UNIVERSITY
OF GEORGIA

Scientific Research Institute


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: კიბოს ტერმინალურ ფაზაში მყოფ პაციენტთა სიცოცხლის ბოლო დღეებში სისტემების მიხედვით სასიცოცხლო მაჩვენებლების ეპიდემიოლოგიური შეფასება
მოკლე აღწერა: A. ფოკუსირებული კვლევის მეთოდოლოგია აკად. ზ. კახიანის სახელობის კლინიკა რედში (თბილისი, გურამიშვილის გამზ. 180) 2023-2025 სასწავლო წლებში (6 სემესტრი) დაგეგმილია სიცოცხლის ტერმინალურ სტადიაში მყოფი ონკოლოგიური (ძირითადი საკვლევი ჯგუფი) და ცირკულატორულ-ნევროლოგიური (საკონტროლო ჯგუფი, დემენცია, გადატანილი ცერებრო-ვასკულარული ინსულტის გამო, ძირითადად კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი პაციენტები, სიმსივნური ინტოქსიკაციის გარეშე) სიცოცხლის ბოლო 7-10 დღის აქტიური 24/24 საათიანი აქტიური Follow-up ობსერვაციული კვლევა, სულ 4,000-5,000 პაციენტი/დღე/ღამე (24 სთ). ტერმინალური პაციენტების 24 საათიანი მონიტორინგისას (მორიგე მკვლევარები 12 სთ-ში ერთხელ ჩაანაცვლებენ ერთმანეთს), კვლევის ინსტრუმენტის საშუალებით, თითოეულ პაციენტზე საათობრივად განხორციელდება ცვლადების რეგისტრაცია ქაღადმატარებელზე და მონაცემთა ელექტრონულ dBase-ში, ცვლადების ყოველდღიური მონიტორინგისათვის. თითოეული პაციენტის ქეისი მთავრდება გარდაცვალების თარიღის, ზუსტი დროს და სიკვდილის მიზეზების სისტემური ცვლადების რეგისტრაციით. B. ფოკუსირებული კვლევის ძირითადი იდეა პაციენტის გარდაცვალების, სამწუხაროდ, რეგისტრირების შემდეგ, მის ფაილში ხდება ჩანაწერების უკან გადახვევა, რევერსი, მაქსიმუმ 7-10 დღით, ვუშვებთ კადრებს თავიდან, ვაკვირდებით და ვაანალიზებთ კარდიოგრამის მსგავს დიაგრამას, თანატოგრამას (Thanatography) © ვასილ ტყეშელაშვილი, თბილისი, 2021. თანატოგრამა მოიცავს მინიმუმ 100 ცვლადს. მასში შეტანილი ინდიკატორები გვიჩვენებენ ადამიანის ძირითადი სასიცოცხლო სისტემების ფუნქციური მდგომარეობის ამსახველ ნიშნებს, სიმტომებს, რომელთა კომბინაციები შესაძლებელია მიუთითებდნენ გარკვეულ სინდრომებზე, რომელთა ვერიფიცირება მანამდე ყოველთვის ვერ ხერხდებოდა და სიკვდილის მიზეზი დაუდგენელი რჩებოდა. თანატოგრამის ცვლადები ძირითადად რეგისტრირდება დიქოტომური შედეგის (კი/არა) მიხედვით. თანატოგრამაში მინიმუმ 21 ცვლადი დამატებით რეგისტრირებული იქნება თვისობრივი ხარისხის მიხედვით 100 ბალიანი შკალით. ამისათვის, ადამიანის ორგანიზმის ფუნქციონირების ინდიკატორის ხარისხობრივი შეფასების ყველა ცნობილი (მინიმუმ 21 ცვლადი) შკალა მოყვანილი იქნება შესაბამიობაში 10 ბალიან სისტემასთან და, შემდგომ, 0-ის მიწერით გადატანილი 100 ბალიან სისტემაზე, რათა თანატოგრამაზე დინამიკაში უფრო ნათლად გამოჩნდეს თითოეული ცვლადის ექსპოზიციის ხარისხის ფლუქტუაცია და განსხვავებული თავისებურებები. C. ფოკუსირებული კვლევის ჰიპოთეზა თანატოგრაფია (Thanatography) წარმოადგენს სიკვდილის კონტროლის ინსტრუმენტს. სიცოცხლის ბოლო დღეების ჩანაწერის რევერსის შემდეგ, თანატოგრამის კადრების მაღალი სისწრაფით გაშვებით, ჩვენთვის სარკისებურად, შენელებული მოქმედების კადრებით, პაციენტის თვალისწიერით გამოჩნდება სიცოცხლის ბოლო 7-10 დღის პერიოდი, ყოველ მომდევნო დღეს ნაბიჯ-ნაბიჯ, თუ როგორ უახლოვდება სიკვდილი პაციენტს და მოვახდენთ პროგნოზირებას- როდის ჩახედავს მას თვალებში.
ხელმძღვანელი: ტყეშელაშვილი ვასილ
მონაწილეები:
საკითხის აქტუალობა: სიკვდილის მექანიზმებზე მეტი ცოდნის მიღება საშუალებას მოგვცემს დავიწყოთ მისი კონტროლი. კვლევის პროცესში სულ უფრო მეტი და მეტი ინფორმაციის მიღება დაგვეხმარება სიკვდილთან ბრძოლაში სიცოცხლისათვის. მეტ ყურადღებას მივაქცევთ სიკვდილთან ბრძოლის შესაძლებლობებს და გავზრდით პრევენციულ აქტივობებს სიცოცხლის ტერმინალურ სტადიამდე (ECOG4), ადრეული ასაკიდან
მოსალოდნელი სიახლე: თანატოგრაფია, სიკვდილის მექანიზმის შესწავლისათვის მოწოდებული ინსტრუმენტი, დაგვეხმარება გარდაცვალების პროცესებზე მეტი ცოდნის მიღებაში, რაც შანსებს მოგვცემს, რომ დავიწყოთ სიკვდილის კონტროლი და ხელი შევუწყოთ სიცოცხლის გამარჯვებას სიკვდილთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში, განსაკუთრებული აქცენტით მის ცხელ წერტილებში დაბადებიდან გარდაცვალებამდე. თანატოგრაფია, სიკვდილის მექანიზმის შესწავლისათვის მოწოდებული ინსტრუმენტი, დაგვეხმარება გარდაცვალების პროცესებზე მეტი ცოდნის მიღებაში, რაც შანსებს მოგვცემს, რომ დავიწყოთ სიკვდილის კონტროლი და ხელი შევუწყოთ სიცოცხლის გამარჯვებას სიკვდილთან სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში, განსაკუთრებული აქცენტით მის ცხელ წერტილებში დაბადებიდან გარდაცვალებამდე.
სავარაუდო გეგმა: 2023 1-ლი გაზაფხულის სემესტრი • კვლევის პროტოკოლის დამტკიცება: ტერმინალურ ფაზაში ადამიანის სასიცოცხლო ცვლადების შეფასების საერთაშორისო შკალები, სისტემები • პროსპექტული 24/24 Active Follow-up Observation კვლევა: პოლოტირება მე-2 შემოდგომის სემესტრი • სასიცოცხლო ცვლადების შეფასების 100 ბალიან სისტემაზე გადასვლა, კვლევის პროტოკოლის დამტკიცება • პროსპექტული 24/24 Active Follow-up Observation კვლევა: თანატოგრაფის მოდელირება 2024 მე-3 გაზაფხულის სემესტრი • პროსპექტული 24/24 Active Follow-up Observation კვლევა: თანატოგრაფ 1-ის (Thanatography 1) ტესტირება მე-4 შემოდგომის სემესტრი • თანატოგრაფ 1-ის (Thanatography 1) დაპატენტება • საქ.პატენტში ნაშრომების (სტატიების, აბსტრაქტების, პოსტერების) დეპონირება 2025 მე-5 გაზაფხულის სემესტრი • კვლევის პროტოკოლის დამტკიცება: დამატებითი სასიცოცხლო ცვლადების შეფასების და შეფასების სისტემების დამატება • თანატოგრაფ 1-ით პროსპექტული 24/24 Active Follow-up Observation კვლევა: თანატოგრაფის მოდელირება-გაძლიერება მე-6 შემოდგომის სემესტრი • პროსპექტული 24/24 Active Follow-up Observation კვლევა: თანატოგრაფ 2-ის (Thanatography 2) ტესტირება • საქ.პატენტში ნაშრომების (სტატიების, აბსტრაქტების, პოსტერების) დეპონირება 2026 1 მარტი • თანატოგრაფ 2-ის (Thanatography 2) დაპატენტება • 3 წლიანი ანგარიში
დონორი: საქართველოს უნივერსიტეტი
გრანტი: „სამეცნიერო კვლევითი პროექტების საუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსი“
სკოლა/დეპარტამენტი:
დაწყება: 2023-01-01
დასრულება: 2025-12-31
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: მიმდინარე
შედეგი: დაფინანსდა
პროექტის ღირებულება: 60,000.00 ლარი
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა: 20,000.00 ლარი
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია:

Contact

2 55 22 22
77a, M. Kostava str.