პროექტის დასახელება: |
სამედიცინო პერსონალის შრომითი კმაყოფილება, პიროვნული პასუხისმგებლობა და პროფესიული გადაწვა |
მოკლე აღწერა: |
სამედიცინო საქმიანობა, რამდენადაც დაკავშირებულია ადამიანის ჯანმრთელობასთან და სიცოცხლესთან, მოითხოვს მაღალ პროფესიულ პასუხისმგებლობას. აღნიშნული საქმიანობის ეფექტურად განხორციელებას თან სდევს კმაყოფილების განცდა, თუმცა, ზოგჯერ, დიდი დატვირთვის და გადაღლის შემთხვევაში, შესაძლებელია განვითარდეს პროფესიულ გადაწვა.
ადამიანის პიროვნული პასუხისმგებლობა ვლინდება სოციალურ კონტექსტში. მორალური ქცევის სხვა ფორმების მსგავსად, პიროვნება, რომელიც ავლენს მაღალ პასუხისმგებლობას, გავლენას ახდენს საზოგადოებაზე.
კოვიდ პანდემიის შემდეგ, სამედიცინო პერსონალის შრომითი კმაყოფილების და პროფესიული გადაწვის შესწავლა, განსაკუთრებით აქტუალური გახდა. ეს ქმნის საჭიროებას განვიხილოთ ეს საკითხი პიროვნული პასუხისმგებლობის კონტექსტში. პერსონალური პასუხისმგებლობა უფრო მეტად არის აქცენტირებული პირად ანგარიშვალდებულებაზე; მისი ფუნდამენტური ასპექტია ინდივიდის მზაობა იგრძნოს ანგარიშვალდებულება საკუთარი თავის და სხვების მიმართ, მის მიერ გაკეთებულ არჩევანზე და ამ არჩევანის შედეგებზე და ამავე დროს, არ განიცდიდეს პროფესიულ გადაწვას და ქონდეს შრომითი კმაყოფილების განცდა.
პერსონალურ პასუხისმგებლობა შედგება ოთხი კომპონენტისგან:
1. საკუთარი აზრებისა და გრძნობების გაცნობიერება და კონტროლი;
2. ქცევასთან დაკავშირებული არჩევანის გაცნობიერება და კონტროლი;
3. შენი პასუხისმგებლობის გაცნობიერება ქცევასთან და მის შედეგებთან დაკავშირებით;
4. გაცნობიერება და ინტერესი რა გავლენა იქონია შენმა ქცევამ სხვებზე.
კვლევის მიზანი 1. შევისწავლოთ სამედიცინო პერსონალის (ექიმები, ექთნები) შრომითი კმაყოფილება, პიროვნული პასუხისმგებლობა და პროფესიული გადაწვის დონე.
მნიშვნელოვანია დავადგინოთ არის თუ არა კავშირში პიროვნული პასუხისმგებლობა შრომით კმაყოფილებასა და პროფესიულ გადაწვასთან.
კვლევის მიზანი 2. შემუშავდეს რეკომენდაციების პაკეტი, რომელიც ხელს შეუწყობს ჯანდაცვის სისტემაში მომუშავე პერსონალის ეფქტიანობის ამაღლებას. კერძოდ, - პროფესიული გადაწვის პრევენციას და შრომითი კმაყოფილების ზრდას.
კვლევაში გამოყენებული იქნება პიროვნული და სოციალური პასუხისმგებლობის, შრომითი პასუხისმგებლობისა და პროფესიული გადაწვის კითხვარები.
პირველ ეტაპზე მოხდება მათი ადაპტაცია და შემდეგ, ჩატარდება კვლევა სამედიცინო პერსონალში. |
ხელმძღვანელი: |
კერძაია თამარ |
მონაწილეები: |
ბურდული ნანა,სანიკიძე ლია,სოლოღაშვილი ელიზავეტა,ტურაშვილი თამარ,ფურცელაძე ელენე,ჩომახიძე ელენე |
საკითხის აქტუალობა: |
ზოგადად სამედიცინო სფერო გამოირჩევა მაღალი პასუხისმგებლობით, რადგან ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ყველაზე დიდი ღირებულებაა. თითოეული სამედიცინო მუშაკის პირადი პასუხისმგებლობა მნიშვნელოვნად განსაზღვრავს სისტემის ეფექტიანობას, რაც თავისთავად კავშირშია სამედიცინო პერონალის შრომით კმაყოფილებასთან და პროფესიულ გადაწვასთან.
პერიოდულად საზოგადოებას მიეწოდება სკანდალური შემთხვევები სამედიცინო პერსონალის შეცდომებით გამოწვეული უბედური შემთხვევების შესახებ. ეს აღელვებს ხალხს და თვითონ სამედიცინო სფეროს მესვეურებს და პერსონალს. ვფიქრობ ეს კვლევა გვიჩვენებს გარკვეულ მიმართულებას, სად შეიძლება ვეძებოთ ასეთი სავალალო შემთხვევების შემცირების შესაძლებლობები. |
მოსალოდნელი სიახლე: |
კვლევის განხორცილების შედეგად სიახლე იქნება:
ა) კოვიდ პანდემიის შემდეგ, საქართველოში სამედიცინო პერსონალის შრომითი კმაყოფილებისა და პროფესიული გადაწვისა შესწავლა პროვნული პასუხისმგებლობის კონტექსტში;
ბ) შრომითი კმაყოფილების, პროფესიული გადაწვისა და პიროვნული პასუხისმგებლობის კითხარების ქართული პოპულაციისთვის ადაპტირება;
გ) ადაპტირებული კითხვარების გამოყენება შესაძლებელი იქნება სამედიცინო პერსონალის ეფექტიანობის მონიტორინგის მიზნით;
დ) მოცემული კითხვარების გამოყენება შესაძლებელი იქნება ასევე სხვა სფეროებშიც, სადაც მაღალი პიროვნული პასუხისმგებლობა მნიშვნელოვანია (მედია, სამთავრობო სტრუქტურები და სხვ.) |
სავარაუდო გეგმა: |
I წელი - 4000
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, ლიტერატურის მოძება და საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა. ტესტების ადაპტაცია (ინსტრუმენტის თარგმნა, უკუთარგმნა): ტესტის საპილოტე ვერსიების მომზადება რეპრეზენტატული ჯგუფის განსაზღვრა და საპილოტე გამოკითხის მომზადება და ჩატარება (50 სამედიცინო პერსონალი) ტესტის საბოლოო ვერსიის შემუშავება;
სამიზნე ჯგუფების განსაზღვრა, შეხვედრების დაგეგმვა (სამედიცინო ცენტრების ხელმძღვანელებთან) და ორგანიზება (კლინიკების შერჩევა); სამედიცინო პერსონალის გამოკითხვისთვის სპეციალური ინსტრუქციების, პრეზენტაციების მომზადება და უზრუნველყოფა და კლინიკების ხელმძღვანელობასთან შეთანხმების დოკუმენტის მომზადება.
II წელი - 3500
სამიზნე ჯგუფების განსაზღვრა, ტესტების მომზადება, შერჩეულ რესპოდენტებთან (დაახლოებით 300-500 სამედიცინო პერსონალი) გამოკითხვის ჩატარება პირისპირ ან დისტანციურ რეჟიმში; მიღებული მონაცემების ასახვა მონაცემთა ბაზებში.
III წელი - 5500
1.მიღებული მონაცემების დამუშავება და სისტემური გაანალიზება. 2. სამიზნე ჯგუფებისათვის (სამედიცინო პერსონალი) რეკომენდაციების პაკეტების შემუშავება/ ტრიპლეტების შექმნა და გავრცელება; 3. სამეცნიერო სტატიის მომზადება და გამოქვეყნება (ქართულ, უცხოურ ჟურნალებში) |
დონორი: |
საქართველოს უნივერსიტეტი |
გრანტი: |
„სამეცნიერო კვლევითი პროექტების საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსი“ |
სკოლა/დეპარტამენტი: |
სოციალურ მეცნიერებათა სკოლა,ფსიქოლოგიის დეპარტამენტი |
დაწყება: |
1900-01-01 |
დასრულება: |
1900-01-01 |
მიზნობრიობა: |
სამეცნიერო |
სტატუსი: |
დამუშავების პროცესში |
შედეგი: |
|
პროექტის ღირებულება: |
13000 |
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა: |
|
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა: |
|
დონორისგან მიღებული თანხა: |
|
თანადამფინანსებელი: |
|
თანამშრომლობა/პარტნიორობა: |
|
პუბლიკაცია: |
|