პროექტის დასახელება: |
დეპორტირებული მესხების ეთნიკური იდენტობის პრობლემა ანტალიის მაგალითზე |
მოკლე აღწერა: |
განსახორციელებული კვლევის მიზანია, ემპირიული კვლევითი მონაცემების თეორიულ სამეცნიერო პოზიციებთან შეჯერებით, გამოავლინოს ის ძირითადი ფაქტორები/მარკერები, რომლებიც განაპირობებენ ანტალიასა და ნასკირალში მცხოვრებ დეპორტირებულ და რეპატრირებულ მესხებში იდენტობის ფორმირებას, შეცვლას ან შენარჩუნებას; შესაბამისად მოხდება მათი იდენტიფიცირება/ კატეგორიზება ღირებულების და კონკრეტული ფუნქციების შესაბამისად რეპატრიანტთა იდენტობის შენარჩუნების ან/ და ცვალებადობის პროცესში; მიღებული შედეგების გათვალისიწინებით გამოვლენილი ფაქტორები მოთავსდება რელევანტურ სამეცნიერო- თეორიულ ჩარჩოში; მოხდება მათი შედარება სამცხე-ჯავახეთში განხორციელებულ კვლევის შედეგებთან და საბოლოო ჯამში, გამოვაქვეყნებ სტატიას
კვლევა აგებული იქნება შემდეგი ჰიპოთეზების მიხედვით:
პირადი თუ ჯგუფის ისტორია, რეგიონისა და მსოფლიო ისტორიის კონტექსტში შეიძლება გავიგოთ და გავაანალიზოთ, როგორც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი ეთნიკური იდენტობის ფორმირების პროცესის, მისი შენარჩუნების, დაცვის თუ ცვლილების თვალსაზრისით;
დეპორტირებული მესხების მიერ მიღებულ და დაჯერებულ ისტორიულ ნარატივს მნიშვნელოვანი როლი აკისრია იდენტობის შენარჩუნების პროცესში;
მათ მიერ ინტერპრეტირებული ისტორია განმსაზღვრელია საკუთარი თავისა თუ ჯგუფის წევრების ეთნიკური მიკუთვნებულობის აღქმისას;
დედის როლი ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ფაქტორია დეპორტირებულ მესხებში იდენტობის ფორმირების პროცესში;
წარსულის ნეგატიური მოვლენები შეიძლება გააზრებული იქნას როგორც ერთ-ერთი გამაერთიანებელი მექანიზმი ჯგუფის იდენტობის შენარჩუნებისთვის;
იდენტობის შენარჩუნების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ფაქტორია გეოგრაფიული არეალი და მასთან დაკავშირებული ემოციები; სივრცე/ადგილი, რეალური ან წარმოსახვითი მეხსიერების შესაბამისად, განსხვავებულია დეპორტირებული მოსახლეობის სხვადასხვა ჯგუფში და შესაძლებელია მისი კატეგორიზება ცალკეული მარკერების მიხედვით, რომლებიც განსაზღვრავენ გეოგრაფიული არეალისადმი მიკუთვნებულობის გრძნობას დეპორტირებულ მესხებში;
სოციალური და/ან კულტურული საზღვრების არსებობა ადგილობრივ მოსახლეობასთან გარკვეულ როლს ასრულებს ჯგუფის იდენტობის შენარჩუნების თვალსაზრისით. |
ხელმძღვანელი: |
წერეთელი მანანა |
მონაწილეები: |
წერეთელი მანანა |
საკითხის აქტუალობა: |
საკვლევი პრობლემა აქტუალურია, რამდენადაც, მიუხედავად ჯერ კიდევ 1999 წელს, ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას, საქართველოს მიერ აღებული დეპორტირებული მესხების რეპატრიაციის და ინტეგრაციის განხორციელების ვალდებულებისა, ეს პროცესი განსაზღვრულ ვადებში ვერ განხორციელდა ან განხორციელდა გარკვეული ხარვეზებით. შესაბამისად, დეპორტირებული მესხების საზოგადოებაში ინტეგრაციისა და რეპატრიაციის პრობლემა კვლავ დგას სახელმწიფოს წინაშე, მათი იდენტობის თავისებურებები კი ერთ-ერთი განმსაზღვრელი კომპონენტია, როგორც თვით-რეპატრიაციის ისე ინტეგრაციის პროცესში. |
მოსალოდნელი სიახლე: |
დეპორტირებული მესხების საკითხი არაერთხელ გამხდარა სხვადასხვა თვალსაზრისით შესწავლის ობიექტი, თუმცა, მათი იდენტობის თავისებურებები მრავალმხრივი პერსპექტივიდან პრაქტიკულად არ არის გამოკვლეული. კვლევის მეცნიერული სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ დეპორტირებული მესხების იდენტობის პრობლემა გააზრებულია, როგორც მრავალწახნაგოვანი ფენომენი რომელსაც შევისწავლ მრავალმხრივი პერსპექტივიდან: ისტორიული მეხსიერება(რეალური თუ წარმოსახვითი), ადგილისა და სივრცისადმი დამოკიდებულება, ემოციების (პოზიტიური და ნეგატიური) მნიშვნელობა იდენტობის კონტექსტში, ქალი/დედის ფუნქცია იდენტობის ფორმირების, შენარჩუნების ან ცვლილების პროცესში. სწორედ ზემოთ დასახელებული მრავალმხრრივი პერსპექტივიდან გამომდინარე ჩამოვაყალიბე ჰიპოთეზები, რომლის დადასტურებას ან უარყოფას ვეცდები განხორციელებული საველე კვლევის შედეგებიდან გამომდინარე. ამასთანავე, აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემი დისერტაციის პროექტის ფარგლებში ვიკვლიე სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები დეპორტირებული მესხები. შესაბამისად, თუ მომეცემა საველე კვლევის წარმოების შესაძლებლობა ანტალიაში, მექნება მოპოვებული ემპირიული მასალების შედარების შესაძლებლობა, რაც ჩემ მიერ დაწერილ როგორც სტატიებს, ასევე მონოგრაფიას აუმაღლებს სამეცნიერო ღირებულებასა და პრაქტიკულ დანიშნულებას. |
სავარაუდო გეგმა: |
კვლევა მოიცავს სამ ძირითად ეტაპს: 1. სამ თვიან საველე კვლევას ანტალიაში; 2. მოპოვებული ემპირიული მასალის ანალიზსა და შედარებას უკვე არსებულ მასალასთან; 3. ანგარიშის წარდგენას; სტატიების გამოქვეყნებას და მონოგრაფიაზე მუშაობის დასრულებას. პროექტისთვის განკუთვნილია ჯამში 12 თვე.
კვლევის გეგმა-გრაფიკი
I ეტაპი
I – III თვე - საველე კვლევა ანტალიაში
IV – V – VI –VIII –VIII ¬თვე - მოპოვებული ემპირიული მასალის ანალიზი და შედარება უკვე არსებულ მასალასთან;
IX –X – XI – XII თვე - ანგარიშის წარდგენა; სტატიების გამოქვეყნება და მონოგრაფიაზე მუშაობის დასრულება. |
დონორი: |
საქართველოს უნივერსიტეტი |
გრანტი: |
|
სკოლა/დეპარტამენტი: |
ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა |
დაწყება: |
2022-01-24 |
დასრულება: |
2023-01-24 |
მიზნობრიობა: |
სამეცნიერო |
სტატუსი: |
მიმდინარე |
შედეგი: |
დაფინანსდა |
პროექტის ღირებულება: |
11500 |
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა: |
3000 |
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა: |
|
დონორისგან მიღებული თანხა: |
|
თანადამფინანსებელი: |
|
თანამშრომლობა/პარტნიორობა: |
|
პუბლიკაცია: |
|