პროექტის დასახელება: |
ქიმიოთერაპიის თანმხლები პირის ღრუსმხრივი გართულებების რისკ-ფაქტორების შეფასება მწვავე ლეიკემიით დაავადებულ 7 წლამდე ასაკის ბავშვებში |
მოკლე აღწერა: |
პროსპექტულ-კოჰორტული, რომლის ფარგლებშიც დაიგეგმება 3 საკვლევი კოჰორტული ჯგუფის პაციენტების შერჩევა. შერჩევის კრიტერიუმად განისაზღვრება დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ვადა. საკონტროლო ჯგუფის პაციენტთა შერჩევა (საკონტროლო ჯგუფი A - კონტიგენტი დიაგნოზით ანემია, საკონტროლო ჯგუფი B - პრაქტიკულად ჯანმრთელი კონტიგენტი). პირის ღრუსმხრივი გართულებების სიხშირე და გამომწვევი რისკ-ფაქტორები შესწავლილი უნდა იქნას ასაკთან, სქესსთან, ეთნიკურ კუთვნილებასთან (საქართველოში მცხოვრები სხვადასხვა ეთნიკური წარმომავლობის) მიმართებით. ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს ძირითადი (ლეიკემია) ან საკონტროლო დიაგნოზი (ანემია) ანდა დიაგნოზის არ არსებობა - პრაქტიკულად ჯანმრთელი ბავშვები. |
ხელმძღვანელი: |
ნაცვლიშვილი ქეთევან |
მონაწილეები: |
გიგინეიშვილი ელენე |
საკითხის აქტუალობა: |
პირის ღრუსმხრივი პრობლემები პირდაპირ კავშირშია კვების პროცესის დარღვევასთან, რომელიც განიხილება ონკოლოგიური დიაგნოზის მქონე პაციენტთა მკურნალობის შემდგომი გართულებების და რეაბილიტაციის პერიოდის გახანგრძლივების ერთ-ერთ ფაქტორად. საერთაშორისო მონაცემებით ასეთი პაციენტების რაოდენობა მერყეობს 44-68% ფარგლებში. |
მოსალოდნელი სიახლე: |
შესწავლილი იქნება ისეთი ცვლადების ასოციაცია, როგორიცაა ლეიკემიის დიაგნოზით დაავადებულ სარძევე თანკბილვის მქონე ჩატარებული ქიმიოთერაპული მედიკამენტების ზემოქმედები გავლენა ყბა-კბილთა სისტემის განვითარებაზე. |
სავარაუდო გეგმა: |
I. კონტრაქტის გაფორმება მ.იაშვილის სახ. ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს, საქართველოს უნივერისტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებების სკოლასა და შპს სტომატოლოგიური კლინიკა UG Reavita dent-ს შორის, რათა შესაძლებელი გახდეს კვლევის სამიზნე კონტიგენტისა და საკონტროლო ჯგუფის პაციენტების შერჩევა.
II. საკვლევი და საკონტროლო ჯგუფის პაციენტების შერჩევა;
III. კვლევის ჩატარება.
IV. კვლევის შედეგების დამუშავება.
V. მიღებული შედეგების გაანალიზება, სამომავლო მოქმედების გეგმის და რეკომენდაციების შემუშავება.
VI. საჭიროების შემთხვევაში, პაციენტების დამატებით მიღება სტომატოლოგიურ კლინიკაში, სადაც მოხდება მათთვის სამკურნალო-პროფილაქტიკური ღონიძიებების ჩატარება.
VII. კვლევის შედეგებისა და პაციენტების მკურნალობის შემდეგ მიღებული შედეგების საფუძველზე პუბლიკაციის საერთაშორისო აღიარების ჟურნალის გამოსაქვეყნებლად მომზადება და გამოქვეყნება. |
დონორი: |
საქართველოს უნივერსიტეტი |
გრანტი: |
|
სკოლა/დეპარტამენტი: |
|
დაწყება: |
|
დასრულება: |
|
მიზნობრიობა: |
სამეცნიერო |
სტატუსი: |
|
შედეგი: |
|
პროექტის ღირებულება: |
|
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა: |
|
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა: |
|
დონორისგან მიღებული თანხა: |
|
თანადამფინანსებელი: |
|
თანამშრომლობა/პარტნიორობა: |
მ. იაშვილის სახ. ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური განყოფილება |
პუბლიკაცია: |
|