UNIVERSITY
OF GEORGIA

Scientific Research Institute


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: ორგანიზაციული კულტურის მამოტივირებელი ეფექტები
მოკლე აღწერა: ორგანიზაციული კულტურა არსებით გავლენას ახდენს ორგანიზაციის კონკურენტუნარიანობასა და ეფექტურობაზე. მასში მოიაზრება ორგანიზაციის წევრების მიერ გაზიარებული და გამოყენებაში მყოფი ღირებულებები და ნორმები, ქცევითი სტერეოტიპები, წესები და პრინციპები, დასაქმებულებთან და მომხმარებლებთან ურთიერთობის პოლიტიკა. ორგანიზაციული კულტურის ძირითადი ფუნქციებია ის, რომ დასაქმებულებმა იცოდნენ, თუ როგორ უნდა იურთიერთონ ერთმანეთთან და ის, რომ დაეხმაროს ორგანიზაციას გარემოსან ადაპტაციაში. აგრეთვე ორგანიზაციული კულტურა ქმნის დასაქმებულებში იდენტურობის გრძნობას და ორგანიზაციისადმი ერთგულებას, აყალიბებს მათ მრწამსებსა და განწყობებს, ემსახურება სოციალური სისტემის სტაბილობას. საკვლევი პროექტის მიზნებია: შესწავლილი და გაანალიზებული იქნეს, თუ როგორ ხდება ქართულ ორგანიზაციებში ორგანიზაციული კულტურის მართვა, რა გავლენას ახდენს ის დასაქმებულთა ერთგულებაზე, კმაყოფილებასა და მოტივაციაზე, რა სპეციფიკა აქვს მას სხვადასხვა ტიპის ორგანიზაციაში.
ხელმძღვანელი: ციცქიშვილი რუსუდან
მონაწილეები:
საკითხის აქტუალობა: ორგანიზაციული ურთიერთობები, დასაქმებულთან მოპყრობა, ქცევის წესები და სტანდარტები უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება თანამედროვე ორგანიზაციის წარმატებაში. საქართველოში ორგანიზაციების ნაწილი გარკვეულწილად აცნობიერებს ამ მნიშვნელოვან ტრენდს და დგამს ნაბიჯებს ორგანიზაციული კულტურის მართვის მიმართულებით, თუმცა არის კიდევ ბევრი რამ, რაც შეიძლება და უნდა გაკეთდეს.
მოსალოდნელი სიახლე: პროექტზე მუშაობისას გამოვლენილ იქნება საქართველოში ორგანიზაციული კულტურის მართვის სუსტი და ძლიერი მხარეები, მათი პრაქტიკაში გათვალისწინების გზები. სამეცნიერო პუბლიკაციების სახით გაიზრდება საკითხთან დაკავშირებული ცნობადობა ისე, რომ სხვადასხვა ორგანიზაციებმა გაითვალისწინონ ორგანიზაციული კულტურის რისკები და შესაძლებლობები.
სავარაუდო გეგმა: 1. ორგანიზაციულ კულტურასთან დაკავშირებული სამეცნიერო ლიტერატურის მოძიება, სისტემატიზაცია და ანალიზი, 2. ქართულ ორგანიზაციებში ორგანიზაციული კულტურის მართვისა და გავლენის შესწავლა, 3. კვლევის ჩატარება და მიღებული შედეგების გამოქვეყნება მაღალრეიტინგულ სამეცნიერო ჟურნალში, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე მოხსენების გაკეთება.
დონორი:
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი: ბიზნესის ადმინისტრირების დეპარტამენტი,ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა
დაწყება: 2023-01-01
დასრულება: 2025-12-31
მიზნობრიობა:
სტატუსი: მიმდინარე
შედეგი:
პროექტის ღირებულება:
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია:

Contact

2 55 22 22
77a, M. Kostava str.