პროექტის დასახელება: |
ეროვნული მდგრადობის კონცეფციის კონცეპტუალიზაცია და ინსტრუმენტალიზაცია |
მოკლე აღწერა: |
პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს პოლიტიკის მეცნიერების და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროს სპეციალისტების კვლევით საქმიანობას ეროვნული (სახელმწიფო და სოციალური) მდგრადობის კონცეფციის შესწავლის პროცესში. პროექტი მიზნად ისახავს მკვლევარების უნარების და შესაძლებლობების გაუმჯობესებას მდგრადობის კონცეფციის შესწავლის, შემდგომი ინსტრუმენტალიზაციის და რეალურ პოლიტიკაში ფორმირების კუთხით. სამწლიანი პროექტი დაიყოფა რამდენიმე ძირითად ფასად, რათა უზრუნველყოს აკადემიური თანამშრომლობა. მკვლევარებს და შერჩეულ სამაგისტრო და სადოქტორო სტუდენტებს შორის ცოდნის და გამოცდილების გაზიარება. |
ხელმძღვანელი: |
ძებისაშვილი შალვა |
მონაწილეები: |
გვენეტაძე ნათელა,იოსელიანი კონსტანტინე,სოფრომაძე ვაჟა,ჩეჩელაშვილი ვალერი |
საკითხის აქტუალობა: |
თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში არსებული საფრთხეები, ძირითად სახელმწიფო აქტორებს შორის გაძლიერებული გეოპოლიტიკური დაპირისპირება, სადაც სამხედრო ინსტრუმენტებთან ერთად მნიშვნელოვან როლს თამაშობს საინფორმაციო და ფსიქოლოგიური განზომილება, ნატოს წევრი და პარტნიორი სახელმწიფოების მიერ შეფასებული როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა. ეროვნული მდგრადობა – ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა, რათა თანამედროვე სახელმწიფომ შეძლოს ეფექტიანად უპასუხოს მის წინაშე არსებულ გამოწვევებს. კონკრეტული პოლიტიკების და გადაწყვეტილების მიმღებების დონზე, მათ შორის საქართველოშიც, ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის პირობებში სახელმწიფო და საზოგადოებრივ მდგრადობის გაძლიერებას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. დღევანდელი ქართული სამეცნიერო საზოგადოება ნაკლებად იკვლევს მდგრადობის კონცეფციასთან დაკავშირებულ საკითხებს, მათ შორის ინსტიტუციურ და საზოგადოებრივ კონტექსტში. ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს მდგრადობის კონცეფციით დაინტერესებული მკვლევარების საქმიანობას და გააუმჯობესოს მათი კვლევითი შესაძლებლობები. |
მოსალოდნელი სიახლე: |
პროექტის ფარგლებში გაიმართება თემატური workshop-ები და სემინარები, მომზადდება პუბლიკაციები და კვლევის საბოლოო მიგნებების პრეზენტაცია მოხდება საუნივერსიტეტო კონფერენციის ფარგლებში. აგრეთვე, შემუშავდება მდგრადობის ინდექსის შესაბამისის მეთოდოლოგიური ჩარჩო. |
სავარაუდო გეგმა: |
1 წელი – ეროვნული მდგრადობის შემადგენელი კომპონენტების შესწავლა და ანალიზი (წლის შემაჯამებელი work-shop-ის ჩატარება)
2 წელი – ეროვნული მდგრადობის წარმატებული შემთხვევების (case-study) შესწავლა (წლის შემაჯამებელი work-shop-ის ჩატარება)
3 წელი – ეროვნული მდგრადობის ინდექსის შემუშავება კვლევის ფარგლებში მიღებული მიგნებების წარდგენა საუნივერსიტეტო კონფერენციაზე. |
დონორი: |
|
გრანტი: |
|
სკოლა/დეპარტამენტი: |
სოციალურ მეცნიერებათა სკოლა |
დაწყება: |
|
დასრულება: |
|
მიზნობრიობა: |
|
სტატუსი: |
|
შედეგი: |
|
პროექტის ღირებულება: |
15,000 ლარი |
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა: |
|
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა: |
|
დონორისგან მიღებული თანხა: |
|
თანადამფინანსებელი: |
|
თანამშრომლობა/პარტნიორობა: |
|
პუბლიკაცია: |
|