UNIVERSITY
OF GEORGIA

Scientific Research Institute


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: ევროპის და ამერიკის ქვეყნების უახლესი ისტორია (სახელმძღვანელო)
მოკლე აღწერა: პროექტის მიზანია შეიქმნას ევროპის და ამერიკის ქვეყნების უახლესი ისტორიის სახელმძღვანელო, რომელშიც განხილური იქნება ევროპისა და ამერიკის ქვეყნების ისტორია 1914 წლიდან თანამედროვე პერიოდამდე. პროექტის ამოცანებია: • უახლოეს სამეცნიერო გამოკვლევებზე (ქართულ და უცხოურ ენაზე) დაყრდნობით, შესწავლილ და სახელმძღვანელოში წარმოდგენილ იქნეს ევროპის და ამერიკის ქვეყნების უახლესი ისტორიის ძირითადი მახასიათებლები; ამ პერიოდში მიმდინარე ინტეგრაცია-დეზინტეგრაციის პროცესები; პერიოდებისა და იდეოლოგიათა მონაცვლეობა და მათი ზემოქმედება საზოგადოების სამართლებრივ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ ინსტიტუტებზე; • გაანალიზდეს: ევროპისა და ამერიკის ქვეყნების უახლესი დროის პოლიტიკურ-ეკონომიკური, სოციალურ-კულტურული ისტორია, სახელმწიფოებს შორის ურთიერთობის ძირითადი და გარდამტეხი მომენტები; საერთაშორისო, რეგიონული და ადგილობრივი კონფლიქტების (I და II მსოფლიო ომები; „ცივი ომი“, სოციალისტური ბანაკის დაშლის შემდგომ წარმოქნილი შეიარაღებული დაპირისპირება ევროპაში) მიზეზები და შედეგები; პოლიტიკური რეჟიმები, ინსტიტუციები, საზოგადოების მსოფლმხედველობა, პოლიტიკური მოწყობა, მისი საერთო მახასიათებლები; ევროპისა და ამერიკის ქვეყნების გეოპოლიტიკური რუკის ცვლილებები უახლეს ხანაში; თანამედროვე დასავლური დემოკრატიისა და ღირებულებების ფორმირებისა და განვითარების ძირითადი ასპექტები. • შეიქმნას ევროპის და ამერიკის ქვეყნების უახლესი ისტორიის ქრესტომათია, რაც გულისხმობს ქართულ ენაზე აქამდე არარსებული პირველადი წყაროების თარგმნას და მათ კომენტირებას. პროექტში აქცენტები დაესმება ევროპის და ამერიკის ქვეყნების და საქართველოს ისტორიის ურთიერთმიმართებას ზემოაღნიშნულ პერიოდში; განხილული იქნება ევროპის და ამერიკის ქვეყნების არა მარტო პოლიტიკური ისტორია, არამედ კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტები (ქალი, განათლება, ყოფითი ისტორია და ა.შ.); სისტემაში იქნება მოყვანილი ქართულ ენაზე არსებული მოცემული პერიოდის ისტორიული წყაროები; სამეცნიერო ბრუნვაში შემოვა ქართულ ენაზე აქამდე არარსებული სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროები.
ხელმძღვანელი: ჩიკვაიძე ცირა
მონაწილეები: ფირცხალავა ლალი
საკითხის აქტუალობა: საქართველოს უნივერსიტეტისა და სხვადასხვა უნივერიტეტების ისტორიის საბაკალავრო პროგრამის ერთ-ერთი ძირითადი კურსია - ევროპის და ამერიკის ქვეყნების უახლესი ისტორია. ზემოაღნიშნულ კურსში არ არსებობს ერთიანი საუნივერისტეტო სახელმძღვანელო, სადაც ერთიან სისტემაში იქნება მოყვანილი და ჩამოყალიბებული ყველა ის საკითხი, რომლის ცოდნაც მოეთხოვება ბაკალავრიატის სტუდენტს ზემოაღნიშნულ საგანში. არ არსებობს, ასევე, მოცემულ პერიოდზე ქრესტომათია ქართულ ენაზე, რაც უმნიშვნელოვანესია საკითხების ძირეული შესწავლისათვის.
მოსალოდნელი სიახლე: • სახელმძღვანელოში გათვალისწინებული იქნება საკითხებისადმი ახლებური ხედვა, სადაც ასეთი არსებობს, ქართულ და უცხოურ ენებზე არსებული უახლესი სამეცნიერო გამოკვლევების საფუძველზე. • ევროპის და ამერიკის ქვეყნების და საქართველოს ისტორიის ურთიერთმიმართება ზემოაღნიშნულ პერიოდში; • განხილული იქნება ევროპის და ამერიკის ქვეყნების არა მარტო პოლიტიკური ისტორია, არამედ კულტურისა და საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა ასპექტები (ქალი, განათლება და ა.შ.) • სისტემაში იქნება მოყვანილი ქართულ ენაზე არსებული, შესაბამის პერიოდთან დაკავშირებული ისტორიული წყაროები; • სამეცნიერო ბრუნვაში შემოვა ქართულ ენაზე აქამდე არარსებული, შესაბამისი პერიოდის სხვადასხვა ტიპის ისტორიული წყაროები.
სავარაუდო გეგმა: 1-ლი წელი - ახალი სამეცნიერო გამოკვლევების გაცნობა, მასალის თარგმნა ქართულ ენაზე და სისტამაში მოყვანა ევროპის და ამერიკის ქვეყნების უახლესი ისტორიის პირველ პერიოდზე: XX საუკუნის დასაწყისიდან - მეორე მსოფლიო ომამდე; მე- 2 წელი - ახალი სამეცნიერო გამოკვლევების გაცნობა, მასალის თარგმნა ქართულ ენაზე და სისტემაში მოყვანა ევროპის და ამერიკის ქვეყნების უახლესი ისტორიის მეორე პერიოდზე: მეორე მსოფლიო ომამდან „ცივი ომის“ დასასრულამდე; მე- 3 წელი - ახალი სამეცნიერო გამოკვლევების გაცნობა, მასალის თარგმნა ქართულ ენაზე და სისტემაში მოყვანა ევროპის და ამერიკის ქვეყნების უახლესი ისტორიის მეასამე პერიოდზე: „ცივი ომის“ დასასრულიდან დღევანდელობამამდე. ყოველწლიურად მოძიებული ახალი სამეცნიერო მასალის წარდგენა ფართო აუდიტორიისათვის (კონფერენციები, სემინარები).
დონორი:
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი: ისტორიის დეპარტამენტი,ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა
დაწყება: 2023-01-01
დასრულება: 2026-09-15
მიზნობრიობა: საგანმანთლებლო
სტატუსი: მიმდინარე
შედეგი: არ წარდგენილა
პროექტის ღირებულება:
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია: პროექტის ბოლოს უნივერსიტეტს მიეწოდება სახელმძღვანელოს სახით დასაბეჭდად.

Contact

2 55 22 22
77a, M. Kostava str.