საქართველოს
უნივერსიტეტი

სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: საკორპორაციო სამართალი სამოსამართლო სამართალში
მოკლე აღწერა: სამეცნიერო-კვლევითი პროექტი ემსახურება სამოსამართლო სამართლის შესწავლას საკორპორაციო სამართლის აქტუალური საკითხების თაობაზე და შესაბამისი სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნებას. ძირითადი აქცენტი გაკეთდება სასამართლო პრაქტიკის ისეთი საკითხების შესწავლასა და ანალიზზე, რაზედაც ერთნაირი მიდგომა აქვთ ძველ და ახალ „მეწარმეთა შესახებ“ კანონებს, ასევე რასაკვირველია, ახალი „მეწარმეთა შესახებ“ კანონის საფუძველზე შექმნილ სასამართლო პრაქტიკაზე.
ხელმძღვანელი: ლაზარაშვილი ლალი
მონაწილეები: მესხიშვილი ნინო
საკითხის აქტუალობა: საკითხი აქტუალურია, რამდენადაც ახალი ამოქმედებულია „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 2 აგვისტოს კანონი და მისი ნორმების სწორი ინტერპრეტაცია დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, სამოსამართლო სამართალში როგორ განიმარტება და აღიქმება ამ ნორმების ნამდვილი შინაარსი. ასევე, აღნიშნული პრაქტიკა გაანალიზდება კრიტიკული თვალსაზრისით, რაც ასევე ხელს შეუწყობს მომავალში ამ საკითხებზე სწორი პრაქტიკის დანერგვას.
მოსალოდნელი სიახლე: პროექტი ემსახურება „მეწარმეთა შესახებ“ ახალი კანონის ნორმების პრაქტიკაში სწორად გამოყენების ხელშეწყობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია სამეწარმეო ურთიერთობების სწორი განვითარებისთვის და მთლიანად, ბიზნესის ეფექტური ფუნქციონირებისთვის.
სავარაუდო გეგმა: მოცემული პროექტი მიზნად ისახავს დამუშავდეს ისეთი საკითხები, როგორიცაა: დერივაციული სარჩელი სამოსამართლო სამართალში; კაპიტალურ საზოგადოებათა მართვის სისტემები; პარტნიორის უფლებები; ხელმძღვანელთა მოვალეობები. გეგმის კორექტირება მოხდება მუშაობის კვალდაკვალ. პროექტის წარმართვას შესაბამისი სასამართლო პრაქტიკის დამუშავებით დაეხმარება ასოცირებული პროფესორი ნინო მესხიშვილი.
დონორი:
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი: საერთაშორისო ბიზნეს სამართლის დეპარტამენტი,სამართლის სკოლა
დაწყება: 2023-01-01
დასრულება: 2026-01-01
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: მიმდინარე
შედეგი:
პროექტის ღირებულება:
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია: პროექტის ფარგლებში მოხდება სტატიების გამოქვეყნება

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა