწავლება • ძირითადად, ეკონომიკური მოდელები სტატიკურია და დეტერმინისტული, რაც არ იძლევა იმის გაანალიზების შესაძლებლობას, თუ როგორ რეაგირებენ ენდოგენური ცვლადები სხვადახვა ეგზოგენურ შოკზე დინამიკაში. თანამედროვე მაკროეკონომიკის სახელმძღვანელოში ინტეგრირებულია ეკონომიკის უახლესი ცოდნა. თეორიულ ეკონომიკურ მოდელებთან ერთად გაანალიზებულია ემპირიული კვლევის შედეგები. ეკონომიკური მოდელები აგებულია მიკროეკონომიკის ფუნდამენტური პრინციპების გამოყენებით, ეკონომიკური მოდელები ითვალისწინებს განვითარებადი ქვეყნების სპეციფიკას, ხოლო ეკონომიკური თეორიები და მოდელები მისადაგებულია საქართველოს ეკონომიკის დინამიკასთან. მიგვაჩნია, რომ სახელმძღვანელო მნიშვნელოვნად გაამდიდრებს სასწავლო კურსის შინაარსს და უკეთესად მიესადაგება ამ კურსით განსაზღვრულ სასწავლო კურსის შედეგებსა და მისაღწევ კომპეენციებს საქართველოს ყველა იმ უმაღლეს სასწავლებელში, რომელთა სასწავლო პროგრამებითაც განსაზღვრულია მაკროეკონომიკის ექსპერტულ დონეზე სწავლება. სწორედ აღნიშნული გარემოებები სძენს სამეცნიერო ნშრომს მნიშვნელობასა და პრაქტიკულ ღირებულებას.
მოსალოდნელი სიახლე: მიზანი: - პროექტის მიზანია თანამედროვე სრულფასოვანი ქართულენოვანი მაკროეკონომიკის სახელმძღვანელოს შეთავაზება ეკონომიკის საკითხებითა თუ კვლევებით დაინტერესებული პირებისთვის ეკონომიკის სწავლების, როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო დონეზე, რამაც მნიშვნელოვნად უნდა შეუწყოს ხელი ეკონომიკის ცოდნის ამაღლებას საქართველოში სახელმძღვანელოს სამიზნე აუდიტორიას ქმნიან საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების სტუდენტები როგორც საბაკალვრო, ისე სამაგისტრო და სადოქტორო სწავლების საფეხურზე, ეკონომიკური პროფილის პროფესორ-მასწავლებლები, მკვლევარები, ბიზნესის წარმომადგენლები, ეკონომიკის ექსპერტები, სახელმწიფო მოხელეები და სხვ. სახელმძღვანელოს გავრცელებას უზრუნველყოფს საქართველოს უნივერსიტეტი საკუთარი მაღაზიისა და საგამომცემლო პროდუქტის გამავრცელებელი პარტნიორი ორგანიზაციების მეშვეობით, რომელთა შორისაა ბიბლუსი, ლიტერატურული კაფე და სხვ. სახელმძღვანელო ხელმისაწვდომი იქნება ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიბლიოთეკისთვის. გაიმართება სახელმძღვანელოს პრეზენტაცია ყველა იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც ისწავლება ეკონომიკა საგანმათლებლო საფეხურის საბაკალავრო ან/და სამაგისტრო დონეზე.
სავარაუდო გეგმა: - სახელმძღვანელოს რეცენზირება - რედაქტირება/დიზაინი/დაკაბადონება - DOI, ISSN, ISBN-ის მიღება - სახელმძღვანელოს გამოცემა და გავრცელება
დონორი: რუსთაველის ფონდი
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი:
დაწყება: 1900-01-01
დასრულება: 1900-01-01
მიზნობრიობა: საგანმანთლებლო
სტატუსი: დასრულებული
შედეგი: დაფინანსდა
პროექტის ღირებულება: 6000
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა: 6000
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა: 6000
დონორისგან მიღებული თანხა: 6000
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია: სახელმძღვანელო თანამედროვე მაკროეკონომიკა

Contact

2 55 22 22
77a, M. Kostava str.