აკადემიური პერსონალის სამეცნიერო განვითარებისა და პროექტების მართვის განყოფილების ფუნქციებია:
ა) უნივერსიტეტის სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, ხელი შეუწყოს უნივერსიტეტის ჩართულობის ზრდას სამეცნიერო-კვლევით სფეროში, ადგილობრივ და უცხოურ
უნივერსიტეტებსა და სამეცნიერო ცენტრებში უნივერსიტეტის ცნობადობის ამაღლებას, არსებული კავშირების გამყარებას და ახალი კონტაქტების ჩამოყალიბებას;
ბ) უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის კონსოლიდირება; უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი პროექტების შესახებ მონაცემთა ერთიანი ბაზის მუშაობის უზრუნველყოფა;
გ) უნივერსიტეტის ფარგლებში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევითი პროექტების განხორციელების კოორდინაცია და მიმდინარეობის მონიტორინგი;
დ) უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ჩართული პირების მობილობის ხელშეწყობა/სტიმულირება;
ე) უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის/პროექტების ეფექტური და შეუფერხებელი განხორციელებისათვის საჭირო სხვადასხვა ღონისძიებების დაგეგმვა და ჩატარების ხელშეწყობა (სამეცნიერო გრანტები, ერთობლივი სამეცნიერო კვლევები, შესაბამისი სფეროს სპეციალისტების/მეცნიერების მოწვევა ლექცია-სემინარების ჩატარების მიზნით, კონფერენციებისა და სემინარების ორგანიზება, საერთაშორისო კონფერენციებში უნივერსიტეტის პერსონალის მონაწილეობის მხარდაჭერა და სხვ.);
ვ) საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების და ადგილობრივი ფონდების მიერ ახალი საგრანტო კონკურსების შესახებ ინფორმაციის მოძიება, უნივერსიტეტში მისი გავრცელება;
ზ) უნივერსიტეტის სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ჩართული პირებისთვის კონსულტაციების გაწევა სამეცნიერო-კვლევითი პროექტების მომზადება/განხორციელებისა და დაფინანსების (გრანტების) მოპოვების საკითხებში;
თ) სამეცნიერო-კვლევით პროექტებში მონაწილეობისა და მათი განხორციელების მიზნით კონტაქტების დამყარება და თანამშრომლობა საერთაშორისო, რეგიონულ და ადგილობრივ ორგანიზაციებთან, სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოებთან (უცხოური უნივერსიტეტები, სამეცნიერო ფონდები, ბიზნეს-სექტორი და სხვა);
ი) უნივერსიტეტის მართვის ორგანოებისთვის რეკომენდაციების მომზადება უნივერსიტეტის ბიუჯეტში აკადემიური პერსონალის განვითარებისა და პროექტების დაფინანსებისათვის გამოყოფილი სახსრების სავარაუდო განაწილების შესახებ;
კ) უნივერსიტეტის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებიდან უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის განვითარებისა და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაციის გამოთხოვა;
ლ) ინსტიტუტის დირექტორის ან/და უნივერსიტეტის ხელმძღვანელობის მიერ განსაზღვრული სხვა ფუნქციები. ჯილდოების დაწესებას.