საქართველოს
უნივერსიტეტი

სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: ვლადიმირ ბენეშევიჩი და ქართული ეკლესია
მოკლე აღწერა: 1917 წლის 12 მარტს ქართველმა სამღვდელოებამ და საერო პირებმა - პოლიტიკური ძალების მხარდაჭერით - გამოაცხადეს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, ანუ ქართული ეკლესიის დამოუკიდებლობა რუსული ეკლესიისგან. თავიდან რუსეთის დროებითმა მთავრობამ მხარი დაუჭირა ამ გადაწყვეტილებას, მაგრამ რუსეთის ეკლესიის სინოდი მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა მას. ვითარების დაძაბულობის გამო, მთავრობამ გადაწყვიტა - საკითხის გადაჭრის მცდელობისას - გამოეგზავნა თბილისში თავისი წარმომადგენელი პროფესორი ვლადიმერ ბენეშევიჩი სამთავრობო რწმუნებულად – კომისრად. იმდროინდელი დაძაბული სიტუაციის აღწერისა და გაგების კარგ შესაძლებლობას გვაძლევს საარქივო მასალები, რომლებიც პირველად სულ ახლახანს გამოქვეყნდა, მაგალითად, საქართველოს ეკლესიის დროებითი ადმინისტრაციის დოკუმენტები. წიგნში გამოქვეყნებულია ბენეშევიჩის მიერ დროებითი ადმინისტრაციისადმი მიწერილი მნიშვნელოვანი წერილები, რომელთაგან ერთ-ერთი, ფაქტობრივად, შედგება კითხვებისგან, რომლებიც დასმული იყო ადმინისტრაციის წინაშე და რომლებზეც პასუხები გადამწყვეტი იქნებოდა ავტოკეფალიის სახელმწიფოებრივი აღიარებისთვის. რაც შეეხება საქართველოს ეკლესიის კანონიკურ აღიარებას, თუნდაც რუსეთის ეკლესიის თვალსაზრისით, ამ საკითხე ცალკე მოლაპარაკებები იგეგმებოდა. ბენეშევიჩის წერილს ქართველების მძაფრი გამოხმაურება მოჰყვა, მაგრამ ის მაინც ცდილობდა სიტუაციის განმუხტვას და შეთანხმებების გადატანას კერძო პრობლემების გადაჭრაზე, ხოლო არსებითი საკითხის საბოლოო გადაწყვეტა პეტროგრადის დროებით მთავრობას მიანდო. საბოლოოდ, დროებითმა საბჭომ ამჯობინა არ გამწვავებულიყო ურთიერთობა ბენეშევიჩთან და საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიასთან და მის მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებული ფუნდამენტური საკითხები განიხილულიყო და გადაწყვიტილიყო პეტროგრადში, სადაც საგანგებო დელეგაცია გაგზავნეს და სადაც მათ პოლიტიკური მხარდაჭერის იმედი ჰქონდათ.
ხელმძღვანელი: ღაღანიძე მერაბ
მონაწილეები:
საკითხის აქტუალობა: საკითხი მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ არსებული დოკუმენტები არასოდეს ყოფილა გამოყენებული და გაანალიზებული რელიგიის კვლევათა თვალსაზრისით. საკითხი აქტუალურია როგორც ისტორიკოსთათვის, ისე რელიგიის მკვლევართა თუ კანონიკური სამართლის სპეციალისტებისათვის.
მოსალოდნელი სიახლე: საგანგებო კლევას საჭიროებს ვლადიმირ ბენეშევიჩის წვლილი ქართული ეკლესიის ისტორიისა თუ თანამედროვეობის კვლევაში. ნაშრომი პირველად შეისწავლის აღნიშნულ საკითხს ისტორიულ პერსპექტივაში და მონოგრაფიულად.
სავარაუდო გეგმა: ივარაუდება ნაშრომზე მუშაობა და მისი გამოქვეყნება ცალკე წიგნად 2024 წლის დასასრულისათვის.
დონორი:
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი: რელიგიის თავისუფლების ინსტიტუტი
დაწყება: 1900-01-01
დასრულება: 1900-01-01
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: დამუშავების პროცესში
შედეგი:
პროექტის ღირებულება:
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია: ივარაუდება მონოგრაფიის გამოქვეყნება ცალკე წიგნად 2024 წლის ბოლომდე.

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა