UNIVERSITY
OF GEORGIA

Scientific Research Institute


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: გადაწვის ეფექტების გავლენა აუდიტორების საქმიანობაში
მოკლე აღწერა: კვლევის ფარგლებში განხორციელდა აუდიტის გადაწვის მოდელის განახლება. კერძოდ, სამსახურეობრივი კმაყოფილების შემცირება განხილულია, როგორც გადაწვის გამომწვევი მიზეზი და არა მისი უშუალო შედეგი, რასაც საბოლოოდ თან მოყვება სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილების მიღება. კვლევის მიზანს წარმოადგენს სამსახურეობრივი კმაყოფილების იმ მთავარი ფაქტორების იდენტიფიცირება, რომლებიც აუდიტორებს შორის გადაწვის პროცესის დაწყებას და სამსახურიდან წასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას უწყობენ ხელს. კვლევის ფარგლებში გამოკითხულია საქართველოს ბაზარზე მოქმედი მსხვილი აუდიტორული კომპანიების ფინანსური აუდიტორები და მაღალი რგოლის მენეჯერები.
ხელმძღვანელი: სურმანიძე ნათია
მონაწილეები: ამაშუკელი მაია
საკითხის აქტუალობა: დღესდღეობით, სამსახურში მიღებული სტრესისგან გამოწვეულ გადაწვასა და აუდიტორულ საქმიანობას შორის არსებული კავშირის დემონსტრაციისთვის ყველაზე ფართოდ გავრცელებულ მოდელს წარმოადგენს ეგრედ წოდებული აუდიტის გადაწვის მოდელი, სადაც წარმოჩენილია სტრესის 3 ფაქტორის: როლის კონფლიქტის, როლის გადაჭარბებისა და როლის გაურკვევლობის შედეგად განვითარებული გადაწვის პროცესი, რომელსაც, თავის მხრივ, აუდიტორი მიყავს 3 შედეგამდე: მას უმცირდება სამსახურეობრივი კმაყოფილება, მისი სამსახურეობრივი წარმადობა კლებულობს და იგი იწყებს სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილებაზე ფიქრს თუმცა, ნახსენები მოდელი არ ითვალისწინებს შემდგომ საყურადღებო გარემოებას: გადაწვის არსებობა უკვე მიანიშნებს იმ ფაქტზე, რომ აუდიტორს უწევს მუშაობა ისეთ პირობებში, სადაც მისი სამსახურისადმი დამოკიდებულება ნეგატიურად სცილდება არსებულ მოლოდინებს და სადაც საქმისადმი გადაცემული რესურსი აღემატება ამავე საქმიდან მიღებულ სარგებელს, იქნება ეს ფინანსური, ემოციური თუ კოგნიტური. თითოეული განხილული ფაქტორი წარმოადგენს სამსახურეობრივი კმაყოფილების შემადგენელ კომპონენტებს. შესაბამისად, სამსახურეობრივი კმაყოფილების შემცირება წარმოჩინდება არა როგორც გადაწვის პროცესის ერთ-ერთი შედეგი, არამედ როგორც მისი ინიცირებისთვის საჭირო მთავარი ფაქტორი. მოცემული მსჯელობა ეწინააღმდეგება აუდიტის გადაწვის მოდელის დაშვებას, რომელიც სამსახურეობრივ კმაყოფილებას განიხილავს გადაწვის ერთერთ შედეგად და არა მის გამომწვევ მიზეზად.
მოსალოდნელი სიახლე: აუდიტორების გადაწვის ახალი მოდელის შექმნა
სავარაუდო გეგმა: სამაგიდე კვლევის თვისებრივი კვლევა რაოდენობრივი კვლევა
დონორი:
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი: ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა
დაწყება: 0023-01-01
დასრულება: 2025-01-01
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: მიმდინარე
შედეგი: არ წარდგენილა
პროექტის ღირებულება:
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა: პროექტში ჩართულია ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლის მაგისტრანტი რეზო ლაზარიაშვილი
პუბლიკაცია: სტატია გამოქვეყნდება სკოპუსის ბაზაში ინდექსირებულ ჟურნალში

Contact

2 55 22 22
77a, M. Kostava str.