UNIVERSITY
OF GEORGIA

Scientific Research Institute


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: აკომოდაციის თავისებურებანი ქართულ დიასპორაში
მოკლე აღწერა: კვლევის მიზანს წარმოადგენს ინეტგრატიული მეთოდოლოგიის შემუშავება უცხო ქვეყანაში ქართული დიასპორის აკომოდაციის თავისებურებათა ანალიზისათვის. დასახული მიზნის განხორციელება მოითხოვს კვლევის ისეთი ეტაპების განხორციელებას, როგორებიცაა: • პრეინტეგრატიული ეტაპი - ამოცანა: მეთოდებისა და მიდგომების ინტეგრაციის პირობათა გამოვლენა; • ინტეგრატიული ეტაპი - ამოცანა: მეთოდებისა და მიდგომების სინთეზირება; • პოსტინტეგრატიული ეტაპი - ამოცანა: ცოდნის ინტეგრალური სისტემის შექმნა.
ხელმძღვანელი: ჩხეიძე მაია
მონაწილეები: ღუდუშაური თინა,ჩხეიძე მაია
საკითხის აქტუალობა: კვლევის აქტუალობას განსაზღვრავს მეთოდოლოგიურ წანამძღვართა ექსპლიკაციასთან დაკავშირებული სირთულის დაძლევის აუცილებლობა, რომელიც ჩნდება კვლევაში ინტერდისციპლინარიზმის პრაქტიკული რეალიზაციისას. კერძოდ,ხშირად ინტერდისციპლინურად კვალიფიცირდება კვლევა, რომელშიც ერთ-ერთი დისციპლინა გააზრებულია დომინანტურად, მეორე კი - არადომინანტურად. ამასთან, მეცნიერული ძიების ერთიანი მიმართულება და მონაცემთა ერთობლივი ინტერპრეტაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კვლევა ეყრდნობა სააზროვნო სივრცეთა „საზიარო“ თეორიულ დაშვებებსა და მეთოდოლოგიურ წანამძღვრებს.
მოსალოდნელი სიახლე: კვლევის თეორიული ღირებულება და მეცნიერული სიახლე მდგომარეობს, ერთი მხრივ: • იმ ტიპის მეთოდოლოგიის შემუშავებაში, რომლის კონტექსტშიც მთლიანობრიობის პრინციპი წარმოადგენს არა მხოლოდ საკვლევი ფენომენის წვდომის საფუძველს, არამედ თავად ამ ფენომენის ანალიზის სტრატეგიასაც; • იმ კონცეპტუალურ კონსტრუქტთა გამოვლენაში, რომელთაც გააჩნიათ ცოდნის, ემოციისა და განცდის ერთიანი რეპრეზენტაციული სივრცის ფორმით წარმოდგენის უნარი. მეორე მხრივ კი: რამდენადაც საკვლევ კონცეპტთა კონცეპტუალური და სემანტიკურ სივრცეები, ასევე აქსიოლოგიური ველები მთლიანობაში წარმოადგენს ენობრივი, კულტურული, გენდერული, ასაკობრივი და სხვა ტიპის „სამყაროთა“ ინვარიანტულ კონსტრუქტებს, რომელიც ვალიდურია კონკრეტული ენის მატარებელი ერის მსოფლმხედველობის, მსოფლგანცდისა და მსოფლაღქმის ფარგლებში ერის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე, ამდენად კვლევის შედეგების თეორიული ღირებულება და სიახლე გამოიკვეთება სხვადასხვა ქვეყნაში ქართულ დიასპორათა აკომოდაციის თავისებურებათა ანალიზის ფონზე. კვლევის შედეგების პრაქტიკულ ღირებულებას განსაზღვრავს მათი ვალიდურობა ლინგვოკოგნიტოლოგიის, ლინგვოკულტუროლოგიის, ფსიქოლინგვისტიკის, სოციოლინგვისტიკის, კონფლიქტოლოგიისა და კულტურული ანთროპოლოგიის სასწავლო კურსებისათვის.
სავარაუდო გეგმა: წელი I ამოცანის დასახელება და ამოცანის შესრულების სავარაუდო დრო თვეების მიხედვით 1. თვეები I-II: საკვლევი თემისათვის რელევანტური ინფორმაციის მოძიება, სისტემატიზაცია და ანალიზი (მ. ჩხეიძე, თ. თუდუშაური); 2. თვეები III-IV: ინეტგრატიული მეთოდოლოგიის შემუშავება: პრეინტეგრატიული ეტაპი - მეთოდებისა და მიდგომების ინტეგრაციის პირობათა გამოვლენა (მ. ჩხეიძე, თ. ღუდუშაური); 3. თვეები V-VI-VII: ინეტგრატიული მეთოდოლოგიის შემუშავება: ინტეგრატიული ეტაპი - მეთოდებისა და მიდგომების სინთეზირება (მ. ჩხეიძე, თ. ღუდუშაური); 4. თვეები VIII-IX-X: ინეტგრატიული მეთოდოლოგიის შემუშავება: პოსტინტეგრატიული ეტაპი - ცოდნის ინტეგრალური სისტემის შექმნა (მ. ჩხეიძე, თ. ღუდუშაური); 5. თვეები XI-XII: მოდელირების ობიექტთა შერჩევა და ანალიზი (მ. ჩხეიძე, თ. ღუდუშაური). პროექტის საანგარიშო პერიოდებში ჩატარებული სამუშაოს მოსალოდნელი შედეგების თვლადი ინდიკატორები ეტაპების მიხედვით 1. კვლევის შუალედური შედეგების წარდგენა; 2. სამეცნიერო სტატიის მომზადება და გამოქვეყნება სამეცნიერო ჟურნალში (მ. ჩხეიძე, თ. ღუდუშაური); 3. კვლევის შედეგების წარდგენა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე (მ. ჩხეიძე, თ. ღუდუშაური). წელი II ამოცანის დასახელება და ამოცანის შესრულების სავარაუდო დრო თვეების მიხედვით 1. თვე I: კითხვარის შედგენა და მაორიენტირებელ შეკითხვათა რეპერტუარის განსაზღვრა ინტერვიუსათვის (მ. ჩხეიძე, თ. ღუდუშაური); 2. თვეები II-III: კვლევაში შემუშავებული მეთოდოლოგიის ვალიდურობა/არავალიდურობის შემოწმება ქართული დიასპორის გამოკითხვის გზით (მ. ჩხეიძე, თ. ღუდუშაური); 3. თვე IV: მონაცემთა კოდირება - მასალიდან ბირთვული კონცეპტების, თემების, მოვლენებისა თუ თემატური მარკერების იდენტიფიცირება (მ. ჩხეიძე, თ. ღუდუშაური); 4. თვე V: შესაბამისი სახელწოდების ანუ კოდის მიწერა იმ მონაცემებისთვის, რომლებშიც საკვლევი კონცეპტი, თემა, მოვლენა თუ თემატური მარკერი გვხვდება (მ. ჩხეიძე, თ. ღუდუშაური); 5. თვე VI: მონაცემთა კატეგორიზაცია - შესაბამისი კოდების ქვეშ მონაცემების დახარისხება: კოდის სახელწოდების შესაბამისი შინაარსის განსაზღვრა და მოთავსება მოცემული კოდის ქვეშ (მ. ჩხეიძე, თ. ღუდუშაური); 6. თვე VII: მონაცემთა ლოკალური ინტეგრაცია - თითოეული კოდის ქვეშ თავმოყრილი ინფორმაციის ანალიზი და ინტერპრეტაცია; 7. თვე VIII-IX: „გაჯერებული აღწერა“ - მასალაში კონცეპტებს, თემებსა და მოვლენებს შორის არსებული კავშირების იდენტიფიცირება და გარკვეული კანონზომიერებების დადგენა (მ. ჩხეიძე, თ. ღუდუშაური); 8. თვე X: ინკლუზიური ინტეგრაცია - ინფორმაციის ცალკეული ამონარიდის ერთმანეთთან მიმართებაში ანალიზი, ინტერპრეტაცია და ერთ ლოგიკურ ნარატივად გაერთიანება (მ. ჩხეიძე, თ. თუდუშაური); 9. თვეები XI-XII: ქართული დიასპორის წარმომადგენელთა ენობრივი ცნობიერების ღიაობა/დახშულობის - დროითა და სივრცით განპირობებული შესაძლო ცვლილებების მიმღებლობა/არამიმღებლობის - ხარისხის განსაზღვრა(მ. ჩხეიძე, თ. ღუდუშაური). პროექტის საანგარიშო პერიოდებში ჩატარებული სამუშაოს მოსალოდნელი შედეგების თვლადი ინდიკატორები ეტაპების მიხედვით 1. კვლევის შუალედური შედეგების წარდგენა; 2. სამეცნიერო სტატიის მომზადება და გამოქვეყნება სამეცნიერო ჟურნალში (მ. ჩხეიძე, თ. ღუდუშაური); 3. კვლევის შედეგების წარდგენა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე (მ. ჩხეიძე, თ. ღუდუშაური). წელი III ამოცანის დასახელება და ამოცანის შესრულების სავარაუდო დრო თვეების მიხედვით 1. თვეები I-II: ქართული დიასპორის წარმომადგენელთა გამოკითხვა (მ. ჩხეიძე, თ. ღუდუშაური); 2. თვე III: მონაცემთა კოდირება - მასალიდან ბირთვული კონცეპტების, თემების, მოვლენებისა თუ თემატური მარკერების იდენტიფიცირება (მ. ჩხეიძე, თ. თუდუშაური); 3. თვე IV: შესაბამისი სახელწოდების ანუ კოდის მიწერა იმ მონაცემებისთვის, რომლებშიც საკვლევი კონცეპტი, თემა, მოვლენა თუ თემატური მარკერი გვხვდება (მ. ჩხეიძე, თ. ღუდუშაური); 4. თვე V: მონაცემთა კატეგორიზაცია - შესაბამისი კოდების ქვეშ მონაცემების დახარისხება: კოდის სახელწოდების შესაბამისი შინაარსის განსაზღვრა და მოთავსება მოცემული კოდის ქვეშ (მ. ჩხეიძე, თ. ღუდუშაური); 5. თვე VI: მონაცემთა ლოკალური ინტეგრაცია - თითოეული კოდის ქვეშ თავმოყრილი ინფორმაციის ანალიზი და ინტერპრეტაცია; 6. თვე VII: „გაჯერებული აღწერა“ - მასალაში კონცეპტებს, თემებსა და მოვლენებს შორის არსებული კავშირების იდენტიფიცირება და გარკვეული კანონზომიერებების დადგენა (მ. ჩხეიძე, თ. ღუდუშაური); 7. თვე VIII: ინკლუზიური ინტეგრაცია - ინფორმაციის ცალკეული ამონარიდის ერთმანეთთან მიმართებაში ანალიზი, ინტერპრეტაცია და ერთ ლოგიკურ ნარატივად გაერთიანება (მ. ჩხეიძე, თ. ღუდუშაური); 8. თვეები IX: ქართული დიასპორის წარმომადგენელთა ენობრივი ცნობიერების ღიაობა/დახშულობის - დროითა და სივრცით განპირობებული შესაძლო ცვლილებების მიმღებლობა/არამიმღებლობის - ხარისხის განსაზღვრა (მ. ჩხეიძე, თ. ღუდუშაური); 9. თვეები X-XI-XII: სხვადასხვა ქვეყანაში ქართულ დიასპორათა აკომოდაციის თავისებურებათა გამოვლენა აკომოდაციის ხარისხის მაგავსება-სხვაობის განმსაზღვრელ ლინგვისტურ და ექსტრალინგვისტურ ფაქტორთა იდენტიფიცირების გზით (მ. ჩხეიძე, თ. ღუდუშაური). პროექტის საანგარიშო პერიოდებში ჩატარებული სამუშაოს მოსალოდნელი შედეგების თვლადი ინდიკატორები ეტაპების მიხედვით 1. კვლევის საბოლოო შედეგების წარდგენა; 2. სამეცნიერო სტატიის მომზადება და გამოქვეყნება სამეცნიერო ჟურნალში (მ. ჩხეიძე, თ. ღუდუშაური); 3. კვლევის შედეგების წარდგენა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე (მ. ჩხეიძე, თ. ღუდუშაური).
დონორი:
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი: ევროპული ენების და ფილოლოგიის დეპარტამენტი,არქეოლოგიის, ანთროპოლოგიის და ხელოვნებათმცოდნეობის დეპარტამენტი
დაწყება: 1900-01-01
დასრულება: 1900-01-01
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: წარდგენილი
შედეგი:
პროექტის ღირებულება:
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა: დაგეგმილია თანამშრომლობა გერმანიის (ფრანკფურტის უნივერსიტეტი) და ბელგიის(ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტი) შესაბამის მიმართულებებთან
პუბლიკაცია: ყოველი საანგარიშო პერიოდის დასრულების შემდეგ მომზადებული სამეცნიერო პუბლიკაციის წარდგენა

Contact

2 55 22 22
77a, M. Kostava str.