საქართველოს
უნივერსიტეტი

სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი

მიზნები და ამოცანები

ინსტიტუტის საქმიანობის მიზნებია:

  • უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალისა და კვლევების განვითარება;
  • უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაგეგმვა, მისი განხორციელების ხელშეწყობა და კოორდინაცია;
  • სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შიდა (საუნივერსიტეტო) და გარე დაფინანსებასთან დაკავშირებული საქმიანობის მართვა და კოორდინაცია;
  • სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მოზიდვისა და განხორციელების ხელშეწყობის მიზნით საერთაშორისო, რეგიონულ და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან ურთიერთობის დამყარება და ამ მიმართულებით უნივერსიტეტის საქმიანობის კოორდინაცია;
  • უნივერსიტეტის ფარგლებში მიმდინარე/განსახორციელებელი სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მართვის ხელშეწყობა და კოორდინაცია, სამეცნიერო კვლევების სასწავლო პროცესთან ინტეგრაციის ხელშეწყობა.
  • უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამების კვლევითი პოტენციალის ეფექტურობის მხარდაჭერა;
  • უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის პოპულარიზაციის ხელშეწყობა;

 

ინსტიტუტის ძირითადი ამოცანებია:

  • უნივერსიტეტის კვლევითი მიმართულებების პრიორიტეტულობის პერიოდული განსაზღვრა;
  • უნივერსიტეტში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განსახორციელებლად და მის მხარდასაჭერად საჭირო ინსტრუმენტების/მექანიზმების შემუშავება და მათი განვითარება;
  • უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის/კვლევითი პროექტების შესახებ ინფორმაციის შეგროვების ეფექტური სისტემის შექმნა და მისი შეუფერხებელი ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • საერთაშორისო, რეგიონულ და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, ასევე სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან ინსტიტუციონალური თანამშრომლობა სამეცნიერო სფეროში;
  • კვლევების შედეგების პოპულარიზაციის მიზნით ადგილობრივი და საერთაშორისო კონტაქტების დამყარება, უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაცია.
  • უნივერსიტეტის სადოქტორო პროგრამებში კვლევითი პოტენციალის გამოვლენა და ეფექტურობის ზრდის ხელშეწყობა.

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა