პროექტის დასახელება: |
ელექტრომაგნიტური რეზონანსები პერიოდულ სტრუქტურებში |
მოკლე აღწერა: |
სხვადასხვა გამოყენებით ამოცანაში ხშირად დგება საკითხი პერიოდულ სტრუქტურებზე, როგორიცაა დიფრაქციული ბადეები, მეტამასალები ან სიხშირის შერჩევითი ზედაპირები, ელექტრომაგნიტური ტალღის (სინათლის, მიკროტალღების) გავრცელების შესახებ. მათემატიკური თვალთახედვით ეს ამოცანები ანალოგიურია სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი ამოცანების, როგორიცაა პერიოდული გეომეტრიის მქონე რადიოსიხშირული ტალღაგამტარების თვისებების, ასევე, ნანომასშტაბურ პერიოდულ ნახევარგამატარულ სტრუქტურებში ელექტრონული აირის ყოფაქცევის შესწავლა. გეომეტრიული პერიოდულობა ხშირად გამოიყენება გაფანტვის, გამოსხივების, გამტარებლობის, სიხშირული შერჩევითობის და ა.შ. სასურველი პარამეტრების მისაღწევად, რაც შეუძლებელია სტანდარტულ გეომეტრიაში. პერიოდული სტრუქტურების რიცხვითი ანალიზისთვის მძლავრი იარაღია რიცხვითი მოდელირების მეთოდები, როგორიცაა მომენტის მეთოდი (MoM), სასრული ელემენტის მეთოდი (FEM), სასრულსხვაობიანი დროითი დომენის მეთოდი (FDTD), დამხმარე გამომსხივებლის მეთოდი (MAS). |
ხელმძღვანელი: |
თავზარაშვილი კახაბერ |
მონაწილეები: |
ნოსელიძე ირაკლი,ქაჯაია გიორგი |
საკითხის აქტუალობა: |
წარმოდგენილი პროექტში არჩევანი კეთდება MAS მეთოდზე, რომელიც უფრო მოსახერხებელია ელექტრომაგნიტური რეზონანსების შესასწავლად, სხვადასხვა გეომეტრიული სასაზღვრო პირობების და აგზნების გათვალისწინების შესაძლებლობით, მაშინ როცა, მაგალითად, FDTD მეთოდი მოითხოვს პერიოდული სტრუქტურისთვის სარკული ტიპის საზღვრების მოდელირებას და ამიტომ დამაკმაყოფილებელი სიზუსტის მიღწევას საგრძნობი კომპიუტერული რესურსი ესაჭიროება. პროექტით დაგეგმილი კვლევა გულისხმობს ერთეულ დომენში (უჯრედში) ელექტრომაგნიტური ველის მოდელირებას, ხოლო მის პერიოდულ განზოგადებას უზრუნველვყოფთ შესაბამისი ანალიზური გამოსახულების გამოყენებით. ეს ამცირებს გამოთვლების დროს, რის გამოც რთული სტრუქტურების მოდელირება შესაძლებელი ხდება საშუალო სიმძლავრის კომპიუტერზეც. |
მოსალოდნელი სიახლე: |
სხვადასხვა ფორმის პერიოდულ სტრუქტურებში ელექტრომაგნიტური რეზონანსების გამოკლვევა და რიცხვითი ალგორითმის შემუშავება |
სავარაუდო გეგმა: |
|
დონორი: |
საქართველოს უნივერსიტეტი |
გრანტი: |
„სამეცნიერო კვლევითი პროექტების საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსი“ |
სკოლა/დეპარტამენტი: |
|
დაწყება: |
2023-03-01 |
დასრულება: |
2024-03-01 |
მიზნობრიობა: |
სამეცნიერო |
სტატუსი: |
მიმდინარე |
შედეგი: |
დაფინანსდა |
პროექტის ღირებულება: |
20000 ₾ |
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა: |
|
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა: |
|
დონორისგან მიღებული თანხა: |
|
თანადამფინანსებელი: |
|
თანამშრომლობა/პარტნიორობა: |
|
პუბლიკაცია: |
|