UNIVERSITY
OF GEORGIA

Scientific Research Institute


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: მრავალფუნქციური პერსონალის შეფასების, შერჩევისა და მართვის სისტემის დაპროექტება
მოკლე აღწერა: სამუშაო ჯგუფის (გუნდის) ფორმირებისას ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია პერსონალის შეფასების, შერჩევისა და ფუნქციათა განაწილების ეტაპი. ორგანიზაცის ფუნქციონირების პროცესში ასევე მნიშვნელოვანია ჯგუფში პერსონალის ურთიერთკონტროლის, ურთიერთშენაცვლებისა და ურთიერთდახმარების ორგანიზება, რისი მიღწევაც შესაძლებელია პერსონალის მრავალფუნქციურობის ხარისხის ამაღლებით, ასევე პერსონალის პერიოდული ატესტაცია, კვალიფიკაციის ამაღლება, თანამდებობრივი გადანაცვლება და ა.შ. კვლევის მიზანია მრავალფუნქციური პერსონალის შეფასების, შერჩევისა და მართვის მეთოდიკის, მოდელებისა და ალგორითმების შემუშავება, რის ბაზაზეც შეიქმნება ფართო გამოყენების უნივერსალური ვებ და მობილური აპლიკაცია, რომლის მომხმარებლები იქნებიან HR მენეჯერები, დაბალი, საშუალო და მაღალი რგოლის ხელმძღვანელები.
ხელმძღვანელი: ცირამუა სერგო
მონაწილეები: სულხანიშვილი სულხან,ჯანჯარია მარიამ
საკითხის აქტუალობა: ნებისმიერი ორგანიზაციის ფუნქციონირების ეფექტიანობა დამოკიდებულია შრომის ორგანიზაციისა და მართვის მრავალ ფაქტორზე, რომელთაგანაც მნიშვნელოვანია პერსონალის კვალიფიკაცია/კომპეტენცია, ფუნქციათა სწორი განაწილება, მოტივაცია და ა.შ.
მოსალოდნელი სიახლე: მრავალფუნქციური პერსონალის შეფასების, შერჩევისა და მართვის პროცესების კვლევა ეფუძნება პერსონალის შეფასებისა და შერჩევის კრიტერიუმების შემუშავების, მრავალფუნქციური პერსონალის ფუნქციური შესაძლებლობების მატრიცის ფორმირებისა და პერსონალს შორის ფუნქციათა ოპტიმალური განაწილების მეთოდებს, ასევე მონაცემთა ბაზების მართვის მეთოდებს. სამუშაო ჯგუფის (გუნდის) ფუნქციონირების პროცესში გამოყენებული იქნება მრავალფუნქციური პერსონალის ფუნქციონირების საიმედოობის შეფასების მეთოდები, პერსონალის ოპტიმალური ჩანაცვლებისა და ურთიერთშენაცვლების მათემატიკური ოპტიმიზაციის მეთოდები. HR სისტემის შექმნის მიზნით გამოყენებული იქნება ვებ და მობილური აპლიკაციების ალგორითმიზაციის მეთოდები.
სავარაუდო გეგმა: 2020 პერსონალის შეფასებისა და შერჩევის მონაცემთა ბაზის, ასევე ვებ და მობილური აპლიკაციების პროგრამული კოდის შექმნა და აპრობაცია. პუბლიკაციის მომზადება. 2021 მრავალფუნქციურ პერსონალს შორის ფუნქციათა ოპტიმალური განაწილების ალგორითმის შემუშავება, ვებ და მობილური აპლიკაციების პროგრამული კოდის შექმნა და აპრობაცია. პუბლიკაციის მომზადება. 2022 მრავალფუნქციურ პერსონალის ფუნქციონირების პროცესის - ოპტიმალური ჩანაცვლებისა და ურთიერთშენაცვლების ოპტიმალური მართვის ალგორითმების, ვებ და მობილური აპლიკაციების პროგრამული კოდის შექმნა და აპრობაცია. პუბლიკაციის მომზადება.
დონორი:
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი: ინფორმატიკის დეპარტამენტი,მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა
დაწყება: 2020-01-01
დასრულება: 2022-12-31
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: დასრულებული
შედეგი: არ წარდგენილა
პროექტის ღირებულება:
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია: 4.1. S. Tsiramua. Logical-probabilistic Methods of Structural Analysis of Multifunctional Elements. საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის XI საერთაშორისო კონფერენცია, 23-28 აგვისტო, ბათუმი, 163 გვ. 4.2. სერგო ცირამუა. გადაწყობადი სტრუქტურის სისტემების ოპტიმალური მართვის საკითხები. საქართველოს მათემატიკოსთა კავშირის XII სამეცნიერო კონფერენციის მასალები, ბათუმი, 2022 წ.

Contact

2 55 22 22
77a, M. Kostava str.