UNIVERSITY
OF GEORGIA

Scientific Research Institute


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის (საოკუპაციო ხაზის) დაუცველობის შემცირება – საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარების შესწავლა და ადრეული გაფრთხილების, ინფრასტრუქტურის განვითარების, საპოლიციო საქმიანობის, ადგილობრივი უსაფრთხოების და სოციალური განზომილების კუთხით არსებული ვითარების შეფასება და საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა.
მოკლე აღწერა: 2008 წლის რუსეთ-საქართველოს იმის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიაზე შეიქმნა ე.წ. საოკუპაციო ხაზი. მიმდინარე ბორდერიზაციის (რუსეთის ფედერაციის მხრიდან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გადმოწევა საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში) და რუსეთის ღია სტრატეგიული ამოცანა აღადგინოს ძველი საბჭოთა იმპერიის გავლენის სფეროები მნიშვნელოვანი საფრთხის შემცველია საქართველოსთვის. საოკუპაციო ხაზთან არსებული ვითარება მოიცავს რამდენიმე ტიპის საფრთხეს – ფართომასშტაბიანი სამხედრო აგრესიის საფრთხე, ადრეული გაფრთხილების სისტემის ეფექტიანობის დაბალი ხარისხი. ასევე ჰიბრიდული ტიპის საფრთხეები – საქართველოს მოქალაქეების გატაცება, პოლიტიკური და ეკონომიკური ზეწოლა, ადგილობრივი მაცხოვრებლების ეკონომიკური აქტივობების შეზღუდვა და მათი საკუთრების უფლების დარღვევა. ამასთან ერთად მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენს საოკუპაციო ხაზის მიღმა სამედიცინო და სოციალური მომსახურების გაწევის შეუძლებლობა და ოჯახური კავშირების შეზღუდვა. ეროვნულ და ადილობრივ დონეზე ხელმისაწვდომი ინფორმაცია ცხადყოფს, რომ დღემდე არ არსებობს ერთიანი, ყოვლისმომცველი, ინტეგრირებული მიდგომა აღნიშნულ გამოწვევასთან მიმართებაში (განსაკუთრებით სამხედრო და ჰიბრიდული საფრთხეების ნაწილში). აგრეთვე არ არსებობს სახელმწიფოს მხრიდან შემუშავებული კოორდინირებული აქტივობები, რომელიც უპასუხებდა ადგილობრივი საზოგადოების ეკონომიკურ, კულტურულ და სოციალურ მოთხოვნილებებს. ზემოთხსენებულიდან გამომდინარე, აღნიშნული კვლევა მიზნად ისახავს 1) საოკუპაციო ხაზთან დაკავშირებული პოლიტიკის და პროცედურების შესწავლა როგორც ეროვნულ ასევე ადგილობრივ დონეზე, 2) შესწავლილი ნაკლოვანებების და მოთხოვნების საფუძველზე და არსებული საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით ყოვლისმომცველი პოლიტიკის მოდელის შემუშავება, რომელიც ფოკუსირებული იქნება შემდეგ მიმართულებებზე. • ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის უსაფრთხოება და ადრეული გაფრთხილების სისტემის ინფრასტრუქტურის დახვეწა; • კრიზისის პრევენცია (სამხედრო და ჰიბრიდული საფრთხეების კუთხით) და ზიანის შემცირების პოლიტიკა (ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე); • ადმინისტრაციული პოლიტიკა და არსებული საუკეთესო პრაქტიკები, რომელიც უკვე ათვისებულია, მაგრამ ჯერ არ მომხდარა მათი ინსტიტუციონალიზაცია; • კონკრეტული პოლიტიკური რეკომენდაციები შემდეგი მიმართულებებით: ადგილობრივი ეკონომიკის დაცვა, საოკუპაციო ხაზის გადაკვეთის პროცედურების დახვეწა, ადგილობრივი მოსახლების ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდა და საოკუპაციო ძალების მხრიდან გატაცების პრაქტიკის პრევენცია.
ხელმძღვანელი: ძებისაშვილი შალვა
მონაწილეები: ბილანიშვილი გიორგი,იოსელიანი კონსტანტინე,პატარაია თამარ,სოფრომაძე ვაჟა,შანავა ზვიად,წიკლაური გიგი,ხუნწარია თამარ
საკითხის აქტუალობა: პროექტის ინოვაციური და პრაქტიკული არსი (თეორიული/პოლიტიკის დონეზე და ტექნოლოგიური საუკეთესო პრაქტიკის კომბინაცია) განსაკუთრებით დიდი სარგებლის მომტანია სახელმწიფო უწყებებისთვის, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის და ადგილზე მცხოვრები საზოგადოების წარმომადგენლებისთვის. გარდა ამისა, პროექტის შესაძლებლობას აძლევს დაინტერესებულ მხარეებს უფრო ღრმად გაეცნონ არსებულ გამოწვევებს და გაეცნონ კვლევის ფარგლებში შემუშავებულ რეკომენდაციებს.
მოსალოდნელი სიახლე:
სავარაუდო გეგმა: 1 წელი - ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან არსებული ვითარების და სახელმწიფოს პოლიტიკის და მოქმედი პროცედურების შესწავლა. პირველი წლის განმავლობაში ასევე მოხდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესწავლა და გაანალიზება. აგრეთვე გათვალისწინებულია წლის შემაჯამებელო work-shop-ის ჩატარება. 2 წელი - ახალი პოლიტიკის მოდელის შემუშავება. კვლევის ფარგლებში მიღებული მიგნებების წარდგენა საუნივერსიტეტო კონფერენციაზე.
დონორი:
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი: სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
დაწყება: 1900-01-01
დასრულება: 1900-01-01
მიზნობრიობა:
სტატუსი: დამუშავების პროცესში
შედეგი:
პროექტის ღირებულება: 45,000 ლარი
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია:

Contact

2 55 22 22
77a, M. Kostava str.