საქართველოს
უნივერსიტეტი

სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: ფსიქოლოგიური კეთილდღეობა, ჯანმრთელობა და ხანდაზმულობა
მოკლე აღწერა: ხანდაზმულობის პროცესისა და კეთილდღეობას შორის ურთიერთდამოკიდებულების შესწავლა იმ ფაქტორების გამოვლენის მიზნით, რომლებიც გავლენას ახდენენ ხანდაზმულთა სიცოცხლის ხარისხზე. საკვლევი საკითხის აქტუალობიდან გამომდინარე დავსახეთ კონკრეტული მიზნები და აღვწერეთ მეთოდოლოგია. კვლევის ამოცანა ხანდაზმულ ადამიანებზე კვლევების ჩატარება იმ ფაქტორების გამოვლენის მიზნით, რომლებიც კეთილდღეობასთან კავშირია; კვლევის მეთოდოლოგია პროექტის ამოცანის აქტივობისათვის განხორციელდება კვლევა ხანდაზმულებში. მონაცემთა შეგროვება ძირითადი საკითხის შესასწავლად გამოყენებული იქნება რაოდენობრივი კვლევა. რაოდენობრივი კვლევა დაეყრდნობა გამოკითხვას. სოციალურ კვლევაში გამოკითხვის მეთოდი ეფექტური საშუალებაა დამოკიდებულებების შესასწავლად. რაოდენობრივი კვლევა დაეყრდნობა რეპრეზენტატულ შერჩევას, რაც კვლევების შედეგების გენერალურ ერთობლიობაზე განზოგადების საშუალებას მოგვცემს. რესპოდენტები წარმოდგენილ იქნებიან თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან ხანდაზმულები (ასაკი 65 +). 200-250 ხანდაზმულს ჩაუტარდებათ კვლევა, დამუშავდება და განიხილება მონაცემები. საზომი ინსტრუმენტები კვლევა ჩატარდება რამდენიმე კითხვარის გამოყენებით. კვლევაში ჩართული ცვლადების გასაზომად ჩნდება უცხოური ინსტრუმენტის ადაპტაციის საჭიროება. შესაბამისად, ძირითად კვლევას წინ უსწრებს შესაბამისი ტესტების ქართული ვერსიების შემუშავების პროცესი. გამოსაყენებელი ინსტრუმენტების სია წარმოდგენილია შემდეგნაირად: ა) CASP-19 ცხოვრების ხარისხის საზომი ინსტრუმენტი, რომელიც მოიცავს ოთხ დომეინს („კონტროლი“, „ავტონომია“, „სიამოვნება“ და „თვითრეალიზაცია“. ბ) CES-D სკალა, დეპრესიის სიმპტომების გასაზომი სკალა. სკალის ელემენტები წარმოადგენს დეპრესიასთან ასოცირებულ სიმპტომებს, რომლებიც გამოყენებული იყო ადრე ჩატარებულ უფრო დიდი მასშტაბების კვლევაში. გ) General health Questionnaire (GHQ) ზოგადი ჯანმრთელობის კითხვარი. GHQ არის 12 პუნქტიანი სკალა, რომელიც განკუთვნილია ფსიქიატრიული ავადობის ზოგადი სკრინინგის ინსტრუმენტად. დ) Satisfaction with life scale (SWLS) ცხოვრებით კმაყოფილების სკალა, რომელიც არის ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი ინსტრუმენტი ცხოვრების, ზოგადად, კმაყოფილების გასაზომად (5). მიზანი 2. სარეკომენდაციო პაკეტების შემუშავება პირველადი კონტროლის დაკარგვა ცხოვრების რამდენიმე სფეროზე, რომელიც ახასიათებს ამ ცხოვრებისეულ სტადიას, შეიძლება წარმატებით ანაზღაურდეს ისეთი ფსიქოლოგიური რესურსების განვითარებით, როგორიცაა ადაპტაციური მარეგულირებელი სტრატეგიების გაძლიერება. ეს აქტივები ყალიბდება ინდივიდუალური და კონტექსტური ფაქტორებით; ამ მიზნით, ხანდაზმულ ადამიანებთან მომუშავე ჯანდაცვის პროფესიონალებმა ხელი უნდა შეუწყონ ხანდაზმულ ინდივიდებს საკუთარი მდგომარეობის პოზიტიურ შეფასებაში საკუთარ თვითშეფასების აღქმაზე დაყრდნობით. ეს რესურსები წარმოადგენს მნიშვნელოვან ფსიქოლოგიურ კაპიტალს, რომელიც შეიძლება სასარგებლო იყოს იმ პროგრამების კონტექსტში, რომლებიც ეხება ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას. კვლევის შედეგებზე დაყრდნობით მოხდება მტკიცებულებით ინფორმირებული საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისათვის საჭირო რესურსების იდენტიფიკაცია, ჯანდაცვის სექტორის სპეციალისტებისათვის და სხვა დაინტერესებულ პირთათვის მომსახურების სტანდარტის შექმნისა სარეკომენდაციო პაკეტების ნუსხა, რომელიც სხვადასხვა სპეციალისტთა პრაქტიკის განმსაზღვრელ დოკუმენტად იქცევა. მიზანი 3. მოწყვლად ჯგუფებთან, ასევ საჯარო სექტორის წარმომადგენელ პირებთან კონსულტაციების ჩატარება რეკომენდაციების გაცემის მიზნით პროექტის ფარგლებში ჩატარდება მოწყვლად ჯგუფებთან შეხვედრები სარეკომენდაციო პაკეტების გავრცელების მიზნით. დაგეგმილი შეხვედრების დროს მოხდება ხანდაზმულების ინფორმირება ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ ფიზიკურ და ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებას. ეს კვლევა ხელს შეუწყობს ხანდაზმული ადამიანების პერსპექტივების უკეთ დანახვას კარგად დაბერების შესახებ. ფიზიკურად აქტიური ცხოვრების წესის გაძლიერება, სოციალურ და დასასვენებელ აქტივობებში მონაწილეობა, ჯანსაღი კვების ჩვევები, ცხოვრებაში მიზნის ქონა და ინტელექტუალურად დაკავებული ყველა ხელშემწყობი ფაქტორია კარგად დაბერებაში.
ხელმძღვანელი:
მონაწილეები:
საკითხის აქტუალობა:
მოსალოდნელი სიახლე:
სავარაუდო გეგმა:
დონორი:
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი:
დაწყება:
დასრულება:
მიზნობრიობა:
სტატუსი:
შედეგი:
პროექტის ღირებულება:
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია:

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა