საქართველოს
უნივერსიტეტი

სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: აფხაზეთის სოფელი XIX-XX საუკუნეებში (ისტორიულ-ეთნოლოგიური გამოკვლევა)
მოკლე აღწერა: აფხაზეთის სოფლის შესახებ განმაზოგადებელი ფუნდამენტური ნაშრომი არ არსებობს, არადა მისი შესწავლა უაღრესად აქტუალურია. აფხაზეთის სოფლის შესწავლა შუა საუკუნეებში ფაქტობრივად, შეუძლებელია შესაბამისი წყაროების არარსებობის გამო. რჩება აფხაზეთის სოფლის XIX-XX საუკუნეების ისტორიულ-ეთნოლოგიური შესწავლა. კვლევის შედეგად დაგეგმილია ფუნდამენტური, განმაზოგადებელი ხასიათის, ერთგვარად შემაჯამებელი მონოგრაფიული გამოკვლევის მომზადება და გამოცემა, რომელშიც, თანამედროვე ქართული ისტორიული მეცნიერების უახლესი მიღწევების გათვალისწინებით, სიღრმისეულად იქნება გაანალიზებული და გააზრებული აფხაზეთის სოფლის წარსული XIX-XX საუკუნეების აფხაზეთის ისტორიის ფონზე.
ხელმძღვანელი: ხორავა ბეჟან
მონაწილეები:
საკითხის აქტუალობა: აფხაზეთის სოფლის შესახებ განმაზოგადებელი ფუნდამენტური ნაშრომი არ არსებობს, არადა მისი შესწავლა უაღრესად აქტუალურია. ერთი მხრივ, საკითხს აქტუალურობას სძენს სამეცნიერო ინტერესი, მეორე მხრივ, აფხაზეთი დროებით ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და მისი ისტორიის საკითხების კვლევა ფრიად მნიშვნელოვანია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ გარკვეული დროის შემდეგ, იქნებ ის მასალებიც დაიკარგოს და განადგურდეს, რაც დღეს ხელმისაწვდომია.
მოსალოდნელი სიახლე: ნაშრომი წარმოადგენს XIX-XX საუკუნეების აფხაზეთის სოფლის ისტორიულ-ეთნოლოგიური შესწავლის პირველ ცდას. მასში ნაჩვენები იქნება აფხაზეთის სოფლის განვითარების დინამიკა XIX-XX საუკუნეებში. ასეთი სახის ნაშრომი თვით აფხაზურ ისტორიოგრაფიაშიც არ არსებობს, ამდენად ის აფხაზური სამეცნიერო წრეებისთვისაც სიახლე იქნება.
სავარაუდო გეგმა: აფხაზეთის სოფელი XIX საუკუნეში, სამთავროს გაუქმებამდე;აფხაზეთის სოფელი XIX საუკუნის 60-90-იან წლებში; აფხაზეთის სოფელი XX საუკუნის დასაწყისში; აფხაზეთის სოფელი 1918-1921 წწ.; აფხაზეთის სოფელი XX საუკუნის 20-30-იან წლებში; აფხაზეთის სოფელი XX საუკუნის 40-50-იან წლებში; აფხაზეთის სოფელი XX საუკუნის 60-80-იან წლებში სოციალისტური აფხაზეთის სოფელი: სახალხო მეურნეობა, კულტურა, განათლება, რელიგიური ვითარება.
დონორი: რუსთაველის ფონდი
გრანტი: მეცნიერების დაფინანსება
სკოლა/დეპარტამენტი: თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ისტორიის დეპარტამენტი
დაწყება: 1900-01-01
დასრულება: 1900-01-01
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: წარდგენილი
შედეგი:
პროექტის ღირებულება: 177 399 ლარი
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა: 177 399 ლარი
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა: 177 399 ლარი
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია: მონოგრაფიის გამოცემა

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა