საქართველოს
უნივერსიტეტი

სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: მშობელ-მასწავლებელთა პარტნიორული ურთიერთობის ბარიერები და მათი დაძლევის გზები
მოკლე აღწერა: ჩვენი სამწლიანი კვლევის მიზანია არსებული წინააღმდეგობების დადგენა მშობელ- მასწავლებელთა ურთიერთობის სფეროში, რომლებიც ხელს უშლიან მათ ეფექტურ თანამშრომლობას რეალური პედაგოგიური პრობლემების მოგვარების თვალსაზრისით მიმდინარე სასწავლო საქმიანობაში და მათი პრევენციისათვის ეფექტური საშუალებების დაგეგმვას, შემუშავებასა და გამოცდას. კვლევები ჩატარდება ქალაქ თბილისის განსხვავებული ტიპისა და სტატუსის მქონე სკოლებში და ძირითადად შეეხება დაწყებითი სკოლის საფეხურზე არსებულ მდგომარეობას. კერძოდ, ჩვენ გვაინტერესებს თუ რა სახის ბარიერები არსებობს მშობელ-მასწავლებელთა ეფექტური ურთიერთობისა და პარტნიორობის თვალსაზრისით. კვლევის საფუძველზე ჩამოყალიბდება მშობელ-მასწავლებლის ურთიერთობის ისეთი მოდელი, რომელშიც გათვალისწინებული და ასახული იქნება არსებული ბარიერების დაძლევის კონკრეტული გზები და საშუალებები. ამის საფუძველზე მომზადდება ეფექტური პარტნიორობის მოდელის განხორციელებისათვის საჭირო მასალები, შემუშავდება, განხორციელდება და შეფასდება პარტნიორობის რეალურ პრობლემებზე მორგებული ინტერვენციის სტრატეგია.
ხელმძღვანელი: დუნდუა შალვა
მონაწილეები:
საკითხის აქტუალობა: მშობლისა და მასწავლებლის სწორი, გამანრთული ურთიერთობა წარმოადგენს ბავშვის აკადემიური, სოციალური და მორალურ-ემოციური განვითარების ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს წინაპირობას. სკოლასა და ოჯახს შორის არსებული გაუგებრობები, წინააღმდეგობები, ბარიერები და კონფლიქტები ხელს უშლიან სწავლისა და პიროვნული განვითარებისათვის აუცილებელი გარემოს შექმნას სკოლასა და ოჯახში. ამიტომ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს სკოლასა და ოჯახს, მშობელსა და მასწავლებელს შორის პარტნიორული ურთიერთობის ჩამოყალიბებისა და განვითარების ამოცანა. საბოლოო ანგარიშში მნიშვნელოვანია მშობელ-მასწავლებლის პარტნიორული ურთიერთობის ისეთი მოდელის შექმნა და დანერგვა, რომელიც შეძლებდა ორივე მხარის არსებული პოტენციალის მიზანმიმართულად, სტრატეგიულად და სისტემურად გამოყენებას ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე.
მოსალოდნელი სიახლე: თანამედროვე პედაგოგიური კვლევებისა და არსებული რეალური პრაქტიკის შესწავლის საფუძველზე გამოიკვეთება მშობელ-მასწავლებელთა ურთიერთობის ის ფაქტორები, რომლებიც ამ სფეროს ქართულ რეალობაში აქამდე შესწავლილი და გამოყენებული არ ყოფილა. ჩამოყალიბდება მშობელ-მასწავლებლის ურთიერთობის ისეთი მოდელი, რომელშიც ასახული იქნება თამანედროვე კვლევისა და მსოფლიოს სხვადასხვა საგანმანათლებლო სისტემებში არსებული საუკეთესო პრაქტიკის ნიმუშები. შეიქმნება სასწავლო მასალები და სახელმძღვანელო საშუალებები მასწავლებლებისა და განსაკუთრებით მშობლების მოსამზადებლად თანამედროვე პედაგოგიურ ცოდნაზე დამყარებულ, გააზრებულ პარტნიორულ ურთიერთობებში პროგრესის მისაღწევად.
სავარაუდო გეგმა: სამწლიანი კვლევითი პროექტის პირველი წელი დაეთმობა არსებული მდგომარეობის შესწავლას მშობელ მასწავლებლის ურთიერთობის სფეროში და მშობელ-მასწავლებელთა პარტნიორობის ოპტიმალური მოდელის (პროტოტიპის) შემუშავებას. მეორე წელს შეიქმნება რელევანტური მასალები და დამხმარე საშუალებები მოდელში ჩამოყალიბებული ნიშნულების შესაბამისად. დაიგეგმება ინტერვენციის სტრატეგია, რომლის მიზანიც იქნება მხარეთა მომზადება პარტნიორობისათვის მოდელის ნიშნულების შესაბამისად. მესამე წელს განხორციელდება დაგეგმილი ინტერვენცია, შეფასდება მისი შედეგები და დადგინდება შემდგომი კვლევითი საჭიროებები და მიზნები.
დონორი:
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი: განათლების მეცნიერებათა დეპარტამენტი,ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა
დაწყება: 2022-05-01
დასრულება: 2026-05-01
მიზნობრიობა: საგანმანთლებლო
სტატუსი: მიმდინარე
შედეგი:
პროექტის ღირებულება:
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია: იგეგმება პუბლიკაციები, მშობელ-მასწავლებელთა დამხმარე სახელმძღვანელოს გამოცემა.

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა