პროექტის დასახელება: |
ქართული ენის ირანულ ნასესხობათა ეტიმოლოგიური ლექსიკონი |
მოკლე აღწერა: |
უხსოვარი დროიდან საქართველოს მჭიდრო ისტორიული, პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობა ჰქონდა ირანულ ცივილიზაციასთან, რის შედეგადაც საუკუნეების განმავლობაში ათასობით ირანული ლექსიკური ერთეული დამკვიდრდა ქართულ სალიტერატურო და სამეტყველო ენაში.
ძველი ირანული, კიმერული, სკვითური, მიდიური, ძველი სპარსული, პართული, საშუალო სპარსული, ახალი სპარსული და ალანურ-ოსური ენებიდან ნასესხები ირანული ლექსიკური ერთეულები XIX საუკუნის ბოლომდე ინტენსიურად გამოიყენებოდა ქართულ ენაში და მათი გარკვეული ნაწილი დღევანდელი ქართული ენის აქტიურ ლექსიკურ ფონდს მიეკუთვნება.
XX საუკუნის დასაწყისიდან დაიწყო ქართულ ენის ირანულ ნასესხობათა ფაქტობრივი შესწავლა, რომელიც წარმატებით გრძელდება დღემდე. ცნობილმა ქართველმა და უცხოელმა მეცნიერებმა რამდენიმე მნიშვნელოვანი სამეცნიერო კვლევა მიუძღვნეს ირანულ-ქართულ ლინგვისტურ კონტაქტებს, რაც ზოგადად განაპირობებს ირანული ლინგვისტური კვლევების განვითარებას საქართველოში. ირანული ნასესხობების ზოგიერთი ანალიზი გაფანტულია სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომებში, რომლებიც ხშირ შემთხვევაში შეიცავენ ეტიმოლოგიურ, სემანტიკურ, ფონეტიკური და სხვა უზუსტობებს.
მიუხედავად ქართული ირანისტიკის მსოფლიო დონისა და არსებული მრავალფეროვანი სამეცნიერო ლიტერატურისა, დღემდე არ არსებობს ქართულ ენაში ირანულ ნაესესხობათა შესახებ უნივერსალური და სრული მონოგრაფიული კვლევა.
ირანული ნასესხობათა განსაკუთრებით ძველი ირანული, კიმერული, სკვითური, მედიური, ძველი სპარსული, პართული, საშუალო ირანული, ახალი სპარსული და ალანურ-ოსური, ღრმა ეტიმოლოგიურ-სემანტიკური შესწავლა, სესხების ისტორიული პირობების სწორად და ნათლად გააზრებას, ნასესხობათა ქართულ ენაში შემოსვლისა და დამკვიდრების პერიოდის განსაზღვრას უაღრესად დიდი მნიშვნელობა აქვს საქართველოს ზოგადისტორიული, კულტურული და ქართული ენის ისტორიული განვითარების პროცესის შესასწავლად. ქართული ენის მონაცემები აგრეთვე, უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება ირანული ენების დაკარგული და მივიწყებული ძირების აღდგენ პროცესში.
წარმოდგენილი პროექტის მიზანია ქართულ ენაში ირანულ ნასესხობათა ეტიმოლოგიურ-სემანტიკური ანალიზის ამსახველი ღირებული ისტორიულ-ლინგვისტური მონოგრაფიული კვლევის განხორციელება და გამოცემა. ნაშრომი დაეხმარება მრავალ სპეციალისტს ირანულ-ქართული და ირანულ-კავკასიური ლინგვისტიკის სხვადასხვა ასპექტის კვლევაში, იქნება განკუთვნილი ფართო ჰუმანიტარული სამეცნიერო საზოგადოებისთვის და დაეხმარება აღმოსავლეთმცოდნეებს, ძირითადად ქართული ენის, ლიტერატურისა და ისტორიოგრაფიის, ქართულ-ირანული ლინგვისტური კონტაქტების, ნასესხები ლექსიკის საერთო ირანული და ქართული ლექსიკის ეტიმოლოგიისა და სემანტიკის, ირანული ცივილიზაციის საქართველოში და კავკასიაში ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობისა და თვითმყოფადობის და სხვა საკითხების მკვლევარებს. |
ხელმძღვანელი: |
ჭულუხაძე ალექსანდრე |
მონაწილეები: |
|
საკითხის აქტუალობა: |
პროექტის განხორციელების შემთხვევაში ირანულ-ქართული საენათმეცნიერო კვლევების ისტორიაში პირველად მოამზადდება და გამოიცემა ისტორიული, ეტიმოლოგიური და სემანტიკური ანალიზის ამსახველი მაღალი სამეცნიერო ღირებულების მქონე მონოგრაფიული გამოკვლევა ქართული ენის ირანულ ნასესხობათა შესახებ.
მოხდება ირანულ ნასესხობათა ქართულ ენაში დამკვიდრების დროისა და გზების განსაზღვრა და დაზუსტება. მათი შემდგომი სემანტიკური განვითარებისა და გამოყენების სიხშირის ზუსტი განმარტება შესაძლებლობას მოგვცემს დავაზუსტოთ ირან-საქართველოს ისტორიული, პოლიტიკური, ენობრივი და კულტურული ურთიერთობების ზოგადი პირობები.
კვლევის შედეგად მიღებული მონაცემების ღრმა ანალიზით და ახალი ლინგვისტური არგუმენტების დახმარებით შესაძლებელი იქნება ორმხრივი ისტორიული, კულტურული, ეთნოგრაფიული, პოლიტიკური, სამხედრო, ეკონომიკური და სხვა სახის ურთიერთობების ბევრი საკითხის სწორი აღქმა და გაგება. |
მოსალოდნელი სიახლე: |
|
სავარაუდო გეგმა: |
1. კვლევის მეთოდების შესაბამისობა პროექტის მიზნებთან და ამოცანებთან
ზემოაღნიშნული მიზნები და პრობლემები შესრულდება თანამედროვე ჰუმანიტარულ მეცნიერებაში აპრობირებული მეთოდების საფუძველზე. იმის გამო, რომ კვლევითი საგანი მიეკუთვნება ფილოლოგიურ და ლინგვისტურ სფეროებს, ზოგადად, ისტორიულ-შედარებითი და სხვა მეთოდების გამოყენებით შესაძლებელი იქნება ქართულ ენაში ირანული ნასესხობების სრულყოფილი შესწავლა.
2. პროექტით გათვალისწინებული მონოგრაფიული კვლევის შესრულება მოიცავს შემდეგ ეტაპებს:
2.1 ქართულ ენაში ირანული ნასესხობებისადმი მიძღვნილი არსებული სამეცნიერო ნაშრომების დამუშავება;
2.2 უზუსტობების გასწორება და მიღებული ახალი მასალით შევსება;
2.3 ირანული ნასესხობების ზოგადი რაოდენობის განსაზღვრა ქართულ ენაში;
2.4 V-XIX საუკუნეების ქართული ლიტერატურული და ეპიგრაფიკული ძეგლებიდან მიღებული ლექსიკური კორპუსის, ისტორიული დოკუმენტების შედარება თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის არნოლდ ჩიქობავას სახელობის ენათმეცნიერების ინსტიტუტის, ავსტრიის მეცნიერებათა აკადემიის ირანისტიკის ინსტიტუტის ლექსიკურ ფონდთან და სხვა მნიშვნელოვანი სამეცნიერო ცენტრების მონაცემებთან;
2.5 ქართულ ენასა და ლიტერატურაში კონკრეტული ლექსიკური ერთეულის შემოსვლის გზების, მიახლოებითი პერიოდის, გამოყენების სიხშირისა და სემანტიკური თავისებურებების დადგენა;
2.6 მიღებული ლექსიკური კორპუსის ისტორიული და ეტიმოლოგიურ-სემანტიკური შედარება კავკასიურ, ინდოევროპულ (ძველი ბერძნული, ლათინური, სომხური და სხვ.), სემიტური (აქადური, ასურულ-ბაბილონური, არამეული და სხვ.) და თურქულ-მონღოლური ენების მონაცემებთან.
კვლევითი პროექტის განხორციელების სხვადსხვა ეტაპზე ჩართულნი იქნებიან საქართველოს უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის დეპარტამენტის პროფესორ-მასწავლებლები და პროგრამის ირანისტიკის მიმართულების სტუდენტები
კვლევითი პროექტის განსახორციელებლად და სრული მონოგრაფიული ვერსიის ორივე ტომის მოსამზადებლად და გამოსაცემად განისაზღვრა 36 თვე (XII კვარტალი)
I-VII კვარტალი - პროექტით გათვალისწინებული სამეცნიერო და სპეციალური ლიტერატურის და სხვადასხვა სახის მასალების მოძიება და დამუშავება
VIII-X კვარტალი - მონოგრაფიის ძირითადი და სრული ვარიანტის მომზადება
XI-XII კვარტალი - მონოგრაფიის საბოლოო ვერსიის რედაქტირება და გამოცემა. |
დონორი: |
|
გრანტი: |
|
სკოლა/დეპარტამენტი: |
|
დაწყება: |
2022-09-01 |
დასრულება: |
2025-07-31 |
მიზნობრიობა: |
სამეცნიერო |
სტატუსი: |
მიმდინარე |
შედეგი: |
|
პროექტის ღირებულება: |
|
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა: |
|
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა: |
|
დონორისგან მიღებული თანხა: |
|
თანადამფინანსებელი: |
|
თანამშრომლობა/პარტნიორობა: |
|
პუბლიკაცია: |
|