UNIVERSITY
OF GEORGIA

Scientific Research Institute


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: თავისუფალი ვაჭრობის გავლენა საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე
მოკლე აღწერა: კვლევითი პროექტის აქტუალობა დაკავშირებულია საერთაშორისო ვაჭრობის საკითხის შესწავლაზე, ვინაიდან მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქვეყნებს შორის გლობალური ეკონომიკის ჩამოყალიბებაზე. საერთაშორისო ვაჭრობა განსაკუთრებით თვალსაჩინოა მცირე ზომის ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, ვინაიდან ექსპორტის მზარდი დინამიკა კეთილდღეობის მიღწევის მნიშვნელოვანი ფაქტორია. მეზობელ ქვეყნებთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება საქართველოს ეკონომიკურ გარემოზე დადებითად აისახება და ექსპორტის ახალ შესაძლებლობებს განაპირობებს. თავის მხრივ, საერთაშორისო კონკურენციაში ჩართვა ადგილობრივი პროდუქტისა და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასთანაა დაკავშირებული, რაც გრძელვადიანი ეკონომიკური პოლიტიკის გატარებითაა შესაძლებელი. კვლევითი პროექტის მიზანია საქართველოს საგარეო ვაჭრობის სტრუქტურის შესწავლა, შედარებითი ანალიზის გამოყენებით ვაჭრობის მიმართულებით ძირითად პარტნიორებთან შეთანხმებების გამოკვლევა და სასაქონლო ჯგუფების ექსპორტის ზრდის ტენდენციებზე გავლენის საკითხების ანალიზი. აღნიშნული მიზნის მისაღწევად დღის წესრიგში დგას თავისუფალი ვაჭრობის ტენდენციების გამოვლენა და ანალიზი; საქართველოს ეკონომიკაზე თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გავლენის შესწავლა; არსებული რეჟიმების პოტენციალის ანალიზი. კვლევითი პროექტი პრაქტიკული თვალსაზრისით საკმაოდ აქტუალურია, რადგან მასში გაანალიზებული იქნება როგორც კონცეპტუალური, ასევე სტატისტიკური ინფორმაცია.
ხელმძღვანელი: ცხადაძე ქეთი
მონაწილეები: ამაშუკელი მაია,სურმანიძე ნათია
საკითხის აქტუალობა:
მოსალოდნელი სიახლე:
სავარაუდო გეგმა:
დონორი:
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი: ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა
დაწყება: 2023-01-01
დასრულება: 2026-01-01
მიზნობრიობა:
სტატუსი: მიმდინარე
შედეგი:
პროექტის ღირებულება:
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია:

Contact

2 55 22 22
77a, M. Kostava str.