საქართველოს
უნივერსიტეტი

სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: პიროვნული თვითგანსაზღვრის თავისუფლება - რელიგიის გამოხატვის თავისუფლება
მოკლე აღწერა: კვლევის მიზანია სრულყოფილად განისაზღვროს რელიგის გამოხატვის თავისუფლების რეალური ფარგლები. კერძოდ, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების უფლების თანახმად რომელი ქმედება ითვლება რელიგიის ნამდვილ გამოხატვად და რომელი არა, თუკი საერთოდ შესაძლებელია ამ უფლებიდან რაიმე კლასიფიკაციის გამორიცხვა? ამ თვალსაზრისით კვლევის ძირითადი ჰიპოთეზაა მიდგომა, რომლის მიხედვითაც, რელიგიის გამოხატვის უფლება, თავისი არსით, ისეთივე აბსოლუტური და უპირობოა, როგორც რელიგიის ქონის უფლება. უფრო ზუსტად რომ ვთქვათ, ეს არ არის შეზღუდული უფლება საკუთარი ბუნებით, არამედ შეზღუდვადი გარკვეულ გარემოებებში გამოყენებისას, რაც უკიდურესად განსხვავდება ერთმანეთისგან. მართლაც, ერთადერთი მიზეზი, რომელიც რელიგის გამოხატვის თავისუფლებას გარკვეული სახის შეზღუდვებს უქვემდებარებს, განსხვავებით რელიგიის ქონის თავისუფლებისგან, არის ის უბრალო ფაქტი, რომ რელიგიური რწმენსი გამოხატვამ შეიძლება გავლენა მოახდინოს სხვებზე. ხოლო ცნება „სხვები“, თანამედროვე მრავალფეროვან საზოგადოებაში მრავალფეროვან უფლებებსა და ინტერესებს მოიცავს. შესაბამისად, არ შეიძლება არსებობდეს სხვა ლეგიტიმური საფუძველი გარდა აღნიშნულისა, რაც პიროვნების მიერ საკუთარი რელიგიური მრწამსის შესაბამისად ცხოვრების თავისუფლების შეზღუდვას გაამართლებდა.
ხელმძღვანელი: მეტრეველი არჩილ
მონაწილეები:
საკითხის აქტუალობა: საკითხის კვლევის აქტუალობა განპირობებულია ადამიანსი უფლებათა ევროპული სასამართლოს და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს უკანასკნელი გდაწყვეტილებებით. 2017 წლიდან ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე - Osmanoğlu and Kocabaş v. Switzerland, მიღებული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ პიროვნებამ შესაძლოა საკუთარი რელიგიის ლეგიტიმურ გამოხატვად მიიჩნიოს გარკვეული პრატიკა, რომელიც პირდაპირ არ გამომდინარეობს მისი რელიგიის „წმინდა წიგნიდან“. ამ გადაწყვეტილებამ კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ე.წ. „ეროუსმიტის ტესტის“ ქმედითობა, რომელიც („ევეიდას“ გადაწყვეტილებით მნიშვნელოვნად მოდიფიცირებული ვერსიის ჩათვლით) რამდენიმე ათწლეულის მანძილზე წარმოადგენდა რელიგიის გამოხატვის ძირითად ტესტს ევროსასამართლოსთვის. 2020 წელს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ საქმეზე - ნანა სეფაშვილი და ია რეხვიაშვილი საქართველოს პარლამენტისა და საქართველოს იუსტიციის მინისტრის წინააღმდეგ, მიღებული გადაწყვეტილებით დაადგინა, რომ პიროვნებამ შესაძლოა საკუთარი რელიგიის ლეგიტიმურ გამოხატვად მიიჩნიოს გარკვეული პრაქტიკა, რომელსაც ასეთად არ მიიჩნევს ის რელიგიური ინსტიტუტი, რომელსაც პიროვნება თავს მიაკუთვნებს. ეს გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან ათვლის წერტილად იქცა რელიგიის გამოხატვის თავისუფლების ახალი გააზრებებისთვის.
მოსალოდნელი სიახლე: ეს საკითხი, როგორც მიმდინარე სიახლე რელიგიისა და რწმენის თავისუფლების სამართალში, თავისთავად მოითხოვს თანადროულ კვლევას, რომლის შედეგებიც თავმოყრილი იქნება სრულფასოვან მონოგრაფიაში. მონოგრაფია გამოქვეყნდება ქართულ და ინგლისურ ენებზე და ინტეგრირდება სამართლის სასწავლო პროგრამაში.
სავარაუდო გეგმა: კვლევის ძირითადი ნაწილი შესრულებულია ლუვენის ევანგელურ-თეოლოგიურ უნივერსიტეტში კვლევითი ვიზიტის ფარგლებში. ქართულენოვანი მონოგრაფია დასრულდება 2023 წლის 31 დეკემბრამდე და გამოქვეყნდება 2024 წლის პირველ კვარტალში. ინგლისურენოვანი მონოგრაფია დასრულდება 2024 წლის 31 მარტამდე და გამოქვეყნდება 2024 წლის მესამე კვარტალში.
დონორი:
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი: რელიგიის თავისუფლების ინსტიტუტი
დაწყება: 2023-01-01
დასრულება: 2024-09-30
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: მიმდინარე
შედეგი:
პროექტის ღირებულება:
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია: მონოგრაფია (ქართულენოვანი / ინგლისურერნოვანი)

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა