პროექტის დასახელება: |
განახლებადი ენერგოსისტემების ათვისება და მოქნილი მოთხოვნა, როგორც საქართველოს ენერგოსისტემის რესურსი |
მოკლე აღწერა: |
წარმოდგენილი პროექტის ფარგლებში შემუშავდება გადაწყვეტილებები, რომლებიც შეეხება სულ მცირე 2 მოსალოდნელი შედეგის მიღებას:
1. განახლებადი ენერგიის წყაროების ფართოდ გამოყენების ხელშეწყობა ენერგეტიკის, მრეწველობისა და საყოფაცხოვრებო სექტორებში, რაც გამოიწვევს განახლებადი ენერგიის წყაროების წილის ზრდას ენერგიის საბოლოო მოხმარებაში 2030 წლისთვის და მის შემდგომაც და ხელს შეუწყობს კლიმატის ცვლილების შერბილების მიზნების მიღწევას; 2. ბაზრის მონაწილეების (კომერციული სექტორი და შინამეურნეობები) ხელშეწყობა მოქნილი სერვისები შესთავაზონ ქსელის ოპერატორებსა (ელექტროგადაცემის, დისპეტჩერიზაციისა და განაწილების სამსახურები) და საბითუმო ბაზარს ნაკლები საოპერაციო დანახარჯებით კონკურენტული ბაზრის პირობებში, რაც ადვილად განხორციელებადია ციფრული ტექნოლოგიების ფართოდ გამოყენების კვალობაზე.
ახლა გადამწყვეტი დროა განახლებადი ენერგიის წყაროების გამოყენებისთვის. განახლებადი ენერგიების ტექნოლოგიებზე ხარჯების შემცირების წყალობით, მზის ფოტოელექტრული სისტემები (PVs) და ქარის ტურბინები გლობალური ენერგოსისტემის ტრანსფორმაციის ეპიცენტრშია მოქცეული. მიმდინარე პროექტიც, ასევე, ფოკუსირებულია შინამეურნეობების, სამრეწველო ობიექტებისა და სხვა ბიზნესების მიერ განაწილებული მზის ფოტოელექტრული ტექნოლოგიების გამოყენებაზე საკუთარი ელექტროენერგიის მისაღებად, რაც, ეკონომიკური თვალსაზრისით, მეტად მიმზიდველი გახდება საქართველოში 2030 წლისთვის. აღნიშნული ტექნოლოგიების ფართო გამოყენებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება სათბურის გაზების ემისიების წინააღმდეგ საბრძოლველად, ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად და სუფთა ენერგიებზე წვდომისათვის.
ამ თვალსაზრისით, პირველი მოსალოდნელი შედეგის მისაღწევად აუცილებელია: ა) ენერგეტიკული დარგების ემისიების აღწერა, ელექტროენერგიის წარმოებისა და სხვა ენერგეტიკული დარგების ჩათვლით (მაგ. კოქსის მოხმარება თუჯისა და ფოლადის ქარხნებში), ასევე, არაორგანიზებული ემისიების, მათ შორის, მყარი საწვავის, ნავთობისა და გაზის ექსპლუატაციიდან; ბ) ენერგეტიკული დარგების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და მათ მიერ გამოყენებული ენერგომატარებლების სახეების შესწავლა იმ მიზნით, რათა დახმარება გავუწიოთ მათ დაბალემისიანი განვითარების სტრატეგიების შემუშავებაში (LEDS).
საქართველოს ენერგეტიკულ ბალანსის მიხედვით, ენერგიის უმეტეს ნაწილს მოიხმარს მრეწველობის შემდეგი ოთხი დარგი: თუჯის და ფოლადის წარმოება (31,84%), არალითონური მინერალური ნაკეთობები (33,19%), ქიმიური და ნავთობქიმიური (16,68%), საკვები პროდუქტების, სასმელების და თამბაქოს წარმოება (7,33%). ვინაიდან ამ დარგებზე მოდის მრეწველობის სექტორში მოხმარებული ენერგიის 89% და წიაღისეული საწვავის წვისგან ადინებული სათბურის გაზების ემისიების 98% (ელექტროენერგიის არაპირდაპირი ემისიების ჩათვლით), ამ დარგებში იგეგმება გამოკითხვის ჩატარება, რათა შესწავლილ იქნას განახლებადი ენერგიის წაროებზე მათი მოთხოვნა, კერძოდ კი, მზის ენერგიაზე.
მეორე მოსალოდნელი შედეგის მისაღწევად საჭიროა შინამეურნეობების მხრიდან მოქნილი მოთხოვნის გააქტიურება, რომელიც განიხილება როგორც ენერგეტიკული რესურსი საქართველოს ელექტროსისტემის ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მოთხოვნის მხარის მოქნილობა ხელს უწყობს საიმედო და დეკარბონიზებული ენერგოსისტემის შექმნას, რაც უაღრესად მნიშვნელოვანი შედეგია დაბალი შემოსავლების მქონე დაუცველი ოჯახებისათვის.
ამასთან დაკავშირებით გამოკვლევა უნდა ჩატარდეს მთელი საქართველოს მასშტაბით, რათა დადგინდეს მოთხოვნის მხარის რესურსების მზაობა განახორციელონ ინვესტიციები განაწილებულ ენერგეტიკულ რესურსებში (სახლის მზის პანელები, მცირე ზომის ქარის ტურბინები, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია შენობებში) და, ამ გზით, მოქნილი სერვისები შესთავაზონ ელექტროსისტემას პიკური მოთხოვნის პრობლემის გადასაჭრელად. მომხმარებლებს შეუძლიათ გამოიყენონ მათ მიერ წარმოებული ენერგია, შეინახონ ის, ან მიაწოდონ ქსელს. მათ, აგრეთვე, შეუძლიათ შეამცირონ საკუთარი მოთხოვნა ელექტროენერგიაში, ან გადაწიონ ის დროში ავტომატიზირებული ტექნოლოგიების გამოყენებით. ყველა ამ ქმედებით, მომხმარებლებს შეუძლიათ დაეხმარონ ელექტროსისტემას ეფექტურად მუშაობაში და ამით მიიღონ ფინანსური სარგებელი. |
ხელმძღვანელი: |
მაღლაკელიძე ეკატერინე |
მონაწილეები: |
გეგეშიძე ეკა,ჯღამაძე ნინო |
საკითხის აქტუალობა: |
საკითხი მეტად აქტუალურია, ვინაიდან 2017 წელს, პარიზის შეთანხმების დამტკიცების შედეგად, საქართველო შეუერთდა შეთანხმების მონაწილე 191 ქვეყანას და განაცხადა მზაობა, რომ პარიზის შეთანხმების მიზნების მისაღწევად, საკუთარ წვლილს შეიტანდა, მათ შორის, გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის წინაინდუსტრიულ დონესთან შედარებით მაქსიმუმ 2°C-მდე, საუკეთესო შემთხვევაში, 1.5°C-მდე შემცირებაში. „საქართველოს ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ (NDC) განახლებულ დოკუმენტში წერია, რომ 2030 წლისთვის სათბურის აირების ემისიები 35%-თ შემცირდება 1990 წელს დაფიქსირებულ მაჩვენებელთან შედარებით, რაც გულისხმობს, რომ სათბურის აირების ემისიები 29.25 მგტ CO2 ეკვ.-ს არ უნდა აღემატებოდეს. უფრო მეტიც, საქართველოს მთავრობის ენერგეტიკული პოლიტიკის უმთავრესი მიმართულებაა ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და დამოუკიდებლობის ხარისხის ამაღლება, იმპორტირებულ ენერგორესურსებზე დამოკიდებულების ეტაპობრივი შემცირება ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსების ათვისების გზით (საქართველოს მთავრობა, 2020 წ.). შესაბამისად, განახლებადი ენერგოსისტემების ათვისება დაეხმარება საქართველოს შეასრულოს პარიზის შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულებები და კიდევ უფრო გააძლიეროს ქვეყნის ენერგოუსაფრთხოება ელექტროენერგიის იმპორტზე ქვეყნის დამოკიდებულების შემცირებით. სუფთა და ხელმისაწვდომი ენერგოსისტემის უზრუნველყოფა კომპლექსური გამოწვევაა ყველა ქვეყნისთვის. ამ პრობლემის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი, და ხშირად დაუფასებელი, გადაჭრის საშუალება არის შინამეურნეობების მხრიდან მოთხოვნის მოქნილობა. ახალი ციფრული ტექნოლოგიებისა და დაზოგილი ელექტროენერგიის შენახვის წყალობით, შინამეურნეობებს შეუძლიათ სულ უფრო ხშირად ცვალონ ელექტროენერგიის გამოყენების დრო და დანიშნულება ისე, რომ საფრთხის ქვეშ არ დააყენონ კომუნალური სერვისების მიწოდება და კომფორტი. ელექტროენერგიაზე მოთხოვნა სწრაფად იზრდება და მის დაკმაყოფილებაში მზის ელექტროსადგურები (PV) ლიდერობენ, რადგან მათი შეძენისა და მონტაჟის ხარჯები კლებულობს. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს (IEA) აღმასრულებელი დირექტორის, ფატიჰ ბიროლის თქმით, „მზის ენერგია ხდება ელექტროენერგიის მსოფლიო ბაზრების ახალი მეფე, რომელიც განახლებადი ენერგიის წყაროებზე გაწეული დანახარჯების სათავეშია“. გამათბობელი და სატრანსპორტო სისტემები, რომლებიც წიაღისეულ საწვავზე მუშაობენ, ადგილს უთმობენ უფრო ეფექტურ ტუმბოებსა და გენერატორებს, რომლებიც ელექტროენერგიაზე მუშაობენ. მოსახლეობის შემოსავლების ზრდა და გლობალური დათბობა ქმნის მოთხოვნას კონდიციონერებზე და ელექტრომოწყობილობებზე. ამრიგად, მოქნილი რესურსები აუცილებელია ელექტროენერგიაზე მიწოდებისა და მოთხოვნის დასაბალანსებლად და ენერგიის განახლებადი წყაროების ოპტიმალურად გამოყენებისათვის.
The selected topic is very important because upon approval of the Paris Agreement in 2017, Georgia joined 191 Parties and committed to contribute towards the goals of the Paris Agreement, among others, to hold the global average temperature increase well below 2°C, and pursuing efforts to limit to 1.5°C compared to the pre-industrial level. The Nationally Determined Contribution (NDC) aims to reduce national GHG emissions to 35% below the emission levels in 1990 (excluding emissions from land-use, land-use change and forestry (LULUCF)), meaning GHG emissions should not exceed 29.25 MtCO2e in 2030. Furthermore, the main energy policy direction of the Government of Georgia (GOG) is to increase energy security and independence of the country, gradually reduce the dependence on imported energy resources through the utilization of national energy resources (Government of Georgia, 2020). To that end, utilization of renewable energy systems could help Georgia to fulfill its obligations taken under the Paris Agreement and, what is the most important, to further improve energy security of the country by reducing its dependence on the imported electricity.
Securing a clean and affordable power system is a complex challenge for all countries. One of the most powerful-and often undervalued – solutions to this problem is household demand-side flexibility. Households can increasingly shift how and when they use electricity, without compromising utility or comfort, thanks to new digital technologies and storage.
The demand for electricity is growing fast, with solar photovoltaics (PV) leading the way, as costs fall. According to Fatih Birol, executive director at International Energy Agency (IEA) “Solar is becoming the new king of the world’s electricity markets, leading the renewables charge”. Fossil-fuel-driven heating and transport systems are losing ground to much more efficient, electricity powered heat pumps and EVs. Rising incomes and global warming are pushing up air conditioning and electrical appliance use. Thus, flexible resources are essential to balance supply and demand and make best use of renewable generation. |
მოსალოდნელი სიახლე: |
მოქნილი მოთხოვნის პოტენციალის გამოყენებისთვის, ელექტროენერგიის მომხმარებლებს უნდა ქონდეთ სათანადო უფლებამოსილება და სტიმულები, რათა განახორციელონ ინვესტიციები მრიცხველის მიღმა არსებულ განაწილებულ ენერგორესურსებში და ამ გზით მიაწოდონ მოქნილი სერვისები ელექტროსისტემას მათი საჭიროების შემთხვევაში.
ამ კონკრეტული მიზნის მისაღწევად, გაკეთდება შემდეგი:
1) შემუშავდება წამახალისებელი პროგრამები ენერგოტევადი კომპანიებისათვის, რათა მათ განახორციელონ ინვესტიციები სუფთა ენერგიაში და ამ გზით შეამცირონ გარემოზე მავნე ზემოქმედება;
2) ელექტროსისტემის ოპტიმიზაციის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად შემუშავდება საფასო სიგნალები (მასტიმულირებელი ფასები). საფასო სიგნალებზე ადეკვატური გამოხმაურების შემთხვევაში, შინამეურნეობებს შესაძლებლობა ექნებათ შეიმცირონ ელექტროენერგიის გადასახადი ელექტროსისტემისთვის ღირებული სერვისების გაწევის სანაცვლოდ. ეს ყოველივე ხელს შეუწყობს შინამეურნეობების მოქნილ მოთხოვნას კანონიერი ადგილი დაიკავოს ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლაში;
3) ასევე, შემუშავდება რეაგირების პროგრამები, რომლებიც წაახალისებს შინამეურნეობებს, რათა თავისი მოქნილი სერვისები შესთავაზონ ელექტროსისტემას და ამით დააკმაყოფილონ სისტემის საჭიროებები (განსაკუთრებით პიკის საათებში) გაცილებით ნაკლები დანახარჯებით, ვიდრე ამას ადგილი აქვს ცენტრალიზებულ ბიზნეს-მოდელში.
ენერგეტიკულ ბაზარზე შინამეურნეობების მოქნილი სერვისების პოტენციალის გამოყენების აუცილებელი წინაპირობა არის ის, რომ ამ სერვისების საფასური უნდა განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, თუ რამდენი, როდის და სად გამოიყენება, ან მიეწოდება.
Tapping the potential of demand side flexibility requires empowering and rewarding customers who is ready to invest in behind-the-meter Distributed Energy Resources (DERs) and in this way provide flexibility services to the grid in the time of need.
To achieve this objective the following will be done:
1) incentive programs will be designed and offered to energy industries to incentivize their investments in clean energy to achieve decarbonisation goals;
2) For household demand side flexibility to take its rightful place in the energy transition, price signals will be developed that reflect power system optimization needs and help electricity customers to reduce their electricity bills for providing valuable services to the electricity grid;
3) Beyond the price signals, demand response programs will be designed and offered to households to incentivise flexibility services offered to the electricity grid thus enabling system operators to meet system needs (especially, during peak hours) at much lower costs than in centralized business model.
But the necessary prerequisite for demand side flexibility to participate in the power market of Georgia is that payments for the flexibility services should vary in proportion to how much, when and where they are used or delivered. |
სავარაუდო გეგმა: |
კვლევის ძირითადი ეტაპები
01.01.2023 -01.01.2024 წწ.:
შუალედური შედეგები: ენერგოტევადი კომპანიების მოთხოვნის შესწავლა განახლებად ენერგიებში.
საბოლოო შედეგები: მასტიმულირებელი პროგრამების შემუშავება ენერგოკომპანიებისთვის განახლებად ენერგიებში ინვესტიციების წახალისების მიზნით.
2024 -2025წწ.
შუალედური შედეგები: შინამეურნეობების მოქნილი მოთხოვნის, როგორც ენერგეტიკული რესურსის, შესწავლა საქართველოს ელექტროსისტემის საჭიროებების დასაკმაყოფილებლად;
საბოლოო შედეგები:
საფასო სტიმულებისა და რეაგირების პროგრამების დიზაინი, რომლებიც უზრუნველყოფენ შინამეურნეობების მხრიდან მოქნილი სერვისების შეთავაზებას ელექტროსისტემისთვის და ამ გზით საკუთარი წვლილი შეაქვთ ელექტროსისტემის გამართულ მუშაობაში. |
დონორი: |
|
გრანტი: |
|
სკოლა/დეპარტამენტი: |
ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა |
დაწყება: |
2023-01-01 |
დასრულება: |
2026-01-01 |
მიზნობრიობა: |
სამეცნიერო |
სტატუსი: |
მიმდინარე |
შედეგი: |
არ წარდგენილა |
პროექტის ღირებულება: |
|
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა: |
|
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა: |
|
დონორისგან მიღებული თანხა: |
|
თანადამფინანსებელი: |
|
თანამშრომლობა/პარტნიორობა: |
სემეკი, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო, საქართველოს ელექტროსისტემა, შპს "რემისია", Regulatory Assistance Project (RAP) |
პუბლიკაცია: |
|