საქართველოს
უნივერსიტეტი

სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: "საქართველოს კონსტიტუციური შეთანხმების" სამართლებრივი განზომილების კვლევის წყაროები
მოკლე აღწერა: წარმოდგენილი პროექტის მიზანია საქართველოს სახელმწიფოსა და საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას შორის 2002 წელს დადებული კონსტიტუციური შეანხმების სამართლებრივი განზომილების კვლევისთვის აუცილებელი და საჭირო წყაროების (ძირითადად, საარქივო მასალის) მოძიება, დამუშავება და გამოქვეყნება.
ხელმძღვანელი: მეტრეველი არჩილ
მონაწილეები: ჯანგირაშვილი არჩილ
საკითხის აქტუალობა: დღეს მოქმედი „კონსტიტუციური შეთანხმების“ საბოლოო ვერსიის შემუშავებამდე, სახელმწიფომ, წლების განმავლობაში, სხვადასხვა პროექტი შექმნა, რომელიც ნორმატიული ფორმითა თუ შინაარსით ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა. შესაბამისად, არსებული კონსტიტუციური შეთანხმების კვლევა უკიდურესად ნაკლულევანი იქნება, თუკი მკვლევრები არ შეისწავლიან ყველა არსებულ პროექტს, საერთაშორისო ექსპერტების მიერ მათზე გაკეთებულ კომენტარებს, საქართველოს სახელმწიფო უწყებებისა და სამინისტროების მიერ გამოთქმულ შენიშვნებსა და მოსაზრებებს, ასევე აკადემიური თუ სამოქალაქო საზოგადოების პოზიციებს.
მოსალოდნელი სიახლე: პროექტის დასრულების შემდეგ, გამოიცემა უნიკალური პუბლიკაცია, რომელიც კონსტიტუციური შეთანხმებისა და სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის სამართლებრივი (ასევე, პოლიტიკური) განზომილების მკვლევრებს შესაძლებლობას მისცემს სრულყოფილად აღიქვან ამ დოკუმენტისა და შესაბამისი ურთიერთობის ჩამოყალიბების მთელი პროცესი და არ შეიზღუდონ მხოლოდ არსებული დოკუმენტის ფორმითა და შინაარსით. თავის მხრივ, კონსტიტუციური შეთანხმების კვლევა მხოლოდ მოქმედი ნორმატიული აქტის საფუძველზე, იმ უამრავი მასალის (წყაროების) შესწავლის გარეშე, რის დამუშავებასა და გამოცემასაც ეს პროექტი ითვალისწინებს, არათუ ფართო სურათის დანახვის შესაძლებლობას არ იძლევა, არამედ, საკუთრივ მოქმედი კონსტიტუციური შეთანხმების ნორმატიული ფორმისა და შინაარსის შესწავლის თვალსაზრისითაც უკიდურესად უშედეგოა. მნიშვნელოვანია, რომ პროექტით გათვალისწინებულ პუბლიკაციაში თავმოყრილი მასალის აბსოლუტური უმრავლესობა პირველად გამოქვეყნდება საჯაროდ, რაც სრულიად ახალი კვლევების განხორციელების შესაძლებლობას გააჩენს.
სავარაუდო გეგმა: 1. საარქივო მასალის მოძიება 2. უცხოენოვანი მასალის თარგმნა 3. მოძიებული მასალის დამუშავება 4. პუბლიკაციის ბეჭდვა 5. პუბლიკაციის გამოქვეყნება 6. პუბლიკაციის პრეზენტაცია
დონორი:
გრანტი: „სამეცნიერო კვლევითი პროექტების საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსი“
სკოლა/დეპარტამენტი: რელიგიის თავისუფლების ინსტიტუტი
დაწყება: 1900-01-01
დასრულება: 1900-01-01
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: უარყოფილი
შედეგი:
პროექტის ღირებულება: 18,794.00 
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია:

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა