საქართველოს
უნივერსიტეტი

სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი


კვლევითი პროექტის აღწერა
პროექტის დასახელება: უპილოტო საფრენი აპარატების საფრენოსნო მახასიათებლების გაუმჯობესება
მოკლე აღწერა: პროექტის ფარგლებში ჩატარდება უპილოტო საფრენი აპარატების ანალიზი, რომლის შედეგადაც გამოვლინდება მათი ნაკლოვანებები. უპილოტო საფრენი აპარატების ცალკეულ ელემენტებზე განხორციელდება საჭირო კონსტრუქციული ცვლილებები, რომლებიც უზრუნველყოფენ საფრენოსნო მახასიათებლების გაუმჯობესებას. გაანგარიშებული იქნება კონსტრუქციული ცვლილებების შესაბამისი მახასიათებლების ცვლილებები. აღნიშნული დავალებების შესრულება მოითხოვს გეომეტრიულ მოდელირებასა და რთულ მათემატიკურ გამოთვლებს, რომლებიც შესრულდება საინჟინრო დიზაინის პროგრამა Catia-სა და გამოთვლითი პროგრამა Ansys - ით. მიღებული დადებითი შედეგების შემდეგ დამზადებული იქნება ის ელემენტები, რომელთა კონსტრუქციულმა ცვლილებებმა მოგვცეს დადებითი შედეგები და ჩატარდება ექსპერიმენტული კვლევა შესაბამის სპეციალურ სტენდზე. მიღებული იქნება შესაბამისი დასკვნები.
ხელმძღვანელი: კოტიშაძე მიხეილ
მონაწილეები: კემულარია ოთარი,მაღლაკელიძე გია
საკითხის აქტუალობა: უპილოტო საფრენი აპატები საყოველთაოდ გავრცელებულია. მათ მოიცვეს თითქმის ყველა სატრანსპორტო დარგი, მათ შორის სამხედრო. უპილიტო საფრენი აპარატების ძირითადი საფრენესნო და საწარმოო მახასიათებლები, რომელთა გაუმჯობესებაც ძალზედ აქტუალური ამოცანაა მოიცავს: • ტვირთამწეობის გაზრდა • წარმოების ღირებულების შემცირება • ჰორიზონტალური სიჩქარის გაუმჯობესება • ფრენის ხანგრძლივობის გაუმჯობესება • საიმედოობისა და პორტატულობის გაზრდა • რთულ პირობებში ოპერირების უნარის გაუმჯობესება ჩამოთვლილი მახასიათებლების თუნდაც მცირედი გაუმჯობესება უაღრესად აქტუალური ამოცანაა დღევანდელ მსოფლიოში. სწორედ ამ ამოცანების გადაჭრას ისახავს მიზნად ჩვენი პროექტი.
მოსალოდნელი სიახლე: უპილოტო საფრენი აპარატების საფრენი მახასიათებლების გაუმჯობესება
სავარაუდო გეგმა: 1. პირველ წელს გაანალიზდება უპილოტო საფრენი აპარეტების ნაკლოვანებები და დაისახება მათი გადაჭრის გზები. 2. მეორე წელს გეომეტრიული და მათემატიკური მოდელირების შედეგად მიღებული იქნება შედეგები. 3. მესამე წელს მიღებული შედეგების მიხედვით დამზადდება და შესაბამის სპეციალურ სტენდზე გამოიცდება უპილოტო საფრენი აპარატების გაუმჯობესებული ნაწილები და გამოტანილი იქნება შებამისი დასკვნები.
დონორი:
გრანტი:
სკოლა/დეპარტამენტი: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა
დაწყება: 2023-04-01
დასრულება: 2026-04-01
მიზნობრიობა: სამეცნიერო
სტატუსი: მიმდინარე
შედეგი: არ წარდგენილა
პროექტის ღირებულება:
პროექტის პირველადი ხარჯთაღრიცხვა:
პროექტის საბოლოო ხარჯთაღრიცხვა:
დონორისგან მიღებული თანხა:
თანადამფინანსებელი:
თანამშრომლობა/პარტნიორობა:
პუბლიკაცია: სტატია

კონტაქტი

2 55 22 22
კოსტავას 77ა