UNIVERSITY
OF GEORGIA

Scientific Research Institute


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: რთული სისტემების სტრუქტურული ანალიზი
მოკლე აღწერა: პროექტი ეხება რთული სტრუქტურის მქონე საინჟინრო-ტექნიკური, ეკონომიკური, საფინანსო, საგანმანათლებლო, „ადამიანურ-მანქანური“ და სხვა ტიპის სისტემების საიმედოობის, რისკებისა და უსაფრთხოების კვლევას სტრუქტურული ანალიზის მეთოდების გამოყენებით. კვლევის მიზანია ოპტიმალური სტრუქტურის, მაღალი საიმედოობის, უსაფრთხოებისა და მინიმალური რისკების მქონე სისტემების დაპროექტება და მართვა. რთული სტრუქტურა განაპირობებს სისტემის მდგომარეობათა დიდ რაოდენობას, რაც მისი კვლევისას დიდ მონაცემთა ბაზების ამოცანების გადაჭრას მოითხოვს. შესაბამისად, პროექტის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს რთული სისტემების საიმედოობის, უსაფრთხოებისა და რისკების შეფასების მათემატიკურ მოდელირებას, ალგორითმიზაციას და პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას. პროექტის ფარგლებში შემუშავებული უნივერსალური კომპიუტერული პროგრამული სისტემა უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის რთული სისტემების სტრუქტურულ ანალიზს, სტრუქტურული პარამეტრების რაოდენობრივ შეფასებას და მაღალი ეფექტიანობის ოპტიმალური სტრუქტურის მქონე სისტემების სინთეზს.
ხელმძღვანელი: ცირამუა სერგო
მონაწილეები: ბიტმალკიშევ დავით,სულხანიშვილი სულხან
საკითხის აქტუალობა: რთული სტრუქტურა განაპირობებს სისტემის მდგომარეობათა დიდ რაოდენობას, რაც მისი კვლევისას დიდ მონაცემთა ბაზების ამოცანების გადაჭრას მოითხოვს. შესაბამისად, პროექტის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს რთული სისტემების საიმედოობის, უსაფრთხოებისა და რისკების შეფასების მათემატიკურ მოდელირებას, ალგორითმიზაციას და პროგრამული უზრუნველყოფის შექმნას.
მოსალოდნელი სიახლე: პროექტის ფარგლებში შემუშავებული უნივერსალური კომპიუტერული პროგრამული სისტემა უზრუნველყოფს სხვადასხვა ტიპის რთული სისტემების სტრუქტურულ ანალიზს, სტრუქტურული პარამეტრების რაოდენობრივ შეფასებას და მაღალი ეფექტიანობის ოპტიმალური სტრუქტურის მქონე სისტემების სინთეზს.
სავარაუდო გეგმა: 2020 რთული სისტემების სტრუქტურული საიმედოობის ლოგიკურ-ალბათური მოდელებისა და ალგორითმების დამუშავება, პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და აპრობაცია. პუბლიკაციის მომზადება. 2021 რთული სტრუქტურის სისტემების რისკფაქტორების გამოვლენის მეთოდოლოგიის დამუშავება, რისკებისა და უსაფრთხოების შეფასების ლოგიკურ-ალბათური სცენარის მოდელირება, ალგორითმების დამუშავება, პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და აპრობაცია. პუბლიკაციის მომზადება. 2022 რთული სტრუქტურის სისტემების ოპტიმალური მართვის მოდელირება, ალგორითმიზაცია, პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა და აპრობაცია კონკრეტული სისტემის მაგალითზე. პუბლიკაციის მომზადება.
დონორი:
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი: ინფორმატიკის დეპარტამენტი,მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა
დაწყება: 2020-01-01
დასრულება: 2022-12-31
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: დასრულებული
შედეგი:
პროექტის ღირებულება:
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია: 4.1. სერგო ცირამუას ავტორობით მომზადდა სამაგისტრო კურსის „სისტემების სტრუქტურული ანალიზი“ ელექტრონული სახელმძღვანელოს ახალი რედაქცია (სახელმძღვანელოს pdf ფაილი განთავსებულია UG-ის ელექტრონულ ბიბლიოთეკაში). 4.2. S. Tsiramua. Logical-probabilistic Methods of Structural Analysis of Multifunctional Elements. Proceedings of the XI Scientific Conference of the Union of Mathematicians of Georgia, Batumi, 2021. 163 p. 4.3. Sergo Tsiramua, Irakli Basheleishvili, Avtandil Bardavelidze. ALGORITHMIZATION AND REALIZATION OF THE SOFTWARE TOOL FOR THE SOFTWARE CODE QUALITY ASSESSMENT. International Journal on Information Technologies & Security, № 2 (vol. 14), 2022 pages 27-38. 4.4. სერგო ცირამუა. გადაწყობადი სტრუქტურის სისტემების ოპტიმალური მართვის საკითხები. საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის XII სამეცნიერო კონფერენციის მასალები, ბათუმი, 2022 წ.

Contact

2 55 22 22
77a, M. Kostava str.