საქართველოს
უნივერსიტეტი

სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: საქართველოს უსაფრთხოების და თავდაცვის ოპტიმალური სისტემის მოწყობის კვლევითი პროექტი
მოკლე აღწერა: პროექტის ფარგლებში მოხდება საქართველოს უსაფრთხოების გარემოს ობიექტურიშეფასების საფუძველზე ქვეყნისთვის ოპტიმალური თავდაცვის და უსაფრთხოების მოდელის შემუშავება. აღნიშნული გულისხმობს ისეთი მოდელის დადგენას, რომელიც ერთის მხრივ ყველაზე უკეთ გასცემს პასუხს არსებულ და მოსალოდნელ საფრთხეებს და გამოწვევბს ფინანსური შეზღუდევბის გარეშე; ხოლო მეორეს მხრივ წარმოდგენილი იქნება ალტერნატიული ვარიანტი, რომელიც ფინანსურ -რესურსობრივი შეზღუდვების გათვალისწინებით მეტნაკლებად რეალისტურ სურათს დადებს განსაკუთრებით შეიარაღებული ძალების შესაძლებლობებისა და ამოცანების შესრულების თვალსაზრისით. პროექტში ასევე გათვალისწინებულია ინსტიტუციური დახვეწის (თავდაცვის/უსაფრთხოების პოლიტიკის და დაგეგმვის), საპარლამენტო (დემოკრატიული) კონტროლის და უწყებათშორისი თანამშრომლობის გაუმჯობესების წინადადებები.
ხელმძღვანელი: ძებისაშვილი შალვა
მონაწილეები: ბილანიშვილი გიორგი,სოფრომაძე ვაჟა
საკითხის აქტუალობა: თემის აქტუალურობა: პროექტის ძირითადი ფოკუსი იქნება საქართველოს უსაფრთხოებისთვის მნიშნელოვანი პროცესები და ტენდენციები როგორც გლობალური ასევე რეგიონალური მასშტაბით. მათთან მჭიდრო კონტექსტში გაანალიზდება ქვეყნისათვის ძირითადი სამხედრო და არასამხედრო ხასიათის საფრთხეები და მოსალოდნელი რისკები. აღნიშნული პროცესებისა და სხვადასხვა სახის საფრთხეების იდენტიფიცირება-განხილვა და ოპტიმალური თავდაცვის და უსაფრთხოების მოდელის შემუშავება მნიშვნელოვანია იმ ასპექტების დასადგენად, რაც გადამწყვეტ როლს თამაშობს და ითამაშებს კიდეც მომავალში ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის. ამავე დროს, შესაძლებელია გახდება საერთაშირისო თუ ქვეყნის შიდა პოლიტიკის შესაბამის სფეროებში ადეკვატური ნაბიჯების დაგეგმვა და მაქსიმალური მომზადება პოტენციური საფრთხეებისა და რისკების გასანეიტრალებლად.
მოსალოდნელი სიახლე: პროექტის ფარგლებში მოხდება საქართველოს წინაშე არსებული საფრთხეების და გამოწვევების შეფასება და შემუშავდება ქვეყნისთვის ოპტიმალური თავდაცვის და უსაფრთხოების მოდელი.
სავარაუდო გეგმა: პროექტოს ხანგრძლივობა - 6 თვე. 1-5 თვე - ყოველკვირეულ რეჟიმში ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრა. 6 თვე - პუბლიკაციის რედაქტირება და გამოქვეყნება.
დონორი:
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი:
დაწყება: 2023-05-01
დასრულება: 2023-10-01
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: მიმდინარე
შედეგი:
პროექტის ღირებულება: 37,200
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია:

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა