საქართველოს
უნივერსიტეტი

სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: შიდა ქართლის ძეგლებზე არსებული ძველი ქართული ეპიგრაფიკის ნიმუშები. (კასპის მუნიციპალიტეტი)
მოკლე აღწერა: შიდა ქართლი საქართველოს ცენტრალური რეგიონია, იგი რამდენიმე მუნიციპალიტეტისგან (მცხეთა, კასპი, გორი, ქარელი, ხაშური, ცხინვალის და ახალგორის რეგიონი) შედგება; შიდა ქართლი საქართველოს სხვა მხარეებთან შედარებით გამორჩეულად მდიდარია ისტორიული ძეგლებით, აქ არსებული ეკლესია მონასტრების კედლებზე, სტელა-ჯვრებზე, საფლავის ქვებზე ქართული ეპიგრაფიკის მრავალი ნიმუშია შემორჩენილი, რომლებიც ნაწილობრივაა შესწავლილი და სხვადასხვა გამოცემებშია გაბნეული, ამ ინფორმაციის თავმოყრა და ახალი, აქამდე უცნობი წარწერების გამოვლენა, წაკითხვა მნიშვნელოვნად გაამდიდრებს ქართულ ისტორიას. ფაქტობრივად სამეცნიერო მიმოქცევაში შემოვა აქამდე უცნობი პირველწყაროს მნიშვნელობის მასალა. კვლევა განხორციელდება „ქართული წარწერების კორპუსის“ გამოცემისთვის მიღებული მეთოდით რაც მოიცავს - წარწერის წაკითხვის და გადმოწერის შემდგომ მისი ასლის გადატანას პოლიეთილენის ფურცელზე და ფოტოფიქსაციას. შემდგომი ეტაპი - წარწერის დათარიღება და სამეცნიერო კონტექსტში მოქცევაა. წარწერები დალაგდება შინაარსის მიხედვით - საქტიტორო წარწერები, პილიგრიმული მინაწერები, ეპიტაფიები. კორპუსს დაემატება იმ ძეგლების მოკლე სახელოვნებათმცოდნეო კვლევა, რომლებიც არ არის შესწავლილი. კორპუსში არ შევა კედლის მხატვრობის კომპოზიციათა განმარტებითი წარწერები. პროექტი - „შიდა ქართლის ძეგლებზე არსებული ძველი ქართული ეპიგრაფიკის ნიმუშები“ - დიდი, მრავალწლიანი თემაა და ეტაპებად უნდა დაიყოს. პირველ ეტაპზე (3 წლიანი პროექტი) - კასპის მუნიციპალიტეტის (სამთავისის ეპარქია) ძეგლების ეპიგრაფიკის შესწავლაა დაგეგმილი: 1. პირველი წელი - ა) ამ რეგიონის წარწერებზე არსებული ლიტერატურის თავმოყრა; ბ) სამთავისის ტაძრის ეპიგრაფიკის განხილვა სინას მონასტერში აღმოჩენილი ახალი მასალის ფონზე, სამთავისის მონასტერში არქეოლოგიური გათხრების (2005-2012 წწ.) შედეგად გამოვლენილი წარწერები, გ) სამთავისის ახალგამოვლენილი სამნავიანი ბაზილიკის სახელოვნებათმცოდნეო შესწავლა. სამთავნელი ეპისკოპოსის ილარიონ ყანჩაელის აღმშენებლობა სამთავისის ეპარქიაში: იგოეთის სამება, აშურიანის იოანე ნათლისმცემლის მონასტერი, ამ ტაძრების ეპიგრაფიკა; 2. მეორე წელი - კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარე ძეგლების ეპიგრაფიკისა ( მდ. რეხულას, მდ. ქსნის ქვემო წელი) და ნაწილობრივ მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე არსებული ძეგლების (მდ. კავთურის ხეობა) ეპიგრაფიკის შესწავლა. 3. მესამე წელი - ა) მდ. კავთურის, მდ. თეძმის, მდ. ხეხმელას ხეობის ძეგლების ეპიგრაფიკის შესწავლა. ბ) ნაშრომს დაემატება კასპის რაიონის ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული ეპიგრაფიკის ნიმუშები, რომლებიც გამოქვეყნებულია სამეცნიერო ლიტერატურაში გ) ნაშრომის გამოსაცემად მომზადება პროექტი ითვალისწინებს საველე სამუშაოს - ექსპედიციების სახით
ხელმძღვანელი: გაგოშიძე გიორგი
მონაწილეები:
საკითხის აქტუალობა: შიდა ქართლის ძეგლებზე არსებული ეპიგრაფიკის ნიმუშები მნიშვნელოვანი პირველწყაროა საქართველოს, კავკასიის და მახლობელი აღმოსავლეთის ისტორიის შესასწავლად. ამდენად ამ ინფორმაციის თავმოყრა და ახალი, აქამდე უცნობი წარწერების გამოვლენა - წაკითხვა მნიშვნელოვნად გაამდიდრებს ქართულ ისტორიას.
მოსალოდნელი სიახლე: პროექტი ითვალისწინებს შიდა ქართლის რეგიონის ძეგლებზე არსებული ეპიგრაფიკის ნიმუშების სრულ აღნუსხვა დოკუმენტირებას და სამეცნიერო მიმოქცევაში გაშვებას. შედეგად გამოვლინდება მრავალი საქტიტორო წარწერა, ისტორიული ფაქტი.
სავარაუდო გეგმა: კასპის მუნიციპალიტეტის ძველი ქართული ეპიგრაფიკის ნიმუშები: 1. პირველი წელი - ა) ამ რეგიონის წარწერებზე არსებული ლიტერატურის თავმოყრა; ბ) სამთავისის ტაძრის ეპიგრაფიკის შესწავლა, სინას მონასტრის ახლადგამოვლენ, სამთავისის მონასტერში არქეოლოგიური გათხრების (2005-2012 წწ.) შედეგად გამოვლენილი წარწერები, გ) სამთავისის ახალგამოვლენილი სამნავიანი ბაზილიკის სახელოვნებათმცოდნეო შესწავლა. სამთავნელი ეპისკოპოსის ილარიონ ყანჩაელის აღმშენებლობა სამთავისის ეპარქიაში: იგოეთის სამება, აშურიანის იოანე ნათლისმცემლის მონასტერი, ამ ტაძრების ეპიგრაფიკა; 2. მეორე წელი - კასპის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდ. მტკვრის მარცხენა ნაპირზე მდებარე ძეგლების ეპიგრაფიკისა ( მდ. რეხულას, მდ. ქსნის ქვემო წელი) და ნაწილობრივ მდ. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე არსებული ძეგლების (მდ. კავთურის ხეობა) ეპიგრაფიკის შესწავლა. 3. მესამე წელი - ა) მდ. კავთურის, მდ. თეძმის, მდ. ხეხმელას ხეობის ძეგლების ეპიგრაფიკის შესწავლა. ბ) ნაშრომს დაემატება კასპის რაიონის ოკუპირებული ტერიტორიებზე არსებული ეპიგრაფიკის ნიმუშები, რომლებიც გამოქვეყნებულია სამეცნიერო ლიტერატურაში გ) ნაშრომის გამოსაცემად მომზადება პროექტი ითვალისწინებს საველე სამუშაოს - ექსპედიციების სახით
დონორი: საქართველოს უნივერსიტეტი
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი: თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტი
დაწყება: 2022-05-01
დასრულება: 2025-05-01
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: მიმდინარე
შედეგი:
პროექტის ღირებულება:
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა: ცალკეულ საკითხებზე გათვალისწინებულია თანამშრომლობა საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრთან, საქართველოს საპატრიარქოსთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან.
პუბლიკაცია:

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა