საქართველოს
უნივერსიტეტი

სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: „ანტი-დემოკრატიული ულტრამემარჯვენეობის ტრანსნაციონალიზაცია: მახასიათებლები და მექნიზმები აღმოსავლეთ ევროპის მაგალითზე.“
მოკლე აღწერა: მემარჯვენე ნაციონალ-პოპულისტური აქტორები ხშირად ეწინააღმდეგებიან გლობალიზაციის პროცესების. ამავე დროს, მათი განმსაზღვრელი ულტრამემარჯვენე დისკურსი კი ვითარდება, როგორც მზარდად გლობალიზებული ფენომენი, განსაკუთრებით ევროპაში მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულის შემდეგ. ანტიდემოკრატიული იდეების ცირკულაციისა და ადაპტაციის ახლად ხელმისაწვდომი პლატფორმები ხელს უწყობს ადგილობრივ (ეროვნულ) დონეზე წარმოქმნილი ულტრამემარჯვენე დისკურსების ტრანსნაციონალურ ფორმას. ევროპულ კონტექსტში, იდეოლოგიური ცირკულაცია მრავალგანზომილებიანია და მეტყველებს რეგიონის შიგნით გადაჯაჭვულობისა და ურთიერთდამოკიდებულებების კომპლექსურ ბუნებაზე. ეს პროექტი შთაგონებულია ისეთი მეცნიერების ნამუშევრებით, როგორებიც არიან მაკადამი და რუხტი, რომლებიც სოციალური მოძრაობების გავრცელების ანალიზისას ხაზს უსვამენ დიფუზიური პროცესების მნიშვნელობას და „ახალი [სოციალური] მოძრაობებს შორის ტრანსფერებს პირდაპირი და ირიბი გზებით.“ ამრიგად, კვლევითი პროექტი ეცდება გამოიყენოს ტრანსნაციონალური მიდგომა ულტრამემარჯვენე დისკურსის გავრცელების ახალი პერსპექტივის შესათავაზებლად. ამითვის ის ამოდის მუდმივად მზარდი ურთიერთდამოკიდებულებისა და იდეების გადაცემის კონტექსტიდან. ამ პროცესში, აღმოსავლეთ ევროპა და იქ მოქმედი პოლიტიკური აქტორები არა მხოლოდ ეძებენ იდეებსა და დისკურსიულ ჩარჩოებს დასავლეთში, არამედ ქმნიან, გარდაქმნიან, და ამტკიცებენ არალიბერალურ, ანტიდემოკრატიულ დისკურსებს. ამ რეგიონში მთავარი კოლექტიური დაპირისპირება მიმდინარეობს „ლიბერალიზმის“, როგორც გარე ძალის მიმართ, კონსერვატიზმისა და ეროვნული სუვერენიტეტის სახელით. იდეებისა და დისკურსების გავრცელების მექანიზმები მოიცავს დიფუზიის პირდაპირ და არაპირდაპირ გზებს, მედიაციურ (mediated) გამოცდილებას და პოლიტიკური კომუნიკაციის ახალ ქსელებს სოციალურ მედიაში. კვლევითი პროექტისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ტრანსნაციონალიზაციის მდგენელებს, პირობებსა და მახასიათებლებს, ისევე როგორც კონკრეტულ ნარატივებს, რომლებიც „ექსტრა-ნაციონალური“ მნიშვნელობით გვევლინება. ეს უკანასკნელი ფოკუსირებული იქნება არა მხოლოდ თემატური საკითხებისა და ჩარჩოების, კონკრეტული ნარატივების ან დისკურსიული სტრატეგიების ტრანსნაციონალიზაციის დეკონსტრუქციაზე, არამედ საკანონმდებლო პრაქტიკაზეც (მაგ. ავტოკრატიული რეჟიმებიდან, როგორიცაა რუსეთი) და თანმხლებ ლეგიტიმაციის ჩარჩოებზე ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. ამგვარად, კვლევა შეისწავლის ევროპული ინტეგრაციის პროცესში სხვადასხვა დონით ჩართულ სახელმწიფოებში ანტიდემოკრატიული დისკურსებისა და პრაქტიკის დასამკვიდრებლად გამოყენებულ ლეგიტიმაციის სტრატეგიებს და მასში დასავლური ძალების ანტიდასავლურობის როლს. ანტიდემოკრატიული დისკურსის მნიშვნელოვანი ნაწილია „შინაგანი მტრების“ (მეხუთე სვეტი) კონსტრუირება მათი გარე ჯგუფთან გაიგივებითა და დელეგიტიმაციის მცდელობით, რომლესაც ასევე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა კვლევის ფარგელბში.
ხელმძღვანელი: გოზალიშვილი ნინო
მონაწილეები: დავითაშვილი ზურაბ,თოფურია რევაზ,სორდია გიორგი
საკითხის აქტუალობა: In 2021, July 5 marked another hiccup in Georgia’s route toward democratization, not only because of the violence, attacks on the media and homophobia, but also because of the disagreements over the fundamental concepts and principles of democracy or of “Georgianness” that remain unresolved on the 30th anniversary of the country’s independence. During this “counterprotest”, the far-right used not only the discursive narratives and legislative proposals, but also the pictures of and slogans from Hungary’s Viktor Orban, who has become an example of a “true European leader” for the wider spectrum of anti-democratic tendencies in Georgia. Via constructing the ideas of sovereignty, democracy and that of Europe as well, the far-right groups noted then: “democracy is here, now in this street. … So Mr. prime minister, if you are the minister of this people and not of Kelly Degnan (US ambassador to Georgia), then adopt the same anti-LGBT law as in Hungary;” “As in Hungary, an EU country, we want a similar anti-LGBT law.” Since then, in March 2023, the proposed law - that visioned any legal entity acquiring more than 20 percent of its finances from a “foreign power” (a broad definition covering any legal entity not established under Georgian law) to be registered as an “agent of foreign influence” – demonstrated governmental mainstreaming of the anti-democratic discourse as well as the diffusion of legislative practices. While the references were taken from the allegedly US laws, the content and contextual importance of the legislative proposal and concomitant narratives were more in harmony with that of Russia and to lesser extant Hungary. Hence, the above discussed fragments from Georgian case exemplify the tendency of transnationalizing anti-democratic right-wing discourse which appears in the local outlook while being and talked about as an “extra-national” and essentially a foreign phenomenon. While the recent crises (migration, Euro, healthcare, etc,.) are in their nature rather transnational and at times, such as in Covid’s case, infused by the products of globalization, it is interesting to see whether we also have a transnational populist narrative and mobilization around it. Are the crises the critical juncture where the far-right powers borrow and adopt each-other’s discourse and framing for local gains?
მოსალოდნელი სიახლე: ულტრამემარჯვენე ანტი-დემოკრატიული ტენდენციები, ძირითადად, შეისწავლება მისი ქვეყნის კონტექსტით, რომელიც მნიშვნელოვანი და ძირითადი ფაქტორების კომბინაციას წარმოადგენს. თუმცა, ამავე დროს, განსაკუთრებით ისეთ ქვეყნებში, რომელიც განიცდიან დემოკრატიულ ტრანსფორმაციასა და ევროინტეგრაციის განსაზღვრულ დონეს, მნიშვნელოვანია შიდა მოვლენების ტრანსნაციონალური შინაარსისა და გავლენების ანალიზი, ვინაიდან ეს უკანასკენლი ხშირად წარმოადგენს არა მხოლოდ ინსპირაციის, არამედ პოლიტიკური ლეგიტიმაციის იარაღს. იმ კონტექსტში, როდესაც არადემოკრატიული ტენდენციები ევროპის სხვა ქვეყნებში გვთავაზობენ „არადემოკრატიულ წარმატების ფორმულას“, ის მიმზიდველი ხდება მსგავსი მიდრეკილებების მქონე პოლიტიკური აქტორებისთვის რეგიონში, რომელთაც ახალი ლეგიტიმაციისა და პოლიტიკის გატარების ჩარჩო ესახებათ. კვლევითი პროექტის მთავარი სიახლეა ახალი პერსპექტივის შემოტანა ულტრამემარჯვენე არალიბერალური ძალების დისკურსის შესახებ კონცეპტუალურად ახალი - ტრანსნაციონალური პერსპექტივიდან. იდეებისა, ნარატივებისა და საკანონმდებლო ცვლილებების შინაარსის ამ კონტექსტში გადასინჯვა, რომლის შედეგადაც პოლიტიკური დისკურსის სახეცვლილ ბუნებაზე შეგვიძლია მსჯელობა.
სავარაუდო გეგმა: • თეორიული ჩარჩოს ანალიზი და ჩამოყალიბება: 09.2023 – 01.2024; • მეთოდოლოგიის გაწერა (გასააანალიზებელი შემთხვევბის შერჩევა, მონაცემების მოგროვებისა და ანალიზის მეთოდების გაწერა): 02-2024 – 05.2024; • მონაცემების მოგროვება: 05.2024 – 10.2024. • კონფერენციაზე წარდგენა: 05.2024 • კვლევითი მივლინება/fellowship: 10.2024 – 01.2025 (TBC) • ანალიტიკური ნაწილის წერა: 01.2025– 06.2025 • სტატიის დრაფტის გაგზავნა რეფერირებად ჟურნალში: 06-2025 • მიგნებების წარდგენა ადგილობრივ და საერთაშორისო კონფერენციებზე, სხვადასხვა პლატფორმებზე: 07.2025 – 11.2025 • კვლევის ანგარიში, თარგმნა, რედაქტირება და გავრცელება 01.2026 – 07.2026
დონორი: საქართველოს უნივერსიტეტი
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი: პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი,სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
დაწყება: 2023-09-01
დასრულება: 2026-07-01
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: მიმდინარე
შედეგი: არ წარდგენილა
პროექტის ღირებულება: 14000 ლარი
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა: ნაციონალიზმისა და ეთნიკურობის შესწავლის ცენტრი
პუბლიკაცია:

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა