საქართველოს
უნივერსიტეტი

სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: მარკეტინგ მენეჯმენტის გაციფრულების სტრატეგიები პოსტპანდემიურ პერიოდში (ქართული ტურისტული კომპანიების მაგალითზე)
მოკლე აღწერა: პროექტი ორიენტირდება პოსტპანდემიური ეფექტებისა და Covid 19-ის პანდემიის ზეგავლენის გააზრებაზე ქართული კომპანიების მაგალითზე. ყველაზე არსებითი ნეგატიური ზეგავლენა თავისთავად ლოქ-დაუნმა ტურიზმზე მოახდინია, რა გამოწვევასაც ტურიზმის ინდუსტრიამ გაციფრულების სტრატეგიით და ინოვაციური პროდუქტების შექმნით უპასუხა. პროექტის ფარგლებში, ტურისტული კომპანიების მაგალითზე შესწავლილია დიჯიტალიზაციის სტრატეგიები, მათი როლი და მნიშნელობა. პროცესი დაფუძნებულია პირველად კვლევასა და უცხოური გამოცდილების გაზიარებაზე, რაც კვლევას გახდის ვალიდურსა და სანდოს.
ხელმძღვანელი:
მონაწილეები: სურმანიძე ნათია
საკითხის აქტუალობა: პოსტპანდემიური რეალობა დიდ გამოწვევად იქცა ბიზნეს სუბიექტებისთვის. დაუშვებელია ვისაუბროთ Covid 19-ზე მხოლოდ ნეგატიურ ასპექტში. აღნიშვნის ღირსია, რომ პანდემიამ გაციფრულების ბუმი გამოიწვია. მაგალითისთვის არსებობს ვალიდური კვლევები, სადაც დადასტურდა, რომ საბანკო სექტორის დიჯიტალიზაცია 20 წლით დააჩქარა პანდემიამ. შესაბამისად შესწავლის კუთხით საინტერესოა სხვადსხვა სფეროზე პანდემიის ზეგავლენის გაანალიზება და ტენდენციების გამოვლენა. ამ კუთხით აღნიშული პროექტის ღირებულება მნიშნელოვანია როგორც პირველადი კვლევის ჩატარების, ისე თეორიული ბაზისის შექმნის კუთხით. კვლევაში დამოუკიდებელი ცვლადია ციფრული ტექნილოგიების განვითარება, ხოლო მასზე დამოკიდებული ცვლადია ქართული ტურისტული კომპანიების განვითარება. შესაბამისად ჰიპოთეზა იქნება შემდეგი: ციფრული ტექნოლოგიების განვითარება დადებით კორელაციაშია ქართული ტურისტული კომპანიების განვითარებასთან, რაც გამოიხატება როგორც მომხმარებლების ახალი სეგმენტის ათვისებით, ისე მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტების შექმნითა და შეთავაზებით. კონკურენციისა და გლობალიზაციის მზარდი ტემპები ტურისტულ კომპანიებს დიდი გამოწვევების წინაშე აყენებს და მათი არჩევანი დიჯიტალიზაციაზე არის უმნიშვნელოვანესი, რომ მოახდინონ თანამებდოვე ბაზრის მოთხოვნასთან ადაპტაცია. პანდემიამ ბიზნეს სუბიექტებს დიდი გამოწვევები დაუყენა, რაზე პასუხიც დიჯიტალიზაციაში იპოვა ბევრმა მათგანმა. არსებობს კვლევები იმაზე, თუ რამდენად მდგრადი აღმოჩნდა კანდემიური კრიზისის წინაშე ის კომპანიები, რომლებსაც გააჩნდათ გაციფრულების სტრატეგია და ფინანსური მზაობა დიჯიტალიზაციაზე. ფინანსური ხელმისაწვდონობის პრობლემები საქართველოს ბიზნეს სუბიექტებისთვის მწვავეა, რასაც ადასტურებს რეგულაციები სესხებზე და ეროვნული ბანკის პოლიტიკა. აღნიშნულის გათვალისწინებით გაციფრულების სტრატეგიები კომპანიებისთვის ბუნდოვანი ხდება და ორიენტირი არის არა გაციფრულების გაცხადებულ სტრატეგიაზე, არამედ სიტუაციურ მიდგომებზე. პანდემიის ეფექტით სიტუაციამ მოიტანა დიჯიტალიზაციის ბუმი და რეალურად გადარჩა ის კომპანიები, რომლემაც მოახდინეს დიჯიტალიზაციის წინა პლანზე დაყენება.
მოსალოდნელი სიახლე: კვლევის სამეცნიერო ღირებულებას განსაზღვრავს საკითხის ინოვაციურობა.გამომდინარე იქედან, რომ შექმნის თეორიულ ბაზას მარკეტინგ მენეჯმენტის დიჯიტალიზაციის სტრატეგიების შესწავლის მიმართულებით;
სავარაუდო გეგმა: პროექტის ფარგლებში დაგეგმილი და დროში გათვლილია სასწავლო სახელმძღვანელოს, 2 სამეცნიერო სტატიის და სამეცნიერო კონფერენციებისათვის 3 მოხსენების წარდგენა.
დონორი:
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი: ბიზნესის და ადმინისტრაციულ მეცნიერებათა სკოლა
დაწყება: 2023-01-01
დასრულება: 2024-01-01
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: მიმდინარე
შედეგი: დაფინანსდა
პროექტის ღირებულება: 2500 ლარი
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა: გურამ თავართქილაძის თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის შიდა საგრანტო კვლევითი პროექტი
პუბლიკაცია:

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა