UNIVERSITY
OF GEORGIA

Scientific Research Institute


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: სულხან-საბა ორბელიანი და ეკლესია
მოკლე აღწერა: XVII-XVIII საუკუნეების ქართული სამოქალაქო ცხოვრებისა და კულტურის ისტორიაში სულხან-საბა ორბელიანი (1658-1725) ცნობილი იყო როგორც სახელმწიფო მოღვაწე, დიპლომატი, პროზაიკოსი, პოეტი, მქადაგებელი, მეცნიერი, ლექსიკოგრაფი და რედაქტორი. მის შემოქმედებაში დაგვირგვინდა ძველი ქართული მწერლობისა და ლიტერატურის არაერთი მიმართულება. მისი ცხოვრება და შემოქმედებითი მოღვაწეობა მკაფიოდ ადასტურებდა ქართული სულიერი და კულტურული ფასეულობებისადმი მის მტკიცე ერთგულება, მაგრამ მან, ამავე დროს, ნათლად აჩვენა თავისი დამოკიდებულება ევროპული ღირებულებებისადმი. სტატიაში ნაჩვენებია ორბელიანის დამოკიდებულება კათოლიკური ეკლესიის სწავლების მიმართ. ყველგან, როცა აღმოსავლური და დასავლური ეკლესიები ერთმანეთთან აზრთა სხვადასხვაობაში არიან, ორბელიანი მხარს უჭერს კათოლიკურ პოზიციას როგორც წმიდა პეტრეს, ისე რომის ეპისკოპოსის უზენაესობის, განსაწმედელის ან მართლმადიდებლობის შემთხვევაში. მნიშვნელოვანია საბას პირადი თუ წერილობითი ურთიერთობანი დასავლური ქრისტიანობის წარმომდგენლებთან.
ხელმძღვანელი: ღაღანიძე მერაბ
მონაწილეები:
საკითხის აქტუალობა: საკითხი უკავშირდება სულხან-საბას რელიგიურ პოზიციას და მის დამოკიდებულებას დასავლური ქრისტიანობისა და კათოლიკე ეკლესიის მიმართ, რაც განპირობებულია ინტერპრეტაციათა იმ სხვადასხვაობით, რაც დღემდე მჟღავნდება მკვლევართა შორის.
მოსალოდნელი სიახლე: ნაშრომში პირველად იქნება შესწავლილი საბას დამოკიდებულება რომის კათოლიკე ეკლესიის სწავლების მიმართ და, შესაბამისად, მისი თეოლოგიური პოზიციები, რაც შესწავლილი იქნება რელიგიის კვლევათა თვალსაწიერიდან.
სავარაუდო გეგმა: ნაშრომის გამოქვეყნება ივარაუდება 2005 წლის ბოლომდე.
დონორი:
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი: რელიგიის თავისუფლების ინსტიტუტი
დაწყება: 1900-01-01
დასრულება: 1900-01-01
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: დამუშავების პროცესში
შედეგი:
პროექტის ღირებულება:
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია: ივარაუდება მონოგრაფიის გამოქვეყნება ცალკე წიგნად 2025 წლის ბოლომდე.

Contact

2 55 22 22
77a, M. Kostava str.