საქართველოს
უნივერსიტეტი

სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: მრავალბირთვიანი პროცესორების საიმედოობის კვლევა და სტრუქტურული ანალიზი
მოკლე აღწერა: პროექტი ეხება მრავალბირთვიანი პროცესორების საიმედოობის, მოქნილობის, სიცოცხლისუნარიანობისა და მტყუნებამდგრადობის პარამეტრების კვლევას და სტრუქტურულ ანალიზს ლოგიკურ-ალბათური მეთოდების გამოყენებით. კვლევის მიზანია ოპტიმალური სტრუქტურის, მაღალი საიმედოობის, სიცოცხლისუნარიანობისა და მტყუნებამდგრადობის მრავალბირთვიანი პროცესორებისა და მრავალპროცესორული სისტემების დაპროექტებისა და მართვის მეთოდოლოგიის შემუშავება, ასევე პარალელური გამოთვლითი პროცესების მათემატიკურ მოდელირებას. პროექტის უმთავრეს ამოცანას წარმოადგენს რთული სისტემების საიმედოობის კრიტერიუმების შეფასების მათემატიკურ მოდელირება და ალგორითმიზაცია.
ხელმძღვანელი: ცირამუა სერგო
მონაწილეები: ასაბაშვილი ელისაბედ,ბენაშვილი ალექსანდრე,ბიტმალკიშევ დავით,სულხანიშვილი სულხან
საკითხის აქტუალობა: მრავალპროცესორული გამოთვლითი სისტემებისა და მრავალბირთვიანი პროცესორების ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია მათი საიმედოობა, მტყუნებისადმი მდგრადობა და სიცოცხლისუნარიანობა
მოსალოდნელი სიახლე: მრავალბირთვიანი პროცესორები განიხილება როგორც რთული გამოთვლითი სისტემების მრავალფუნქციური ელემენტი. მოსალოდნელი სიახლე: მრავალბირთვიანი პროცესორებისა და მრავალპროცესორული სისტემების სტრუქტურული ანალიზი და საიმედოობის ლოგიკურ-ალბათური მოდელირება; საიმედოობის კრიტერიუმების რაოდენობრივი შეფასების ალგორითმების შემუშავება. მრავალპროცესორულ სისტემებში პარალელური გამოთვლითი პროცესების ოპტიმიზაციისა და მართვის მეთოდიკის შემუშავება
სავარაუდო გეგმა: მრავალბირთვიანი პროცესორებისა და მრავალპროცესორული სისტემების სტრუქტურული ანალიზი და საიმედოობის ლოგიკურ-ალბათური მოდელირება. პუბლიკაციის მომზადება. 2024 მრავალბირთვიანი პროცესორებისა და მრავალპროცესორული სისტემების საიმედოობის კრიტერიუმების რაოდენობრივი შეფასების ალგორითმების შემუშავება. პუბლიკაციის მომზადება. 2025 მრავალბირთვიანი პროცესორებსა და მრავალპროცესორულ სისტემებში პარალელური გამოთვლითი პროცესების ოპტიმიზაცია და მართვა. პუბლიკაციის მომზადება.
დონორი:
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი: ინფორმატიკის დეპარტამენტი,მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა
დაწყება: 2023-01-01
დასრულება: 2025-12-31
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: მიმდინარე
შედეგი:
პროექტის ღირებულება:
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია:

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა