საქართველოს
უნივერსიტეტი

სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: ალტრუიზმისა და ტოლერანტობის კამპარატიული კვლევა ენობრივ ცნობიერებაში: კულტურის, ასაკისა და გენდერის გავლენა კონცეპტთა ვარიაბელურობაზე
მოკლე აღწერა: კვლევის მიზანს წარმოადგენს ალტრუიზმისა და ტოლერანტობის კამპარატიული კვლევა ენობრივ ცნობიერებაში: კულტურის, ასაკისა და გენდერის გავლენა კონცეპტთა ვარიაბელურობაზე. დასახული მიზნის მიღწევა მოითხოვს კვლევის ისეთი ეტაპების განხორციელებას, როგორებიცაა: • კონცეპტის კვლევის მეთოდების მოწესრიგებული და ორგანიზებული მთლიანობის შექმნა; • კონცეპტის კვლევისათვის რელევანტური ყველა მეთოდის კომბინირების შედეგად მიღებულ მონაცემთა ინტეგრირება; • იმ ტიპის მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იქნება კონცეპტის შინაარსის სრულად გახსნისათვის.
ხელმძღვანელი: ტაბატაძე რევაზ
მონაწილეები: წულუკიძე ლიკა
საკითხის აქტუალობა: საკვლევი თემის აქტუალობა განისაზღვრება შემდეგი ფაქტორებით: • ლინგვისტური კვლევის სისტემურობა: ლინგვისტური კვლევის პროცესში სისტემურობის უზრუნველყოფით, კერძოდ კი, კვლევის მეთოდების მიმართ სისტემურ მიდგომის შემუშავებით; • კონცეპტუალური მოდელირება: კონცეპტის მოდელირირების სისრულისა და სისტემურობის უზრუნველმყოფი მეთოდოლოგიის ჩამოყალიბებით, რაც წარმოადგენს თანამედროვე ლინგვისტიკის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრობლემას; • კროს-კულტურული ღირებულება: ალტრუიზმისა და ტოლერანტობის კონცეპტთა აქტუალობით ქართული და ინგლისური ენების მატარებელთა (თბილისი და ლონდონი) ენობრივ ცნობიერებაში; • კომპარატიული ვექტორი: კომპარატიული კვლევით, რაც უზრუნველყოფს ქართული და ინგლისური ენების მატარებელთა (თბილისი და ლონდონი) ენობრივ ცნობიერებაში კონცეპტთა კონფიგურაციის თავისებურებათა გამოვლენას; • კულტურული, ასაკობრივი და გენდერული ფაქტორები: ალტრუიზმისა და ტოლერანტობის კონცეპტთა კონფიგურაციაზე კულტურული, ასაკობრივი და გენდერული ფაქტორების გავლენის იდენტიფიცირებით.
მოსალოდნელი სიახლე: The relevance of the research topic is underscored by several critical factors: • Systematicity in Linguistic Research: This study contributes to the advancement of systematicity within the domain of linguistic research, notably by fostering the development of a systematic approach to research methodologies. • Conceptual Modeling: It addresses the imperative issue of establishing a methodology that ensures the comprehensive and systematic modeling of concepts, which constitutes a paramount concern in contemporary linguistics. • Cross-Cultural Significance: The relevance of the concepts of altruism and tolerance within the linguistic consciousness of both Georgian and English speakers, residing respectively in Tbilisi and London, underscores the cross-cultural significance of this inquiry. • Comparative Insight: The research leverages a comparative approach to discern the distinct configurations of these concepts within the linguistic consciousness of Georgian and English speakers. • Cultural, Age and Gender Factors: Furthermore, the research discerns the impact of cultural, age, and gender factors on the configuration of the concepts of altruism and tolerance, shedding light on the intricate interplay between sociocultural variables and linguistic consciousness.
სავარაუდო გეგმა: ამოცანის დასახელება და ამოცანის შესრულების სავარაუდო დრო თვეების მიხედვით: თვე I: საკვლევი თემისათვის რელევანტური ინფორმაციის მოძიება, სისტემატიზაცია და ანალიზი. თვე II: ლინგვისტური კვლევის პროცესში სისტემურობის უზრუნველყოფა, კერძოდ კი, კვლევის მეთოდების მიმართ სისტემურ მიდგომის შემუშავება. თვეები III–IV: კონცეპტის მოდელირირების სისრულისა და სისტემურობის უზრუნველმყოფი მეთოდოლოგიის ჩამოყალიბება. თვე V: საორიენტაციო შეკითხვების რეპერტუარის განსაზღვრა. თვე VI: ალტრუიზმისა და ტოლერანტობის კონცეპტთა აქტუალობის განსაზღვრა ქართული და ინგლისური ენების მატარებელთა (თბილისი და ლონდონი) ენობრივ ცნობიერებაში რესპოდენტთა გამოკითხვის გზით: თვე VII - X: რესპოდენტთა ინტერვიუების შედეგების ანალიზი - კომპარატიული კვლევა, რაც უზრუნველყოფს ქართული და ინგლისური ენების მატარებელთა (თბილისი და ლონდონი) ენობრივ ცნობიერებაში კონცეპტთა კონფიგურაციის თავისებურებათა გამოვლენას: ა). კულტურული ფაქტორის გავლენის იდენტიფიცირება ქართული და ინგლისური ენების მატარებელთა ენობრივ ცნობიერებაზე; ბ). ასაკის ფაქტორის გავლენის იდენტიფიცირება ქართული და ინგლისური ენების მატარებელთა ენობრივ ცნობიერებაზე; გ). გენდერის ფაქტორის გავლენის იდენტიფიცირება ქართული და ინგლისური ენების მატარებელთა ენობრივ ცნობიერებაზე; თვე XI: ალტრუიზმისა და ტოლერანტობის კონცეპტთა კონფიგურაციაზე კულტურული, ასაკობრივი და გენდერული ფაქტორების გავლენის იდენტიფიცირება. თვე XII: მიღებულ შედეგთა განზოგადება და დასკვნების ფორმულირება.
დონორი:
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი:
დაწყება: 1900-01-01
დასრულება: 1900-01-01
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: წარდგენილი
შედეგი:
პროექტის ღირებულება: 19,760
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა: ლონდონის უნივერსიტეტი / University of London
პუბლიკაცია:

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა