საქართველოს
უნივერსიტეტი

სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: კრიტიკული დისკურსის ანალიზი როგორც გენდერული სტერეოტიპების კვლევის კონცეპტუალური ჩარჩო პოლიტიკურ, ბიზნეს და მედია დისკურსში
მოკლე აღწერა: პროექტი მიზნად ისახავს კრიტიკული დისკურსის ანალიზის კვლევას, როგორც გენდერული სტერეოტიპების კვლევის კონცეპტუალურ ჩარჩოს პოლიტიკურ, ბიზნეს და მედია დიკურსში.
ხელმძღვანელი: ტაბატაძე რევაზ
მონაწილეები: კუტალია ეკატერინე,კუტალია მაკა,ნატროშვილი თამარი
საკითხის აქტუალობა: კვლევის აქტუალობა განისაზღვრება შემდეგი ფაქტორებით: 1. კრიტიკული დისკურსის ანალიზი, როგორც თვისებრივი ანალიტიკური მიდგომა აღწერს იმ საშუალებების, რომლითაც კონსტუირდებიან, ნარჩუნდებიან და კანონდებიან სოციალური უთანასწორობის აღმნიშვნელი ლინგვისტური ერთეულები; არსებული საშუალებების სიღრმისეული კვლევა თანამედროვე ლინგვისტურ საზროვნო სივრცეში ჯერ არ ჩატარებულა; 2. გენდერული სტერეოტიპების კვლევა პოლიტიკურ, ბიზნეს და მედია დისკურსში თანამედროვე ლინგვისტური პრაგმატიკის, სემანტიკის, სოციოლინგვისტიკის, კოგნიტური ლინგვისტიკისა და ლინგვოკულტუროლოგის, როგორც ლინგვისტიკის დარგების, უმნიშვნელოვანესია ნაწილია; 3. კრიტიკული დისკურსის ანალიზი, როგორც კვლევის კონცეტუაპური ჩარჩო გამოიჩევა მისი სანდოობითა და ვალიდურობით, თუმცა მისი პრაქტიკული აპლიკაცია გენდერული სტერეოტიპების კვლევისას პოლიტიკურ, ბიზნეს და მედია დისკურსებში არ მომხდარა; 4. მედიის პოლიტიკური და ბზინეს დისკურსის ლინგვისტური საშუალებების ანალიზის პრობლემა მჭიდრო კავშირშია პროპაგანდის, იდეოლოგიის, საინფორმაციო ომისა და საზოგადოებრივი ცნობიერების მანიპულაცციის ლინგვისტურ ხერხებთან, რომლებიც, ხშირ შემთხვევაში, გენდერული ნიშნის საფუძველზე კონსტრუირდებიან. დასახული მიზნების მიღწევა შესაძლებელია: 1. კრიტიკული დისკურსის ანალიზის, როგორც საკვლევი ობიექტის კონცეპტუალური ჩარჩოს იდენტიპიცირებით პოლიტიკურ, ბიზნეს და მედია დისკურსში; 2. პოლიტიკური და ბიზნეს დაპირისპირების კვლევის კატეგორიული აპარატის დაზუსტებით კრიტიკული დისკურსის ანალიზის ფარგლებში; 3. გენდერული სტერეოპიტების კვლევით სხვადასხვა სოციალურ და კულტურულ კონტექსტში; 4. პოლიტიკური პოლემიკის პრაგმალინგვისტური და სოციოკოგნიტური ანალიზით; 5. ინგლისურ და ქართულ მედია საშუალებებში გენდერით დეტერმინირებული ლინგვისტური ერთეულების კვლევით. The relevance of the research is determined by the following factors: 1. Critical discourse analysis as a qualitative analytical approach describes the means by which linguistic units denoting social inequality are constructed, maintained and enacted; An in-depth study of existing tools in the modern linguistic thought space has not yet been conducted; 2. The study of gender stereotypes in political, business and media discourse is an important part of modern linguistic pragmatics, semantics, sociolinguistics, cognitive linguistics and linguocultural studies, as the branches of linguistics; 3. Critical discourse analysis as a conceptual research framework is distinguished by its reliability and validity, although its practical application in researching gender stereotypes in political, business and media discourses has not implemented; 4. The problem of analyzing the linguistic means of the media's political and public discourse is closely related to the linguistic methods of propaganda, ideology, information war and manipulation of public consciousness, which, in many cases, are constructed on the basis of a gender sign. The set goals can be achieved by: 1. identifying the conceptual framework of critical discourse analysis as a research object in political, business and media discourse; 2. specifying the categorical apparatus of political and business conflict research within the framework of critical discourse analysis; 3. studying gender stereotypes in different social and cultural contexts; 4. conducting pragmalinguistic and sociocognitive analysis of political polemics; 5. studying linguistic units determined by gender in English and Georgian media.
მოსალოდნელი სიახლე: კვლევის მეცნიერული სიახლე განისაზღვრება კრიტიკული დისკურისის ანალიზის, როგორც კონცეპტუალური ჩარჩოს კონსტრუირებითა და აპლიკაციით სხვადასხვა კონცეპტთა კვლევის პროცესში ისევე როგორც იმ ლინგვისტური მექანიზმების იდენტიფიცირებით, რომლებიც გავლენას ახდენს პოლიტიკური, ბიზნეს და მედია დისკურსში პროდუცირებული ან/და რეპროდიცირებული იდეოლოგიების მანიპულაციურ ხაზიათზე ფემინისტური თუ მასკულინური სტერეოტიპების ჩამოყალიბების პროცესში. კვლევის თეორიული ღირებულება კვლევის თეორიული ღირებულება განისაზღვრება პოლიტიკური და ბიზნეს დისკურსის ჟანრების დაზუსტებით, მეცნიერული ცოდნის ექსპანსიით ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორებიცაა გენდერული სტერეოტიპების პრაგმალინგვისტური და სემანტიკური ანალიზი, ფემინისტური და მასკულინური ლინგვისტური ერთეულების კვლევა ლინგვისტიკაში ისევე როგორც გენდერული სტერეოტიპების ლინგვოკულტურული და ლინგვოკოგნიტური კვლევა და სხვა. კვლევის პრაქტიკული ღირებულება კვლევის პრაქტიკული ღირებულება განისაზღვრება კვლევის შედეგების გამოყენებით ისეთ სალექციო კურსებში, როგორებიცაა ენის თეორია, სემანტიკა და ლინგვისტური პრაგმატიკა, სტილისტიკა, სოციოლინგვისტიკა, კოგნიტური ლინგვისტიკა, ლინგვოკულტუროლოგია, გენდერული ლინგვისტიკა და გენდერის კვლევები. კვლევის მასალა შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ისეთ დისციპლინებში, როგორებიცაა ფსიქოლოგია, სოციოლოგია, კონფლიქტოლოგია, ანთროპოლოგია და პოლიტიკური მეცნიერები. The scientific novelty of the research is determined by the construction and application of critical discourse analysis in modern linguistics as a conceptual framework while studying various concepts, as well as by identifying the linguistic mechanisms that influence the manipulative ideologies produced and/or reproduced in political, business and media discourse in the process of forming gender stereotypes. Theoretical significance of the research The theoretical significance of the research is determined by the clarification of genres of political and business discourse, expansion of scientific knowledge regarding the issues such as pragmalinguistic and semantic analysis of gender stereotypes, research of feminist and masculine linguistic units, as well as lingucultural and linguocognitive research of gender stereotypes, etc. Practical significance of the research The practical significance of the research is determined by using the research results in the following lecture courses: theory of language, semantics and linguistic pragmatics, stylistics, sociolinguistics, cognitive linguistics, linguistics, gender linguistics, and gender studies. Research material may be used in psychology, sociology, conflict studies, anthropology and political science.
სავარაუდო გეგმა: I წელი (I-VI თვე): კრიტიკული დისკურსის ანალიზის, როგორც საკვლევი ობიექტის კონცეპტუალური ჩარჩოს იდენტიპიცირება პოლიტიკურ, ბიზნეს და მედია დისკურსში. I წელი (VII-XII თვე): პოლიტიკური და ბიზნეს დაპირისპირების კვლევის კატეგორიული აპარატის დაზუსტება კრიტიკული დისკურსის ანალიზის ფარგლებში. II წელი (I- XII თვე): გენდერული სტერეოპიტების კვლევა სხვადასხვა სოციალურ და კულტურულ კონტექსტში. III წელი (I-VI თვე): პოლიტიკური პოლემიკის პრაგმალინგვისტური და სოციოკოგნიტური ანალიზი. III წელი (VII-XII თვე): ინგლისურ და ქართულ მედია საშუალებებში გენდერით დეტერმინირებული ლინგვისტური ერთეულების კვლევა.
დონორი:
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი: ევროპული ენების და ფილოლოგიის დეპარტამენტი
დაწყება: 2023-01-05
დასრულება: 2024-01-05
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: მიმდინარე
შედეგი:
პროექტის ღირებულება:
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია:

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა