საქართველოს
უნივერსიტეტი

სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: ონლაინ აფთიაქის გამოყენების თაობაზე ინფორმირებულობის დონის შეფასება, საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შორის
მოკლე აღწერა: სამკურნალო მედიკამენტების ინტერნეტ -სივრცით შეძენა, ისევე როგორც, პაციენტების მკურნალობის მიზნით ინტერნეტ სივრცის გამოყენება (e-Health, Telemedicine) გლობალური ჯანმრთელობის მნიშვნელოვანი შემადგენელი კომპონენტია. ბოლო წლების განმავლობაში, კვლევების შედეგად გამოიკვეთა ონლაინ ფარმაციის გამოყენების დადებითი და უარყოფითი მხარეები მსოფლიოში ყოველდღიურად იზრდება მედიკამენტების ინტერნეტსივრცით შეძენის შესაძლებლობა, რომელიც სათავეს იღებს მე- 20 საუკუნის 90-იანი წლებიდან (Nasser F. Alfahad at al., 2015) ონლაინ აფთიქები განსაკუთრებით აქტუალური დღეს გახდა, როცა მთელი მსოფლიო Sars-Cov-2 ვირუსით გამოწვეული COVID-19 დაავადებას ებრძვის.მას შემდეგ, რაც ჯანმო-მ გამოაცხადა, რომ Covid-19 გახდა გლობალური პანდემია, ონლაინ აფთიაქები გახდა, როგორც უაღრესად პოპულარული საშუალება მედიკამენტების შესაძენად, მრავალი ქვეყნის მიერ შემოღებული საკარანტინო ზომების გამო, ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. საქართველოში ონლაინ გაყიდვა შესაძლებელია შემდეგ საათიაქო ქსელში: - პსპ , ავერსი, ჯი-პი-სი, ფარმადეპო და სხვა ონლაინ-აფთიაქის საშუალებით შესაძლებელია გამოვიწეროთ: სამკურნალო მედიკამენტები კოსმეტიკური და მოვლის საშუალებები, ბავშვთა კვება სამკურნალო და სადიაგნოსტიკო მოწყობილობები.
ხელმძღვანელი: ნიკოლეიშვილი ელზა
მონაწილეები: დარახველიძე მარინა,კაჭარავა მარიამ
საკითხის აქტუალობა: ონლაინ აფთიაქების დადებითი მხარეებია : ჯანდაცვის ხელმისაწვდომობა, ნებისმიერი დროს შეკვეთის შესაძლებლობა, კონფიდენციალურობა ფასდაკლებები და სხვადასხვა შეთავაზებები ,დროის და თანხის დაზოგვა აფთიაქში ვიზიტის დროს მომხმარებლის კომფორტი ონლაინ მედიკამენტების შეძენა ხელსაყრელია ისეთი ადამიანებისათვის, რომლებიც სამუშაო პირობებიდან გამომდინარე ვერ ახერხებენ აფთიაქში მისვლას, მოხუცებისთვის, ან მათთვის, ვისაც უჭირს აფთიაქში მისვლა სხვადასხვა მიზეზის (შეზღუდული შესაძლებლობა) გამო. (Chetna Desai 2016) შესაბამისად, ონლაინ აფთიაქების გამოყენება საზოგადოების გარკვეული ნაწილისთვის კომფორტულია. ასევე, მნიშვნელოვანის იმ ადამიანებისთვის ვისაც სხვადასხვა მიზეზის გამო კონფიდენციალურობის დაცვა სურთ. ხშირ შემთხვევაში, ონლაინ აფთიაქის მფლობელები არიან მედიკამენტის მწარმოებლებიც, რაც ხელს უწყობს მედიკამენტის ფასების შემცირებას. ამის გამო, რომ ონლაინ აფთიაქებში მედიკამენტების ფასი შედარებით უფრო იაფია, ეს უფრო მიმზიდველს ხდის მის გამოყენებას. (https://www.faastpharmacy.com/) ინტერნეტ აფთიაქების გამოყენების ტენდენციები შეინიშნება არა მხოლოდ განვითარებულ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ და კანადა, არამედ განვითარებად ქვეყნებშიც. ინტერნეტით გაყიდვების უპირატესობები არ შეიძლება იყოს გადაჭარბებული. მომხმარებელს შეუძლია შეუკვეთოს მისთვის სასურველი მედიკამენტი და კომპანიამ მიწოდება განახორციელოს შემკვეთისთვის მისაღებ დროში, სახლიდან გაუსვლელად, საჭიროების სემთხვევაში კონფიდენციალურობის დაცვით. (https://www.faastpharmacy.com) მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ აფთიაქები თითქმის ორ ათეულ წელზე მეტია ფუნქციონირებს, მოსახლეობას აქვს ინფორმირებულობის დეფიციტი ონლაინ აფთიაქში მედიკამენტების შეძენის შესახებ. (Nasser F. Alfahad at al., 2015) საუდის არაბეთში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა რომ პაციენტების ცოდნა და აღქმა სააფთიაქო სერვისების გამოყენების შესახებ განსხვავებული იყო. გამოკითხულთა უმეტესობამ (70%) არ იცოდა ონლაინ აფთიაქის არსებობის და ფუნქციონირების შესახებ, ხოლო გამოკითხულთა შედარებით მცირე რაოდენობას (30%) ჰქონდა ინფორმაცია სამკურნალო პროდუქტის ონლაინ აფთიაქის საშუალებით შეძენის თაობაზე. საერთო ჯამში, გამოიკვეთა ცოდნის დეფიციტი ონლაინ აფთიაქის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, გამოკითხულთა უმეტესობას პოზიტიური შეხედულება ჰქონდა ონლაინ აფთიქის მიმართ. ამასთან, კმაყოფილების დონე მაღალი იყო მათ შორის, ვისაც უკვე ჰქონდა გამოცდილება, ხოლო გამოკითხულთა 45% მიუთითებდა, რომ მათ მომავალშიც სურვილი ჰქონდათ ონლაინ ფარმაციის გამოყენების.
მოსალოდნელი სიახლე: 1. შერჩეული მეთოდისა და შედგენილი კითხვარის გამოყენებით, დადგინდება ინფორმირებულობის დონე ონლაინ აფთიაქების ფუნქციონირების შესახებ საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შორის 2. საშუალება მოგვეცემა საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შორის ავამაღლოთ ინფორმირებულობის დონე ონლაინ აფთიაქის გამოყენების შესაძლებლობების შესახებ 3. საქართველოს უნივერსიტეტის სტუდენტებსა და აკადემიურ პერსონალს შორის ინფორმირებულობის ამაღლება იმ საფრთხეების შესახებ, რაც შეიძლება გამოიწვიოს ონ ლაინ აფთიაქის ( ოპიოიდების, საძილე და დამამშვიდებელი, ტკივილგამაყუჩებელი და სხვ)არასწორად, არაჯეროვნად გამოყენებამ.
სავარაუდო გეგმა: შესწავლა ანკეტის მომზადება აკადემიური პერსონალის გამოკითხვა სტუდენტების გამოკითხვა მონაცემების შეგროვება მონაცემების დამუშავება შედეგების ანალიზი პრეზენტაცია
დონორი:
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი:
დაწყება: 2022-07-06
დასრულება: 2024-07-08
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: მიმდინარე
შედეგი:
პროექტის ღირებულება: 8700
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია:

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა