საქართველოს
უნივერსიტეტი

სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: საპენსიო რეფორმა საქართველოში - შედეგები და გამოწვევები
მოკლე აღწერა: კვლევითი პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს საქართველოში მიმდინარე საპენსიო რეფორმის ანალიზი, პროცესზე დაკვირვება და მისი ძლიერი და სუსტი მხარეების გამოვლენა.
ხელმძღვანელი: დავითაია ნინო
მონაწილეები:
საკითხის აქტუალობა: საპენსიო პოლიტიკა სახელმწიფოს სოციალური პოლიტიკის მნიშვნელოვან ნაწილს შეადგენს, რომლის გარეშეც მსოფლიოში მიმდინარე მოსახლეობის დაბერების პროცესის გათვალისწინებით წარმოუდგენელი ხდება ეფექტური სოციალური პოლიტიკის წარმოება. ამ მხრივ გამონაკლისს, ბუნებრივია, არც საქართველო წარმოადგენს, სადაც დამოუკიდებლობის მოპოვებიდან რამოდენიმე წელიწადში დაიწყო მსჯელობა პენსიების გაცემასა და შემდგომ ზრდაზე. 2019 წლიდან საქართველო შეუერთდა ე.წ. დაგროვებით საპენსიო სქემას, რომელში მონაწილეობაც სავალდებულოა 40 წლამდე ასაკის ნებისმიერი დასაქმებული ადამიანისათვის.
მოსალოდნელი სიახლე: შემდგომი ეტაპისათვის დაგეგმილია გაანალიზდეს საქართველოში მოქმედი საპენსიო სქემის გავლენა საზოგადოების მატერიალურ მდგომარეობაზე, ბიზნესზე და სახელმწიფო ბიუჯეტზე. ამასთანავე შეფასდება საინვესტიციო პოლიტიკა და მისი შესაბამისობა საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან, აქცენტები გაკეთდება სააგენტოს ფინანსური მდგრადობისა და საინვესტიციო ამოცანების მიმართულებითაც, რაც აისახება შესაბამის რეკომენდაციებში.
სავარაუდო გეგმა: საკითხის აქტუალობის შესწავლა მოქმედი წესების ანალიზი სავარაუდო საინვესტიციო გეგმის ანალიზი გამოწვევების ანალიზი შემაჯამენებელი დასკვნები
დონორი:
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი: ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა
დაწყება: 2023-01-04
დასრულება: 2025-01-04
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: მიმდინარე
შედეგი: არ წარდგენილა
პროექტის ღირებულება:
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია: იგეგმება საქართველოს უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნება.

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა