პროექტის დასახელება: |
ქართული ჰაგიოგრაფიის წყაროთმცოდნეობითი კორპუსი |
მოკლე აღწერა: |
|
ხელმძღვანელი: |
ტყეშელაშვილი ზვიად |
მონაწილეები: |
ღორაშვილი-მეტრეველი თამარ,ხუროშვილი ანა |
საკითხის აქტუალობა: |
ორიგინალური ქართული ჰაგიოგრაფია საქართველოს ისტორიის კვლევის მნიშვნელოვანი წყაროა.
ჟანრის სპეციფიკის მკაცრი ჩარჩოს მიუხედავად, იგი გამოირჩევა დოკუმენტალისტური ხასიათით.
მისი კომპლექსური შესწავლა აუცილებელია შესაბამისი ეპოქის სურათის მაქსიმალურად აღსადგენად. |
მოსალოდნელი სიახლე: |
ჩვენი მიზანია - ერთ ფუნდამენტურ კრებულში თავი მოვუყაროთ საუკუნოვანი კვლევის მთავარ მასალებს, განვაახლოთ და შევავსოთ იგი კვლევის ახალი შედეგებით და ხელმისაწვდომი გავხადოთ საკითხით დაინტერესებული პირებისათვის;
გამოვიყენოთ ახალი რესურსები, ტექნოლოგიები და მოვახდონოთ ჰაგიოგრაფიული წყაროების მაქსიმალურად სრული დიგიტალიზაცია (გაციფრულება);
შევქმნათ თითოეული ძეგლის პორტფოლიო, რაშიც გაერთიანდება სრული ხელმისაწვდომი ინფორმაცია და შესაძლებელი გახდება მისი შემდგომი მართვა-გამოყენება. |
სავარაუდო გეგმა: |
შევიმუშავეთ გეგმა:
მოვიძიოთ თითოეული ჰაგიოგრაფიული ძეგლის დედნური (ხელნაწერი) რედაქციები და დავადგინოთ სრული მსგავსება-განსხვავებები მათ შორის;
მოვახდინოთ უკვე შექმნილის შედარება და აღმოვფხვრათ გაპარული შეცდომები;
დავადგინოთ რედაქციებს შორის სიტყვასხვაობები და მოვახდინოთ მათი ციფრული ადაპტირება;
აღვადგინოთ/დავადგინოთ მნიშვნელოვანი სიტყვების ზუსტი წაკითხვა და ქარაგმული სისტემების თავისებურებები
სიტყვების არქაულ ფორმებს დავურთოთ თანამედროვე შესატყვისები და განმარტებები.
მნიშვნელოვანი რედაქციული თავისებურებები წარმოვადგინოთ პარალელური ტექსტების სახით.
მოვიძიოთ სხვადასხვა ტიპური რედაქცია (კიმენური-მეტაფრასტული; ქართულ-უცხოენოვანი - ქართული ძეგლის უცხოენოვანი ვარიანტის შემთხვევაში) და თვალსაჩინო შედარება-შეპირისპირების სახით დავალაგოთ პარალელურად.
ერთმანეთს შევუდაროთ სვინაქსარული და ვრცელი რედაქციები; |
დონორი: |
საქართველოს უნივერსიტეტი |
გრანტი: |
სამეცნიერო გრანტი |
სკოლა/დეპარტამენტი: |
თამაზ ბერაძის სახელობის ქართველოლოგიის ინსტიტუტის ქართული ენისა და ლიტერატურის დეპარტამენტი |
დაწყება: |
1900-01-01 |
დასრულება: |
1900-01-01 |
მიზნობრიობა: |
სამეცნიერო |
სტატუსი: |
მიმდინარე |
შედეგი: |
|
პროექტის ღირებულება: |
|
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა: |
|
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა: |
|
დონორისგან მიღებული თანხა: |
|
თანადამფინანსებელი: |
|
თანამშრომლობა/პარტნიორობა: |
|
პუბლიკაცია: |
|