საქართველოს
უნივერსიტეტი

სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: ძალადობის ლეგიტიმაცია. მასა, პანიკა და ხელისუფლება კოვიდ-19-ის პანდემიის დროს
მოკლე აღწერა: კვლევის მიზანია კოვიდ-19 პანდემიის შესწავლა სოციალური-კულტურული და ფილოსოფიური- თვალსაზრისით. პანდემია წარმოადგენს კონტექსტს, რომელიც ავლენს საზოგადოებაში ეთიკური ნორმების სიმწირეს, რასაც თან ახლავს სოციალური დაძაბულობის წარმოქმნა და მთავრობის მიერ რეპრესირებული პოლიტიკის წარმოება საზოგადოების მიმართ. ის, რაც შენიღბული იყო შედარებითი სოციალური სტაბილურობის ჟამს, კერძოდ კი შიში, ძალადობა და ადამიანის ძირითადი უფლებების შელახვა, პანდემიის პირობებში თვალნათლივ იკვეთება და სოციალური ცხოვრების ძირითადი განმსაზღვრელი მექანიზმი ხდება. სწორედ ამ მიზეზით არის პანდემია საინტერესო მოვლენა ადამიანის სუსტი მხარეების შესასწავლად და ჰუმანიტარული კრიზისის გამოსაკვლევად, რომლის დროსაც ადამიანები აღარ მოქმედებენ შენიღბულად, აღარაფერია დასამალი, რადგან სასწორზეა ყველაზე ძვირფასი - ადამიანის სიცოცხლე.
ხელმძღვანელი: კილაძე მაია
მონაწილეები:
საკითხის აქტუალობა: პროექტი აქტუალური ბიოსამედიცინო და სოციალური მეცნიერებების თვალთახედვით, რამეთუ მიზნად ისახავს ის საკითხების გამოკვლევას, რომლებიც მუდმივად წამოიჭრებოდა და მომავალშიც წამოიჭრება პანდემიებისა და ეპიდემიების მსვლელობისას.
მოსალოდნელი სიახლე: კვლევის შედეგად მოხდება იმ ეთიკური და ფსიქოლოგიური ორიენტირების გამოკვეთა, რომლებიც ღირებულებებად ყალიბდებიან პანდემიის დროს და განსაზღვრავენ ადამიანის მოქმედებას ჰუმანიტარული კრიზისის პირობებში.
სავარაუდო გეგმა: პროექტი სამი ნაწილისგან შედგება. პირველ ნაწილში გამოკვლეული იქნება თანამედროვე ცხოვრებისათვის ტექნოლოგიური პროგრესის როლი, ასევე სამედიცინო გამოწვევების ძირითადი შემადგენელი ნაწილები. მეორე ნაწილში შევისწავლით საზოგადოების არსებობას პანდემიის პირობებში. მესამე ნაწილში შევისწავლით საზოგადოების არსებობას პანდემიის დასრულების შემდეგ.
დონორი:
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი:
დაწყება: 2021-03-08
დასრულება: 2023-12-05
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: მიმდინარე
შედეგი: არ წარდგენილა
პროექტის ღირებულება:
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია: სამეცნიერო ინგლისურენოვანი მონოგრაფია საერთაშორისო გამომცემლობაში Peter Lang (Prompt Series)

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა